| ავტორი: ჰერ/ცოგი ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 28 მარტი, 2019 |
ისევ დავუბრუნდი კალამს, დავუბრუნდი და ალბათ სუროსავით მოვეჭიდები,არ გავუშვებ . ჩემს დახავსებულ, დაობებულ გონებას კიდევ ერთხელ მივცემ შანს თეთრ ფურცელს მოეფეროს და გაათბობს , სამან მას ცეცხლი მოეალერსება.
ეჰ!, საშინელებაა როცა გრძბობ ,შენი რეალურად მხოლოდ ამ თოვლისფერ გზას ჯერა ,რომელიც ან ცაში აგიყვანს ან უბრალოდ ისე დაგანარცხებს, წამოდგომას ვეღარ შეძლებ. რაღაც ხიდს ჰგავს უსასრულობიდან სასრულობამდე.ესეც ხდება ხოლმე.
ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ იმაზე ,რატომ ვცხოვრობ და ვხვდები არ ვცხობრობ "სხვებისთვის", როგორც ამას ხშირად მიმეორებენ . მე ჩემთვის ვცხობრობ, საკუთარი არაფრისმომცემი თავისთვის ,რომელიც უნდა გადავრჩინო . ერთთეთრიანს ვგავარ , პატარა მონეტას, რომელიც არაფერს აშავებს ,მაგრამ ხურდად მაინც არავის სჭირდება. ესე სანაგვეში მისვრიან სხვა ერთთეთრიანებთან ერთად.
ქუჩაში გავიზარდე . მტვრიანი ქალაქის ცენტრში,ვიდექი და ვმღეროდი თითქოს ბედნიერი ან უბედური.ორთავიანი,შხამიანი ქიმერასავით,გაურკვეველი საკუთარ თავში. "სხვები" მეხმარებოდნენ და მიხარებდენენ გულს ერთთეთრიანებით. მაგრამ ეს ვის აინტერესებს. მთავარი ჰომ სიმარტივეა . მარტივად ფიქრი, როგორც ამას ჩვენი საცოდავი ნეხვის ჭია საზოგადოება შეეჩვია. მათთვის არწივიც ხომ ფრინველია ,რომელიც ყორნებმა დაძიძგნეს. არადა ყანწს რომ გამოცლიან და ბოყინის ხმას , როგორც ლულის ღრიალა ნოტებს ბალიშის ქვეშ, მოგუდავენ მუცელში. ულვაშზე ჩამოკიდებულ ლოლოსავით დორბლს მოიშორებენ და ისე დიადად,გულისშემძვრელად მოყვებიან ამ ლექსს, მაშინვე გაიფიქრებ,გვეშველაო. მაგრამ მერე თურმე ფიქრობენ რომ მათი დრო კარგა ხანია წავიდა. მობეზრდათ და ყელში ამოუვიდათ.
დღეს ყველას რაღაც აწუხებს .მაგრამ რა, წუხან და ესე შეწუხებულები სახლზე და მანქანაზე ოცნებობენ. იმ მანქანით ისევ ამ აყროლებულ ქუჩებში უნდა იარონ და არც ერთს ერთი ნაბიჯის გადადგმაც არ უნდა რომ რამე შეიცვალოს. რადგან დღეს ორგაზმზე დაწერილი ნოველებია ხელოვნება და სექსია ცხოვრების არსი. მეცოდებით.
მე ?...მე ვერაფერს შევცვლი, რადგან მომგუდავენ განა სხვები , ჩემს თავში არსებული ასობით ეგო და ურჩხული მომგუდავს. მაგრამ აი შენ მკითხველო ,შენ ვიცი რომ ახლაც შენს გონებაში მრავალ პრობლემას გადაუსვი ხაზი და იცი როგორ უნდა გამოასწორო ეს. არა "სხვებისთვის" , არამედ მათთვის ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ. რა უაზრობაა არაა? კითხულობ და აზრი ვერ გამოიტანე . მე კიდე მარტის მოქუშულ ქარიან ამინდში ვზივარ და ძვლებში ჭახაჭუხი გამდის, ისე მცივა როგორც მკვდარს. ქარი ქრის ,აი ის ქარი რკალად რომ ხრის ხეებს, მაგრამ ეს ლექსიც უაზრობაა. ესეა ვიღაც ტიტანები ზიან და მსჯელობენ როგორ უშველონ ყველაფერს , მათ არავინ უსმენს. მხოლოდ ბუნება, ბუნება იძლევა ნუგეშს ის არის შენი მეგობარი და მესაიდუმლე.
მოვა დრო დაინახავთ იმ ადამიანს ცრემლებს რომელიც თქვენთვის ავტორიტეტია . ნახავთ სისხლიანი მეომრის უმოწყალო თვალებიდან წამოსულ ატილას ცრემლს და აი მაშინ გაიგონებთ მსხვრევის ხმას საკუთარ გონებაში. იქნებ უკვე იგრძენით კიდეც.
გააკეთე რა ! მიდი.... ადექი და გააკეთე ის რაზეც ძილის წინ შენს გულს ჩასძახებ ხოლმე და ისიც ჭასავით უკან გიბრუნებს წლებისგან ნაგროვ ნდობას. მიდი იბრძოლე . ძლიერი იყავი. თუ დაეცი წამოდექი ან უბრალოდ იმ ადამიანების მაგალითებს გაეცანი , რომლებმაც ეს გამოიარეს. ვიცი უაზრობაა , ვიცი ვერ გაიგე , ვიცი ახლა მორევში გადამაგდებ და ჩემს ამოშვერილ ხელს არც კი მიაქცევ ყურადღებას,მაგრამ იცოდე მე იმ სანაგვეში ვარ ,სადაც ერთთეთრიანებს აგდებენ. აქ ასნი ვართ ...მალე უფრო მეტნი ვიქნებით. მერე უბრალოდ ფრთებს გავშლი, ცეცხლს მივებარები.
ალბათ,ამ ნაწერს არსად არავინ წაიკითხავს. რატომ უნდა წაიკითხოს არც ბოლო ვარ და არც პირველი. უბრალოდ იცოდე, გენიოსო, ეს შენთვის დავწერე .ესე მარტივად ,რადგან სიმარტივე ყველაზე მყრალი რამეა. მიდი და ამ სიმყრალით ისიამოვნე.... მაგრამ იცოდე ყველაფერი გააკეთე, რათა კლიმატი შეცვალო. ეცდები და არც არავინ მოგისმენს . შენც თუ კარგად მოიქცევი გაგაძეგლებენ ილიასავით, აკაკისავით ..... მაგრამ რა მნიშვენელობა აქვს. მათი დრო წავიდა. აი ეს არ დაიჯერო. ეპოქა შექმენი, შენი ცხოვრებით და შენი აზრებით . ისეთი რომ შენს სიდიადეზე სხვამაც დაწეროს. სიყვარული გახსოვდეს..... სიყვარული . არასდროს დაივიწყო . იცი რატომ ? ფოთოლცვენისას არც ერთი ფოთოლი არ ვარდება სიყვარულის გარეშე. თავს წირავენ და ფერფლად იქცევიან. მათ ადგილზე კი ახალი კვირტები ჩნდებიან. მათი სურნელი ? სიგიჟეა. მარტივ სიმყრალეში ისე გაარჩევ რომ მაგ დიად ფრთებს გაშლი და სავსე მთვარესავით აკაშკაშდები. მგლები კი შენზე სიმღერას დაწერენ . იცი რატომ ? სიყვარულში ისინი ყველაზე ერთგულები არიან. ჰაჰაჰა..!!! შენც გაიგეე გრუხუნი ? კი ეგ ყველა შენი ფსევდო ინტელექტია, რაც გეგონა რომ გქონდა. ცოტა ხანში მაგ ხმას ჩხრიალის ხმა შეცვლის. აი ფიროსმანისეული ჩხრიალი, ჯიბეში მხოლოდ ორი ერთთეთრიანი რომ უჩხრიალებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. საკმაოდ კარგი ნაწერია, კარგი ჩართვები გაქვს აქა იქ რაც უფრო საინტერესოს ხდის. ჟანრობრივად ცოტა დაულაგებელია მაგრამ მე მაინც უფრო მონოლოგივით წავიკითხავდი ... წარმატებები )) საკმაოდ კარგი ნაწერია, კარგი ჩართვები გაქვს აქა იქ რაც უფრო საინტერესოს ხდის. ჟანრობრივად ცოტა დაულაგებელია მაგრამ მე მაინც უფრო მონოლოგივით წავიკითხავდი ... წარმატებები ))
7. კარგი ისაა რომ რასაც ფიქრობ იმას წერ , ეს ერთგვარი განსვლაა, განთავისუფლებაა.. რაც შეეხება ფრაზას" და სექსია ცხოვრების არსი. მეცოდებით."- მთელი მსოფლიო სექსსზე ტრიალებს და რაღა ეს საცოდავი ავტორიტეტები შეგეცოდა.
კარგი ისაა რომ რასაც ფიქრობ იმას წერ , ეს ერთგვარი განსვლაა, განთავისუფლებაა.. რაც შეეხება ფრაზას" და სექსია ცხოვრების არსი. მეცოდებით."- მთელი მსოფლიო სექსსზე ტრიალებს და რაღა ეს საცოდავი ავტორიტეტები შეგეცოდა.
6. მგონი, „კრიტიკა–პუბლიცისტიკის“ ბუმს მივეცი ბიძგი ურაკპარაკზე :))) (ეს იუმორით). წავიკითხე, ორჯერ წავიკითხე და, ვფიქრობ, მესმის, თქვენ ამოთქვით ამოსათქმელი. მე 5 ქულას დაგიწერთ, ზუსტად არ ვიცი რატომ, მეც მიგძრვნია თავი ერთთეთრიანად არა, უფრო ერთ კუპონად. კუპონების დროს წამოვედი საქართველოდან და ევროპაში ისე ჩამოვედი, ერთი ცენტი არ მქონდა ჯიბეში. მგონი, „კრიტიკა–პუბლიცისტიკის“ ბუმს მივეცი ბიძგი ურაკპარაკზე :))) (ეს იუმორით). წავიკითხე, ორჯერ წავიკითხე და, ვფიქრობ, მესმის, თქვენ ამოთქვით ამოსათქმელი. მე 5 ქულას დაგიწერთ, ზუსტად არ ვიცი რატომ, მეც მიგძრვნია თავი ერთთეთრიანად არა, უფრო ერთ კუპონად. კუპონების დროს წამოვედი საქართველოდან და ევროპაში ისე ჩამოვედი, ერთი ცენტი არ მქონდა ჯიბეში.
4. კი ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ მაგ ჟანრს, მაგრამ დამეთანხმები არის ელემენტები პუბლიცისტიკის თუ რატომ და რისთვის მაგის ახსნას არ დავიწყებ , შეიძლება პროზადაც ჩავთვალოთ ან მონოლოგად . კონკრეტული ერთი ჟანრი არ არის , ასე ვფიქრობ. რაც შეეხება გალაკტიონს და კონტექსტს , როგორც თქვენ გაიგეთ "ყველაფრის შეცვლა" ესეც ინდივიდუალურია, მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე.მაგრამ მკითხველი ინდივიდუალურია და არ მინდა ერთი ჩარჩო დავუწესო. არავის მიერ წაკითხვაც სხვა კონტექტს ემსახურება რაც ნაწერში კარგად ჩანს. მადლობა რომ გაეცანით. წარმატებები. კი ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ მაგ ჟანრს, მაგრამ დამეთანხმები არის ელემენტები პუბლიცისტიკის თუ რატომ და რისთვის მაგის ახსნას არ დავიწყებ , შეიძლება პროზადაც ჩავთვალოთ ან მონოლოგად . კონკრეტული ერთი ჟანრი არ არის , ასე ვფიქრობ. რაც შეეხება გალაკტიონს და კონტექსტს , როგორც თქვენ გაიგეთ "ყველაფრის შეცვლა" ესეც ინდივიდუალურია, მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე.მაგრამ მკითხველი ინდივიდუალურია და არ მინდა ერთი ჩარჩო დავუწესო. არავის მიერ წაკითხვაც სხვა კონტექტს ემსახურება რაც ნაწერში კარგად ჩანს. მადლობა რომ გაეცანით. წარმატებები.
2. კი ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ მაგ ჟანრს, მაგრამ დამეთანხმები არის ელემენტები პუბლიცისტიკის თუ რატომ და რისთვის მაგის ახსნას არ დავიწყებ , შეიძლება პროზადაც ჩავთვალოთ ან მონოლოგად . კონკრეტული ერთი ჟანრი არ არის , ასე ვფიქრობ. რაც შეეხება გალაკტიონს და კონტექსტს , როგორც თქვენ გაიგეთ "ყველაფრის შეცვლა" ესეც ინდივიდუალურია, მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე.მაგრამ მკითხველი ინდივიდუალურია და არ მინდა ერთი ჩარჩო დავუწესო. არავის მიერ წაკითხვაც სხვა კონტექტს ემსახურება რაც ნაწერში კარგად ჩანს. მადლობა რომ გაეცანით. წარმატებები. კი ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ მაგ ჟანრს, მაგრამ დამეთანხმები არის ელემენტები პუბლიცისტიკის თუ რატომ და რისთვის მაგის ახსნას არ დავიწყებ , შეიძლება პროზადაც ჩავთვალოთ ან მონოლოგად . კონკრეტული ერთი ჟანრი არ არის , ასე ვფიქრობ. რაც შეეხება გალაკტიონს და კონტექსტს , როგორც თქვენ გაიგეთ "ყველაფრის შეცვლა" ესეც ინდივიდუალურია, მე ცოტა სხვა რამ ვიგულისხმე.მაგრამ მკითხველი ინდივიდუალურია და არ მინდა ერთი ჩარჩო დავუწესო. არავის მიერ წაკითხვაც სხვა კონტექტს ემსახურება რაც ნაწერში კარგად ჩანს. მადლობა რომ გაეცანით. წარმატებები.
1. დავიწყოთ იმით, რომ ეს არაა კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
რადგან ეს დავადგინე, ესე იგი წავიკითხე და შესაბამისად, თქვენი ეს ვარაუდიც, რომ არავინ წაიკითხავდა, მცდარია. ისევე, როოგრც ის, რომ "რკალად ხეების მომხრელი ქარის" ტიტანი ავტორი არასდროს მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ უნდა უშველოს ყველაფერს :)
მაინც კარგია, რომ დაწერეთ და აქ მოიტანეთ...
დავიწყოთ იმით, რომ ეს არაა კრიტიკა-პუბლიცისტიკა.
რადგან ეს დავადგინე, ესე იგი წავიკითხე და შესაბამისად, თქვენი ეს ვარაუდიც, რომ არავინ წაიკითხავდა, მცდარია. ისევე, როოგრც ის, რომ "რკალად ხეების მომხრელი ქარის" ტიტანი ავტორი არასდროს მსჯელობდა იმაზე, თუ როგორ უნდა უშველოს ყველაფერს :)
მაინც კარგია, რომ დაწერეთ და აქ მოიტანეთ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|