ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
19 მარტი, 2019


დახეული სივრცე

დახეულია სივრცე,სადაც ჩარევა არ ღირს,
სიბრძნეც გამიქრა ასე უემოციოს, დაღლილს,
როგორც წვეთები წვიმის,ფიქრებს გავანდობ მინას,
ყოველ მომდევნო აბზაცს დავუკავშირებ წინას.
მოგებულია წამი,ხელი არავინ ახლოს,
კილომეტრიდან არ ჩანს,არც მინდა ვინმემ ნახოს,
ასე მივდივარ მარტო,ფურცლებს გონება ავსებს,
და გამოკეტილს თავში სიგარეტიღა მავსებს.
როცა სიმკვეთრეს თქვენსას ჩემი სათვალე აქრობს,
ნუ ელოდებით იმას რომ აღმოვაჩენ ნავთობს,
წყალიც მეყოფა მშრალი ემოციებით სავსეს,
ყოველი დილა მაინც თავისებურად მავსებს.
დახეულია სივრცე,სადაც ჩარევა არ ღირს,
სიბრძნეც გამიქრა ასე უემოციოს, დაღლილს,
როგორც წვეთები წვიმის,ფიქრებს გავანდობ მინას,
ყოველ მომდევნო აბზაცს დავუკავშირებ წინას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები