ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგლიკო
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2019


ქალბატონო (Mallena)

ქალბატონო , გამიღიმეთ , დამაბრმავეთ ...
აღმაგრძენით ტუჩის საცხით , ტუჩებით
გამაგიჟეთ , გამიღიმეთ , დამატყვევეთ ...
ამირიეთ გზები , ტბები , ქუჩები .

დაიმოკლეთ გრძელი კაბა , ვგიჟდები ...
სუნამო კი ოდნავ მეტი დაისხით .
გითვალთვალებთ მთვარის შუქზე შიშვლდებით
თქვენს სილუეტს მოუხდება მაისი .

გაიშალეთ თმა კოჭამდე ჩამოუშვით ,
ქუსლებიდან ნუ ჩამოხვალთ გიხდებათ
ეგ ღიმილი ცოტა ჩემსკენ გამოუშვით ...
რომ ვერ ვხედავ მერე უფრო მინდება .

გაიკეთეთ მაკიაჟი სახეზე ...
თან დიდ მკერდზე შეიხსენით ღილები
წამოვეგე უკვე მე თქვენს მახეზე
თქვენზე ფიქრში დამეხვია ტილები .

ტანგოს ცეკვას გასწავლით და მომბაძეთ ...
ნაბიჯებზე ნაბიჯ - ნაბიჯ მომყევით ,
ეგ ტუჩები ჩემს ტუჩებზე მომართეთ
დაქალებში ჩემზე ბევრი მოყევით .

გაუკიდეთ ოდნავ ნაზად "პაპიროზს" ,
ტუჩის საცხი "ბიჩოკზე" რომ დაეტყოს ...
მე ხომ უკვე მიგამსგავსეთ ცაფირუზს
ვერ მოვშორდი თქვენს მისამართს და ეზოს ...

თვალზე შავი კონტურები წაისვით ...
თეთრეული  უფრო შავი არჩიეთ ,
მკერდზე მთვარე ოქროს ღილად დაისვით
და მერე კი ... თქვენს კაცად მე მაქციეთ .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები