 | ავტორი: ნიგოზა ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2009 |
,,დინამო" ქუხს და გუგუნებს, დღე გაგვითენდა ნანატრი, ნემსს ვერ ჩააგდებ, ესწრება, ასი ათასი ფანატი.
ბილეთის რიგში,ამ მატჩზე, ხალხი სხვა და სხვას ამბობდა, ზოგი მოგებას გვიქადდა, ზოგიც წაგებას ნანობდა!
ცოტა დრო დარჩა, მინდორზე, უკვე ხურდება ,,დინამო!" მეტოქე როცა გამოჩნდა, სტვენამ მოიცვა მიდამო!
აი! ჩასტვინა ,,რეფერიმ", დაიწყო რასაც ველოდით... შტურმით დაიწყო თამაში... სიხარულისგან ვმღეროდით...
,,მომენტიც ბევრი შეიქმნა, მაგრამ გამტანი არ სჩანდა, ტაიმის ბოლოს ტაბლოზე, ორივე- ნული მოსჩანდა.
,,პერერივზე" კი გაირჩა ყველა შესაძლო ტაქტიკა, გაირკვა: ,,ბიჭებს აკლია, ევროთასების პრაქტიკა!"
ნოდარმაც ასე ურჩია, ტემპს მოუმატეს ძალიან, დათოს პასებმა ,,ლივერპულს" მთლად დაუბნელა თვალია.
დაიბნენ ინგლისელები, შიში მათ კარებს ადგია, დათო, გარღვევა, ,,პრასტრელი", და ვოვამ ბადე ,,გახია!"
ცეცხლი მოედო ,,ალბიონს", ერთით-ნული ხომ ჩვენია, მიხვდნენ ასეთი თამაშით, გუნდი არაფრის მქნელია...
მიხვდნენ და შემოუტიეს, გაშმაგდნენ, როგორც ლომები, მაგრამ ვერცერთი დამცველი, ვერ მოატყუეს გონებით.
,,ცანგალა" მარჯვნივ, ფლანგს ფლობდა, მეფობდა, კაცს არ უშვებდა... ,,ჭილა" მარცხენას კეტავდა, თან წინ ,,პადაჩებს" უშვებდა...
ცენტრში შოთა და ჩივაძე მეტოქეს ედგნენ მმარხველად, ოთარი კარში ვეფხვივით, ნახტომს ჭიმავდა--რამხელას?!
,,კაპიტან" ,,მანო"-მანუჩარს, მადლობის მეტი რა ვუთხრა, ის იყო გუნდის ,,მოტორი", მან გუნდი თვითონ ,,აკურთხა"!
ვლადიმერი და ვიტალი ერთმანეთს ედგნენ ძმებივით... ისეთ რამეებს შვებოდნენ, მცველები ჰყავდათ ცხვრებივით!
მარცხნივ ვახტანგ და რამაზი, ,,ზაშიტის" გახდნენ მკვლელები, ვახტანგის დარტყმამ,რამდენჯერ, აგვაწევინა ხელები...
დათოს, რომ ,,პელე' ვუწოდო?! შემედავებით?-რომელი? ისეთ ,,ნავესებს" აკეთებს, ,,პელესაც" ჯობნის გონებით!
,,ლივერპულს" ბევრი უნახავს, გატანაც ძალუძს სტუმრათა, სულ ერთი გოლი ჭირდებათ და გუნდმა ტემპს მოუმატა.
მაგრამ ,,დინამოს" დაცვაში ,,ჩაჯდომა" როდი ჩვევია?! ჩაჭრა ,,პადაჩა ჩივაძემ, გახედა მარჯვნივ,,, ძნელია!
მარცხნივ გაუჭრა გიორგის, რომელმაც იწყო სწრაფად სვლა, მიყარ-მოყარა მცველები და ბურთი რამაზს გადასცა...
ფორვარდიც ამ ,,პასს" ელოდა... მან ქუთათური შეტევით, ბურთი თავს ზემოთ გადუგდო, მეკარეს, ერთი შეხებით!
ატყდა ყიჟინა--,,დი-ნა-მო"... ხალხის ხმა ზეცას მიჰქროდა... თავჩახრილ დავგლიშს, სირბილით, ბურთი ცენტრისკენ მიჰქონდა.
ორით--ნულია, ,,ლივერპულს" სჭირდება გოლის გატანა, შტურმი ფლანგებზე გაშალა, გაძნელდა ამის ატანა.
ოთარი, ჩვეულ ყვირილით, არ ასვენებდა დამცველებს, კენედის დარტყმას ,,კიპერი", თითის წვერებით აჩერებს.
მარჯვნივ გაქანდა კეისი, გოჩამ მოცელა ,,პატკატით", მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, ,,კედელში" ჩადგა რვა კაცი...
გაითამაშეს მოკლეზე, დავგლიშმა აღარ ახამა, ძლიერი დარტყმა ,,კედელმა", ,,კორნერისაკენ" გაგზავნა...
,,კუთხური" ,,მოჭრა" კეისმა, დავგლიში ახტა, ვერ მისწვდა, ბურთი გოჩასთან მიგორდა, მცველმა გარემარბს ანიშნა...
გაიჭრა მარჯვნივ ვიტალი, ,,პასიც" მიიღო ცენტრიდან, აქეთ კი დათო გაიხსნა, ბურთიც დაუშვა მკერდიდან..
აქვე ვიტალის ,,სამკუთხედს", გაუთამაშებს ლამაზად?! ასეც მოიქცა, ვიტალიმ, ,,პრასტრელი" მისცა რამაზს და
თვითონ ცენტრისკენ შევარდა, რამაზიმ ქუსლით გაუჭრა, ის გაეცალა, ვახტანგიმ, ისეთი დარტმა გაუშვა...
ძლივს თითით მისწვდა კლემენსი, ბურთი ,,აუტზე" იგულა, მაგრამ აქ ვოვა აღმოჩნდა, ერთი გახედა მისულმა...
და თითქოს უცებ დაქოქეს, ჩამოიტოვა დამცველი, ცრუ მოძრაობით ნილს გასცდა, (ბევრჯერ ვართ ამის მნახველი.)
შევარდა საჯარიმოში უნდა დაარტყას ვითომ და... დაცვა დაიბნა , მაგდერმორტს, რა ექნა აღარ იცოდა.
ფეხი დაუდო გუცაევს, ფორვარდი წამსვე დაეცა, მეტი რა ექნა მაგდერმორტს, ვოვა მას უკვე გაექცა!
მსაჯმა ,,პენალტი" დანიშნა, ,,ტრიბუნამ" მორთო ყიჟინი, კლემენსი მსაჯთან კამათობს, მას ეხმარება ჰარვინი...
,,რეფერიმ" ,,კიპერს" მიმართა, რომ დაიკავოს ადგილი... ჩივაძემ კუთხეს გახედა, (მარცხნივ კარგად აქვს დაცდილი.)
დარტყმის ლოდინი ძნელია... ვის გაუმართლებს არ იცი... კლიმენსი გამოცდილია, არც ჩივა არის ჰარიფი..
დინჯად მივიდა ნიშნულთან, ოდნავ ,,ბაჩოკით" დაარტყა... კლემენსი მარჯვნივ გადახტა, ბურთი კი მარცხნივ გაქანდა...
,,პროფესორს" ტყუილად ეძახდნენ? ,,კლასი" ინგლისშიც აჩვენა, მესამე გოლით ,,ლივერპულს", ამცნო ,,ზა ბორტომ" დარჩენა!
მაგრამ ვიცოდით მეტოქეს, პრესტიჟის გოლი ეწადა, ორივ ფრთით შემოუტია, შტურმის მოწყობაც ეცადა...
მარჯვნიდან ბურთი დაჰკიდეს, მათ ინგლისური მანერით, კენედის დარტყმა თავური... ოთარი იღებს წვალებით!
მეკარემ შოთა მონახა და დაუგორა მას ბურთი, მცველი არ ჩქარობს, დრო გადის, ბოლომდე რჩება,რა?--წუთი!
მსაჯმა ხელები აღაპყრო, ,,სვისტოკის" სტვენა გაჩითა... გამარჯვებული ,,დინამო" ჩვენ გავაცილეთ ტაშითა!
მთელი ტრიბუნა აენთო, გაეხვა ცეცხლის ალებში, თქეშად წვიმს, მაგრამ ამ წვიმას, ქომაგნი ვხვდებით ალერსით...
ცნობოლი ინგლისელები! დღეს გატყდა მათი სახელი, დიდი ხანია ,,ლივერპულს", არ წაუგია ამდენით!
ჩვენ ,,დინამოს" კი ვუსურვოთ, ბევრი დიადი მოგება, ვწუხვარ ასეთი თამაში, არასდროს განმეორდება!
თბილისი 1979 წელი. ,,DINAMO"
პოსკრიპტუმ:
მერე დაიწყო აღმა სვლა, და დუსელდორფში ის თასი! მაღლა გეჭიროთ ქართველნო! დღეს ერთი, ხვალ კი ათასი!!!!!!!!!!!!
ნიგოზა!!!!!!!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მახსოვს ის საოცარი თამაშები... მოგება ჰოლანდიასთან: :))) მოგება "ლივერპულთან": :D მოგება "კარლ ცაისთან" (ზღაპრული ფინალი!) :D :D :D მახსოვს ის საოცარი თამაშები... მოგება ჰოლანდიასთან: :))) მოგება "ლივერპულთან": :D მოგება "კარლ ცაისთან" (ზღაპრული ფინალი!) :D :D :D
10. სიმღერაც მიყვარს დინამოზე. სიმღერაც მიყვარს დინამოზე.
8. მომეწონა, ქართული ფეხბურთის დიდი სიყვარულია ჩადებული, ე. ი. დიდი მამულიშვილობის ჰიმნია. თუმცა მხატვრულად ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ეპატიება. მომეწონა, ქართული ფეხბურთის დიდი სიყვარულია ჩადებული, ე. ი. დიდი მამულიშვილობის ჰიმნია. თუმცა მხატვრულად ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ეპატიება.
7. :) ისე ის ბოლო სტროფი , მერე დაწერე თუ იწინასწარმეტყველე მაშინ დინამოს დიდი გამარჯვება :)) და კიდევ დასტური იოჰანს, მოვსწრებოდი მაინც ... :) ისე ის ბოლო სტროფი , მერე დაწერე თუ იწინასწარმეტყველე მაშინ დინამოს დიდი გამარჯვება :)) და კიდევ დასტური იოჰანს, მოვსწრებოდი მაინც ...
6. ეს დილით ვნახე.. ხო კარგი დრო იყო... ეს დილით ვნახე.. ხო კარგი დრო იყო...
5. უფფფ, ასე მეგონა, ისევ იქ ვიჯექი, ჩემს მე-14 სექტორში! სტუდენტებს მე-13-14 სექტორებში გვაძლევდნენ აბონიმენტებს! 5 უფფფ, ასე მეგონა, ისევ იქ ვიჯექი, ჩემს მე-14 სექტორში! სტუდენტებს მე-13-14 სექტორებში გვაძლევდნენ აბონიმენტებს! 5
4. საღოლიმ გოზინაყა საღოლიმ გოზინაყა
3. ისევ ის წელი დაგვრჩა სატრფიალოდ!!! ისევ ის წელი დაგვრჩა სატრფიალოდ!!!
2. მადლობა დიდებულო ადამიანო, კიდევ ერთხელ გამახსენე: რომ ერთ დროს ჩვენთანაც თამაშობედნენ ფეხბურთს!:( მადლობა დიდებულო ადამიანო, კიდევ ერთხელ გამახსენე: რომ ერთ დროს ჩვენთანაც თამაშობედნენ ფეხბურთს!:(
1. ეჰ რა დრო იყო :( მოვსწრებოდი მაინც, ეჰ რა დრო იყო :( მოვსწრებოდი მაინც,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|