ისმის ზამთრის სიმღერა და ტყის ნანა სიღრმედან, ფიჭვთა ექოდ - ასგვარა... ირგვლივ, სევდით მდუმარე, შორ ქვეყნისკენ ცურავენ ღრუბლები - მთლად ჭაღარა.
და ეზოსაც ავდარის ფარავს რბილი საბანი, თუმცა ცივი სუსხია. ბეღურები - ლხენმარჯვე, ფანჯარას რომ ეაჯნენ, სითბოს, ერთურთს უცვლიან.
ყინვამ სძლია ჩიტუნებს, დაღლილ-გამოფიტულებს და სულ მჭიდროვდებიან. არბევს მხეცურ ღრიალით, ბრაზით მზარდი გრიგალი, სარკმლებს - დარაბებიანს.
და ჩიტებიც ყუჩობენ, ამ ავდრის ქვეშ ულმობელ; სუსხ-შეკირულ სარკმელთან. სიზმრებში კი, ხიბლსავსე მზეს ხედავენ; კრიალ ცებს და გაზაფხულს სრა-მზეთა..
2014
Поет зима - аукает, Мохнатый лес баюкает Стозвоном сосняка. Кругом с тоской глубокою Плывут в страну далекую Седые облака.
А по двору метелица Ковром шелковым стелется, Но больно холодна. Воробышки игривые, Как детки сиротливые, Прижались у окна.
Озябли пташки малые, Голодные, усталые, И жмутся поплотней. А вьюга с ревом бешеным Стучит по ставням свешенным И злится все сильней.
И дремлют пташки нежные Под эти вихри снежные У мерзлого окна. И снится им прекрасная, В улыбках солнца ясная Красавица весна.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. დიდი მადლობა! :) გამიხარდა თქვენი კომენტარი. <3 დიდი მადლობა! :) გამიხარდა თქვენი კომენტარი. <3
8. მომწონს. თარგმნისას, ხშირად, "არღვევენ" ავტორის უფლებებს.დედანში სხვა მუსიკაა, თარგმანში სხვა.
ბექას მადლობას ეტყოდა ესენინი, რომ შეინახა მისეული მელოდია.
კარგია, ბექა! მომწონს. თარგმნისას, ხშირად, "არღვევენ" ავტორის უფლებებს.დედანში სხვა მუსიკაა, თარგმანში სხვა.
ბექას მადლობას ეტყოდა ესენინი, რომ შეინახა მისეული მელოდია.
კარგია, ბექა!
7. აა, ეგ მე ვქენი :) ჩემი ბრალია შეცდომაში რომ შეგიყვანეთ. ქართულიც ეგრე უნდა დამელაგებინა. :) მადლობა! ირმა, დაგიჯერებ და ეგრე ვიზამ! :) დიდი მადლობა! აა, ეგ მე ვქენი :) ჩემი ბრალია შეცდომაში რომ შეგიყვანეთ. ქართულიც ეგრე უნდა დამელაგებინა. :) მადლობა! ირმა, დაგიჯერებ და ეგრე ვიზამ! :) დიდი მადლობა!
6. 3.განა დაცული არ მაქვს?... მე კუპლეტებზე მიგანიშნე.ლექსის ფორმაში ვიგულისხმე რომა- ორიგინალში 8კუპლეტია(სამიანით) შენთან 4 (ექვსით), შეიძლება თარგმნის წესებში ვერ ვერკვევი, გამორიცხული არაფერია. 3.განა დაცული არ მაქვს?... მე კუპლეტებზე მიგანიშნე.ლექსის ფორმაში ვიგულისხმე რომა- ორიგინალში 8კუპლეტია(სამიანით) შენთან 4 (ექვსით), შეიძლება თარგმნის წესებში ვერ ვერკვევი, გამორიცხული არაფერია.
5. "ბრაზით მზრდადი გრიგალი"- ენის გასატეხია :) ან მზარდი იყოს, ან ზრდადი :)
ეს კარგია : Стозвоном сосняка- ფიჭვთა ექოდ - ასგვარა...
"ბრაზით მზრდადი გრიგალი"- ენის გასატეხია :) ან მზარდი იყოს, ან ზრდადი :)
ეს კარგია : Стозвоном сосняка- ფიჭვთა ექოდ - ასგვარა...
4. მუხასაც მადლობა, რა თქმა უნდა! :) მუხასაც მადლობა, რა თქმა უნდა! :)
3. "ლექსის ფორმა, რომ დაგეცვა ორიგინალის შესაბამისად , ხომ არ ქობდა?! " არადა ზუსტად ამ ფორმის დაცვას შევწირე რაღაცეები :) განა დაცული არ მაქვს?.. "ლხენმარჯვე" მიწერია. :) მიღებულია შენიშვნა რთულად რომ იკითხება. :)
მადლობა, ნათია. :)
"ლექსის ფორმა, რომ დაგეცვა ორიგინალის შესაბამისად , ხომ არ ქობდა?! " არადა ზუსტად ამ ფორმის დაცვას შევწირე რაღაცეები :) განა დაცული არ მაქვს?.. "ლხენმარჯვე" მიწერია. :) მიღებულია შენიშვნა რთულად რომ იკითხება. :)
მადლობა, ნათია. :)
2. გამიხარდა აქ რომ გნახე,
თარგმნა პოეზიის ძალიან ძნელია, მითუმეტეს ესენინის, ძალიან რთულად იკითხება თარგმანი, არადა რუსულად მშვენივრად ჟღერს, "-ხლენმარჯვე, , ეაჯნენ ბეღურები? კრიალ ცებს" ამის გაგება გამიჭირდა , მერე ლექსის ფორმა, რომ დაგეცვა ორიგინალის შესაბამისად , ხომ არ ქობდა?! თარგმნა მისასალმებელია, გისურვებ წარმატებას.
გამიხარდა აქ რომ გნახე,
თარგმნა პოეზიის ძალიან ძნელია, მითუმეტეს ესენინის, ძალიან რთულად იკითხება თარგმანი, არადა რუსულად მშვენივრად ჟღერს, "-ხლენმარჯვე, , ეაჯნენ ბეღურები? კრიალ ცებს" ამის გაგება გამიჭირდა , მერე ლექსის ფორმა, რომ დაგეცვა ორიგინალის შესაბამისად , ხომ არ ქობდა?! თარგმნა მისასალმებელია, გისურვებ წარმატებას.
1. ვინც რა უნდა თქვას რუსულ ენაზე, მე მაინც ვიტყვი რომ უმდიდრესია და პოეზიის ენაა. ტკბილხმოვანი. ჟღერადი. ხანდახან თარგმნისას ერთი ლამაზი ფრაზის ღრმა შინარსი რომ არ დაკარგო - ქართული კომპოზიტების გამოყენება გიწევს და თითქოს, მძიმდება ლექსი, ამას საკუთარი "გასაჭირი" მათქმევინებს. : ))
შენ კარგად ართმევ თავს აშკარად, ბექა. მომწონს.
ვინც რა უნდა თქვას რუსულ ენაზე, მე მაინც ვიტყვი რომ უმდიდრესია და პოეზიის ენაა. ტკბილხმოვანი. ჟღერადი. ხანდახან თარგმნისას ერთი ლამაზი ფრაზის ღრმა შინარსი რომ არ დაკარგო - ქართული კომპოზიტების გამოყენება გიწევს და თითქოს, მძიმდება ლექსი, ამას საკუთარი "გასაჭირი" მათქმევინებს. : ))
შენ კარგად ართმევ თავს აშკარად, ბექა. მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|