ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
17 თებერვალი, 2019


Emily Dickinson - My Wars are laid away in Books (1549)

ემილი დიკინსონი - ბრძოლები წიგნებს შემოვუტოვე (1549)

ბრძოლები წიგნებს შემოვუტოვე,
დამრჩა ერთიღა, უკანასკნელი,
მე არ მინახავს  თვალით მეტოქე,
ის ხშირად იყო ჩემი მნახველი.

საგულდაგულოდ არჩევდა მტერი
უკეთესს ჩემს და მეგობრებს შორის -
მე დამზოგა და მიქცია გვერდი,
არ შემარჩინა ერთი ტოლ-სწორიც.

კარგია, თუკი ისევ ვახსოვარ,
კვლავ სურთ მათ ლანდებს ჩემთან ლაციცი,
რადგან სამოცდაათი წლის მხცოვანს
იშვიათად ჰყავს ძმადშენაფიცი.

17 თებერვალი, 2019 წ.



Emily Dickinson -  My Wars are laid away in Books (1549)

My Wars are laid away in Books —
I have one Battle more —
A Foe whom I have never seen
But oft has scanned me o'er —

And hesitated me between
And others at my side,
But chose the best — Neglecting me — till
All the rest, have died —

How sweet if I am not forgot
By Chums that passed away —
Since Playmates at threescore and ten
Are such a scarcity —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები