ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2019


ვეძებ სიმშვიდეს

ვეძებ სიმშვიდეს,ქარის ხმაც უკვე ჩემში იწვევს ზიზღსა და შფოთვას,
ძილის სიყვარულს ალბათ ავხსნი მარტო ამითვე,
ზამთრად თუ გახდა გულის ფეთქვა წუთში ათასი,
მე არ მეყოფა გაზაფხული მარტო სამი თვე.
შენი ცხოვრება მინდა იქცეს მუდმივ ღიმილად,
თუმცა ხანდახან სევდასაც იხდენ ლამაზ თვალებზე,
დღის სინათლეს და მზის ყურებას მუდამ მერჩივნა,
ვყოფილიყავი შენთან ერთად მარტო მთვარეზე.
სისხლის დინებას ვეღარ ახშობს ანცი თრომბები,
სევდანარევი გალაკტიკაც გაუძარცვიათ,
შენ ჰიროსიმას და ნაგასაკის
ხარ ბომბები
და ჩემს სიზმრებში მოგონებებს ყინვა აცვიათ.
თვალებ გახელილს  ჰაერში მხვდება  შენი სურნელი
ჩემს არსებობას გავამართლებ მარტო ამითვე,
ზამთრად თუ გახდა გულის ფეთქვა წუთში ათასი,
ჩვენ არ გვეყოფა გაზაფხული მარტო სამი თვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები