ეს არის სტალინის არქივში ნაპოვნი მისი ლექსი, რომელიც დათარიღებულია 1949 წლით. ცნობილია სახელწოდებით „მორჩილი“, ან „მარადიულზე ვისაუბროთ“. მთლად „გალობანი სინანულისანი“ არ არის :))), მაგრამ .......(ლექსი დაწერილია რუსულ ენაზე და, ჯერ–ჯერობით, ეს ერთადერთი ქართული თარგმანია)
მორჩილი /მარადიულზე ვისაუბროთ/
/იოსებ ჯუღაშვილის ლექსი ნაპოვნი მის არქივში/
მარადიულზე ვისაუბროთ, მოდი, მართლაცდა: ეს უდაოა, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე! მაგრამ ვიღაცა ბედისწერას ჩემსას მართავდა, ის მზერა მდევდა ყოვლისმჭვრეტი, ვგძნობდი ამას მე. არ მასვენებდა, არ მაძინებდა იგი არასდროს, ჩემში ცოცხლობდა, თან მაღლიდან მმართავდა ფიცით, მე, როგორც მონა სამყაროთა განწყობის, ამ დროს ფოლადის ნებით მივუძღოდი ქვეყანას, ვიცი. ვინ იყო ჩემი იდუმალი ზე მბრძანებელი, რისი თქმა სურდა ჩემი მართვით, ვერას ვადგენდი, მე, როგორც, მონა, მოსამართლე, შემსრულებელი – ამ ღატაკ ქვეყნის ყველაფერსაც წარმოვადგენდი. და სინამდვილე იყო ისე მიუწვდომელი, საიდან მქონდა ძალა, ნება, ძალაუფლება, მანქანის ბორბალს ჰგავდა სული ჩემი, რომელიც თელავდა ვნებებს მილიონთა, ჰქონდა უფლება*. ––– და მხოლოდ შემდეგ, გაზაფხულზე 45–ის, მან ჩამჩურჩულა ეს სიტყვები იდუმალ არსის: „შენ ჯარისკაცი, თან მორჩილი იყავი ჩემი, და დასვენებაც შენი, უკვე, შორს აღარ არის“.
*მთარგმნელი: მზია თვალაბეიშვილი თარგმანი შესრულებულია მთარგმნელთა კლუბში. შეტანილია მცირე ცვლილებები და დამატებულია ბოლო სტროფის თარგმანი.
განთავსდა 2019 წლის ივნისის თვის თავფურცელზე
Сталин ПОСЛУШНИК (1949-й г.)
(стих И.Джугашвили, найденный в его архиве.) Поговорим о вечности с тобою: Конечно, я во многом виноват! Но КТО-ТО правил и моей судьбою, Я ощущал ТОТ вездесущий взгляд. ОН не давал ни сна мне, ни покоя ОН жил во мне и правил СВЫШЕ мной. И я, как раб ВСЕЛЕНСКОГО НАСТРОЯ, Железной волей управлял страной. Кем был мой тайный ВЫСШИЙ ПОВЕЛИТЕЛЬ? Чего хотел ОН, управляя мной? Я, словно раб, судья и исполнитель - Был ВСЕМ над этой нищею страной. И было всё тогда непостижимо: Откуда брались сила, воля, власть. Моя душа как колесо машины, Переминала миллионов страсть
* И лишь потом, весною в 45-м, ОН прошептал мне тихо на ушко: “Ты был моим послушником, солдатом И твой покой уже недалеко!“ ––
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. სხვა ლექსები არ იყო იმ არქივში? საინტერესოა. სხვა ლექსები არ იყო იმ არქივში? საინტერესოა.
8. ეუწყათ ათონელ მამებს ხილვით,რომ უნდა შექმნილიყო მასონური სახელმწიფო(სსრკ) წლებით ადრე, ღვთისმშობლის გამოცხადებით, გიმნაზიელი იოსებ ჯუღაშვილი იქნა შერჩეული, ბოროტების სისტემაში შესაგზვნად და ეკლესიის გადასარჩენად. იგი იყო განღმრთობილი,ეს ლექსი დასტურია ამის. ეუწყათ ათონელ მამებს ხილვით,რომ უნდა შექმნილიყო მასონური სახელმწიფო(სსრკ) წლებით ადრე, ღვთისმშობლის გამოცხადებით, გიმნაზიელი იოსებ ჯუღაშვილი იქნა შერჩეული, ბოროტების სისტემაში შესაგზვნად და ეკლესიის გადასარჩენად. იგი იყო განღმრთობილი,ეს ლექსი დასტურია ამის.
6. მე არ ვიცოდი ეს ამბავი, პირველად თქვენგან გავიგე, კრავაი, ადრე არასოდეს მსმენია.
მე არ ვიცოდი ეს ამბავი, პირველად თქვენგან გავიგე, კრავაი, ადრე არასოდეს მსმენია.
5. ეს, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ლექსიც ღირებულია, იმით, რომ დასტურდება სტალინის იმ მისიის შესახებ, რომელიც, მიეცა მას ათონელლი ბერებისგან გიმნაზიაში ყოფნისას და რომელიც ჯერ, არ გაცხადებულა... თარგმანიც ძალიან მომწონს. დედანთან ახლოსაა და მდიდარი ენით გადმოცემული. ეს, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ლექსიც ღირებულია, იმით, რომ დასტურდება სტალინის იმ მისიის შესახებ, რომელიც, მიეცა მას ათონელლი ბერებისგან გიმნაზიაში ყოფნისას და რომელიც ჯერ, არ გაცხადებულა... თარგმანიც ძალიან მომწონს. დედანთან ახლოსაა და მდიდარი ენით გადმოცემული.
4. თარგმანი კარგია. თუმცა სავარაუდოდ- არქივში ნაპოვნი! თარგმანი კარგია. თუმცა სავარაუდოდ- არქივში ნაპოვნი!
3. მართლაც: „ოჰ, ეს სტალინი ...“ :)))
მართლაც: „ოჰ, ეს სტალინი ...“ :)))
2. ოჰ ეს სტალინი..............:) ოჰ ეს სტალინი..............:)
1. ოჰ ეს სტალინი..............:) ოჰ ეს სტალინი..............:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|