 | ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია 11 აპრილი, 2019 |
(დალოცე ღმერთოო ეს ლხინის მაგიდა) მე წყლიან თვალებით გიმზერ, სიტყვა კი დამქონდა ვით იარაღი და ვიდექი ვარსკვლავთა ქიმზე.
და მაინც პირამდე ცოდვების ბეღელი, ავავსე არსობის ულუფით, ვიყავი ავი და ისეთი მკრეხელი, როგორიც ვიყავი გულუხვი.
ვალივით ვიხადე ქირა და იჯარით ვუხნავდი ღვთისმშობელს მიწას, ხან გადავიწერე მარცხნიდან პირჯვარი ხან ჩემში უღმერთო ვიცან,
ვიარე, ვიგლოვე, ვიტირე, ვავედრე, ჩემს გარდა იმდენი ვინმე.. ყმუილი ხანდახან ხმას გაახავერდებს ხანდახან შეაფრთხობს ირმებს,
დავხვეწავ როგორმე "მანერებს ქუჩიდან" ვინ მოსთვლის ნაქონს და ნანახს. თუ ვინმეს უჭირდა თუ რამე უჭირდა მიადგა ღმერთსა და ალახს.
ეს ერთი იდეა, ამ მრავალსახების, და ჩემი ლექსივით ლოცვა. რომ ღმერთო სხვაგვარი ვერ დაგენახები, ვნანობ და ვტირივარ როცა,
მინახავს ჭუჭყიან ხელებს რომ იშვერენ და ვერცხლის ითხოვენ ქისებს.. შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე, მე როგორც მეკუთვნის ისე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კარგია :)ძალიან:) კარგია :)ძალიან:)
9. მინახავს ჭუჭყიან ხელებს რომ იშვერენ და ვერცხლის ითხოვენ ქისებს.. შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე, მე როგორც მეკუთვნის ისე...
ბრავო! ძალიან მომეწონა! ძალიან გულწრფელია! ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს!
მინახავს ჭუჭყიან ხელებს რომ იშვერენ და ვერცხლის ითხოვენ ქისებს.. შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე, მე როგორც მეკუთვნის ისე...
ბრავო! ძალიან მომეწონა! ძალიან გულწრფელია! ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს!
8. ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
7. ლოცვაზე მეტად აღსარებას ჰგავს... რიტმიც კარგი აქვს და რითმაც. ალაგ-ალაგ მცირე შეცდომები ვაპატიე ავტორს, იმდენად მომეწონა ლექსი! გულწრფელობა და ემოციური ფონი გულგრილს ვერ დატოვებს მკითხველს, კარგი იყო!!!
"ალახი" ჩაასწორეთ - ალაჰით... :) ლოცვაზე მეტად აღსარებას ჰგავს... რიტმიც კარგი აქვს და რითმაც. ალაგ-ალაგ მცირე შეცდომები ვაპატიე ავტორს, იმდენად მომეწონა ლექსი! გულწრფელობა და ემოციური ფონი გულგრილს ვერ დატოვებს მკითხველს, კარგი იყო!!!
"ალახი" ჩაასწორეთ - ალაჰით... :)
6. ძალიან კარგი ლექსია +5 ძალიან კარგი ლექსია +5
5. ერთ-ერთი იმ ავტორთაგანი ვისაც ყოველთვის ვკითხულობ.
5.
ერთ-ერთი იმ ავტორთაგანი ვისაც ყოველთვის ვკითხულობ.
5.
4. ვახ, კარგი იყო. თითქოს ახალი ვერაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. გულწრფელი იყო თითქოს და ლამაზად აგებული. ვახ, კარგი იყო. თითქოს ახალი ვერაფერი, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. გულწრფელი იყო თითქოს და ლამაზად აგებული.
3. ნუ "დახვეწავ " მაგ "მანერებს ქუჩიდან"- გიხდება :)
კარგია, კარგი.
ნუ "დახვეწავ " მაგ "მანერებს ქუჩიდან"- გიხდება :)
კარგია, კარგი.
2. ამ ლექსმა რაღაცით მომაწონა თავი. “შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე, მე როგორც მეკუთვნის ისე...“
ამ ლექსმა რაღაცით მომაწონა თავი. “შენ ღმერთო მიშველე , შენ ღმერთო მიშველე, მე როგორც მეკუთვნის ისე...“
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|