 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პროზა 14 მარტი, 2019 |
ეეე, სხვებსაც ისე რო ვყვარებოდი, როგორც მე, რა ბედნიერი ვიქნებოდი ჰააა.. არა, დრო იყო ვუყვარდი, მაშინ, ახალგაზრდობაში. ხუჭუჭას მეძახდნენ ყველანი და ამ ყველადან ყველას ვუყვარდი.პროსტა მერე უცბათ გავიზარდე, და როგორ უცბათაც გავიზარდე, ისე უცბათ დავრჩი მარტო. ბევრი ვინმე მყავდა წინ, უკან, გვერდში, დოხრენ. ხოდა მიყვარდნენ მთელი გულით. დავდიოდით მთიან ციანა და სულ ფეხებზე გვეკიდა დედამიწის სიმრგვალე.კაი დრო იყო, ხუჭუჭა თმები, გოგოები და რამე, ხო იცით როგორც ხდება ხოლმე ახალგაზრდობაში.დილით ხან სად ვიღვიძებდი, ხან სად.ხან კარავში და ხან პარკში, სკამზე წამოწოლილი.პახოდუ ბევრს ვწერდი. ლექსებს და მოთხრობებს.მერე ამ ლექსებს ხან ელენეს ვუკითხავდი, ხან ნატოს და ხან ვის.ვინც შემიყვარდებოდა. და რამდენი ვინმე მიყვარდა, რა მოითვლის. რაღაც მოხდა.ღმერთმა იცის რა. ღმერთმა ხო ყველაფერი იცის.- ესე არ ამბობენ? . .ალბათ დრო გავიდა, დრო შეიცვალა, ან შეცვლილმა დრომ შეგვცვალა.ჯერ ერთი მიდიოდა, მერე მეორე, მესამე და ეჰეჰეეე, მიერეკებოდნენ ყველანი.ზოგი მოკვდა, ზოგმა თავი მოიკლა, ზოგი ისე, ადგა და წავიდა სადღაც და იმ სადღაციდან ჯერაც არ მობრუნებულა.რაღაც სხვა სიტკბო ქონდა იმ დროს.მეც გავხდი რა სენტიმენტალური, მე ჩემისა.პროსტა მემგონი მართლა ეგრე იყო, ბავშვობა და რამე, რო ბაზრობენ ხოლმე, რა კაი იყოო, ისაო ესაო, ერთმანეთი გვყავდაო პროსტა ვერ გავუფრთხილდითო.თან ამდენი ომები და სისხლებიო. ნეტა რა მოხდა ჰა? ოთხი ძმაკაცი ვიყავით. ამ ოთხიდან მე დავრჩი მარტო უბანში.ყველა მოიხია, ამერიკები და რამე, იქაა ძმაო ცხოვრებაო თუაო , აბა აქო რაის ცხოვრებაო, პურის ფული ძლივს გვქონდაო, აქო კიდე ამოვისუნთქეთო.ამას წინათ ერთ-ერთი იყო ჩამოსული ამერიკიდან.უბანში ვაბირჟავებდით მე და ჩემი ქვედა მეზობელი, გელა. ხოდა გაიჩითა ეს, მაგარი ჯინსის შარვლით, რაღაც კლასნი ზედით , თმა გადაწეული და გვერდზე ჩამიარა. მეთქი ეეე, გიუშ, ხოდა მოიხედა. რა იყო ვეღარ მიცანი შე ჩემისა,- თქო და დამაკვირდა თუ არა, ვაი მეო და ჩამეხუტა. ავტირდით. აბა მე რას მიცნობდა, მელოტი თავი, გადამჭკნარი სახე, გამხდარი.. ხოდა ავედით ჩემთან ბაითზე. მეთქი იზვინი ესა მაქ რაცა მაქ თქო - არ გრცხვენიაო? - და, კაკოს ატმის არაყი გავჩითე, მეთქი ნაღდია, და ზეიკიძიე. დავსხედით, ვურტყამთ ამ არაყს და ვიხსენებთ ამბებს. ბიჭოო, რატო გაჯიუტდიო, წამოდიო, რაღაც საქმეს მოგცემო, მოიხოდებიო, ფულს იშოვიო, მებაზრება.ვერ ხედავ რა დღეში ხარო.მე დაგეხმარები ვიზაზეო, ოღონდ შენ წამოდიო.კაი ხანი ვიბაზრეთ და მეთქი კაი, ვქნათ მასე და ხვალ დაგირეკავ თქო.და გავაცილე, გვიანი იყო უკვე. ზაფხულის საღამო როა და თბილი ნიავი უბერავს, ეგეთი ამინდი იყო გარეთ რო გავედი მეორე დღეს.კორპუსის წინ ერთი სკამია.რაც თავი მახსოვს იქ ეგ სკამი დგას და დავჯექი.ხოდა ეს ნიავი უბერავს, მე ვზივარ და ეჰეჰეე, სად აღარ წამიღო ამ ფიქრებმა.სად არ მიმიყვანა, ვისი სახლის კარი არ შემაღებინა, ვის არ ჩამახუტა, ვინ არ დამანახა..მერე ეზო, ჩემი რა, ჩვენი, ბიჭების.ყველასი, აქ გაზრდილების, აქ დახოცილების, ყველასი.ამოვიღე ტელეფონი და ვურეკავ გიუშას. მეთქი გიო ალო- რას შვებიო, მეთქი არაფერს. ბიჭო არ გამოვა ეგ ამბავი თქო. - რა არ გამოვაო? - არ მოვდივარ, მიყვარხარ და გკოცნი, შენ იცი თქო.. რატოო? ბიჭო, რავი, აქაც შემპირდნენ რაღაცეებს და დავუცდი - მეთქი. და ეგ იყო. წავიდა ამერიკაში გიუშა რამდენიმე დღეში. გიუშა ჩემი კარის მეზობელი იყო .მერე გაყიდა სახლი და მოიხია ამერიკში.მაგან რა, მამამისმა თორე მაშინ კი ბღაოდა ჩემ მკლავზე, არ მინდა შეჩემა, იქ რა მინდაო, უბანიო, ბიჭებიო.ხო იცი როგორ მიყვარხარო, შე ჩემაო. ეეე, მე მაგის დედა ვატირე. ბიჭო, ხუჭუჭა თმა რა კაი იყო ჰა? ასწორებდა.თან ყველას ვუყვარდი და ყველა მყავდა.გიუშა, დიტო, ზაზუშა. ბიჭები რა, ჩემები.მერე ავირიეთ, აგვრიეს, და ეგ იყო. ვერ წავედი რა, ვერსად ვერ წავედი, აქ ყველგან ვიცი სად შევუხვიო, სად გავძვრე, იქ კიდე აბა მე სანამ რამეს ვისწავლი, თუ ჩემი ძმა ხარ..თან აი ნიავი რო დაუბერავს ხოლმე აქ, ეგაა რა, ეგ მიყვარს.სხვანაირია აქ მგონია ყველაფერი.ისევ ისეთი დარჩა ეზო, უბრალოდ ცარიელია, აბა წავიდნენ ბიჭები,გაიკრიფნენ. ჩემები რა, რო მიყვარდნენ ისენი და ახლა რო მენატრებიან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა, თითქოს ჩემს გვერდით და მხოლოდ მე მიყვება ასე ვგრძნობ თავს , როცა ავტორის "ნამდვილ ამბებს" ვკითხულობ. მომეწონა, თითქოს ჩემს გვერდით და მხოლოდ მე მიყვება ასე ვგრძნობ თავს , როცა ავტორის "ნამდვილ ამბებს" ვკითხულობ.
6. არ ღირს წა(რ)სულზე ჩაჭიდება.. არცერთ შემთხვვაში. თუ სადმე შეიძლება წასვლა უნდა წახვიდეთ )) ბოლოს მაინც ფესვებთან ვბრუნდებით არ ღირს წა(რ)სულზე ჩაჭიდება.. არცერთ შემთხვვაში. თუ სადმე შეიძლება წასვლა უნდა წახვიდეთ )) ბოლოს მაინც ფესვებთან ვბრუნდებით
5. ეს ნაწერი გამორჩეულია თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო: მცირე მოცულობის მიუხედავად, ბევრია მასში მოყოლილი, პერსონაჟი ძალიან კარგად ჩანს, თვალწინაა და ხელშესახებია. და მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ჟარგონები ნაწერში, აქ ისინი ორგანულია და მზად ვარ ავტორს ,,ვაპატიო" :) ეს ნაწერი გამორჩეულია თუნდაც ერთი მარტივი მიზეზის გამო: მცირე მოცულობის მიუხედავად, ბევრია მასში მოყოლილი, პერსონაჟი ძალიან კარგად ჩანს, თვალწინაა და ხელშესახებია. და მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს ჟარგონები ნაწერში, აქ ისინი ორგანულია და მზად ვარ ავტორს ,,ვაპატიო" :)
3. :) რაღაც... გულიამიჩუყდა.
:) რაღაც... გულიამიჩუყდა.
2. იგრძნობა, რომ ნამდვილია.
იგრძნობა, რომ ნამდვილია.
1. ძალიან გულწრფელია, ჩემგან 5 ქულა. ძალიან გულწრფელია, ჩემგან 5 ქულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|