ჭაობისფერი გველების შუაში შარავანდედად ყვავის ლოტოსი, მისმა ფერების ამ ჰარმონიამ გაასმაგა ქვათა პათოსი... წყლისა და მიწის მშენებელია საუკუნიდან მოჰყვება წლები ამფიბიური ლორწოვან ხედვის კვლავ შეისწავლა შავ-თეთრი სვლები. ქვიშების კუბოდ ქცეული წყალი მთვარის ცრემლებად გაცრილი ნამი, ბნელი ძალების ამ კარნავალში მელიისფერი ალები დაქრის.... სიჩუმე ჩურჩულს ტკაცუნით ტლანქავს, ტალახისფერი ტოტებით ჩიჩქნის.. ჩონგურის სიმთა სისინი ააქვს და ზეცის ჭურში ლუკმაა ქინქლის. ვულკანუსების როკვაა ღამით, ჰეფესტოსების ცვარია ფსკერზე, დაუდევროვა ეკალთ ბორბალის უარს არ ამბობს უხამსო კერძზე... შხამებით დაცლილ ამ წმინდა ბაღში ჯვარის ფონადაც ცეცხლი ანთია, ბუგავს , აკვნესებს აგურთ კაპელას და შესაკმევლად მსხვერპლი აკლია... მშველელი ისევ მდორე მთებია ხეობების ხმას კვამლი ატყვია... დანაღმულია წმინდანთა ველი ცეცხლის გორგლები - კლაკნილი გველი. მზისფერი ფანქრით ტრამალის მგელი სასოწარკვეთილ სეკუნდებს ყმუის, იერიქონის ვარდები წმინდა ფორტეპიონოს თანხლებით ღმუის... ჟღალისფერ ლიანში დაბორკილ იას მშველელის ძებნა ცად უხარია მისი ნება და დიდი სურვილი დროთა ქარაფსაც ვერ უხმარია.... ათასმა ეჭვმა მესიის არსში ფერფლად მიქცია ფენიქსის მკერდი, ნაცრით შემდგარი პირამიდიდან სხივად აფრინდა სპეტაკი მტრედი... ოინი -ოინს სიმართლე-მართალს ტყუილი -ცრუს და იმედი -ქალაქს სიბნელე - ვრცელი ეს ცეცხლი- მწველი იმედი-ქველი მშველელი-ღმერთი რწმენა-მრწმუნებლის ეჭვი -მწუნებლის ლურსმანი-უღლის ჩაქუჩი-უფლის სხივი-სამოთხის მთხრელი ამოთხრის სიტყვა -გამოცდის ნაპირს გამოვცდი....