ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
28 თებერვალი, 2020


მ ო თ მ ი ნ ე ბ ა ც გცვლის ზოგჯერ

თებერვლის სუსხმა დაკარგა ძალა
ფრთხილად აპარებს ჩვენსკენ მზე სხივებს
სივრცეში თითქოს რაღაც იცვლება
ზამთრის განწყობას ჩემთვის ასხივებს.

მინდოდა შენთვის მეთქვა მთელი დრო
რასაც ანივთებს აუფასურებს,
სულში რა დარჩეს და რას ერიდო
ურთიერთობებს რაც არ ასრულებს.

მოთმინებაა ზოგჯერ რომ შეგცვლის
იმგვარად თითქოს აღარ არსებობ,
ჭიკჭიკ–გალობას ვერ იგებ მერცხლის
ხალისიც არ გაქვს ოდენა მარცვლის.

ხან ვამბობ გკითხო როგორ მოვიქცე
ღირს? გავაგრძელო უფერო ხატვა
ჩემი სამყაროს, რომ დილის სოსნებს
აღარ მოუსწროს აგვისტოს ხვატმა.

ვერ წარმოიდგენ როგორ მომწყინდა
სული გუბდება მიწაზე წყლებად,
შემებრალება დღეთა ის წყება
სვენებსვენებით აქ რომ იწყება.

ძვირფასო მითხარ როგორ მოვიქცე
რომ ვეღარ ავდგე, არსად წავიქცე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები