ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2019


წერილები და სახელები

როგორც ძველ დროში, გიგზავნიდე მინდა ბარათებს -
თუნდაც ბანალურს, ლაკონიურს, ყველაზე გულწრფელს,
რადგან სიტყვები წარმოთქმული ნიშნავს არაფერს,
რომ შევადაროთ. წერილები დროსაც კი უძლებს.

და ვავსებ ფურცლებს, არ გიგზავნი, ჩემთვის ვინახავ.
ვარქმევ სახელსაც - არმისულებს ადრესატამდე.
სისულელეა, მათში გიხსნი როგორ მიყვარხარ
და ვეღარ ვბედავ, რომ შენამდე ფოსტას ვატანდე.

დრო გადის და ეს წერილები პირამიდებად
გროვდება და არც გული მიმდის გადასაყრელად,
ყველაზე მეტად შენთან ყოფნა როცა მინდება,
ვკითხულობ მაშინ, მონატრებას ვარქმევ სახელად.

ამქვეყნად, მართლაც, ხომ ყველაფერს სახელი ჰქვია,
წლების წინ შენც ხომ შეგირჩიეს, ბოლოს დაგარქვეს..
დრო რაღაცეებს დამავიწყებს ადრე თუ გვიან,
გიწერ ამ ლექსებს და წერილებს შენც რომ არ გაქრე.

არასდროს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები