 | ავტორი: გოლიაძე ჟანრი: პროზა 30 მაისი, 2019 |
ერთი მეგობარი მყავდა, აღარ მახსოვს რამდენი ხნის ამბავია, მაგრამ ასე ამბობდა: "ფულის ყადრი რომ ვიცოდე მილიონერი ვიქნებიო". გავიდა დრო, გაიზარდა, გავიზარდე, დაჭკვიანდა, შევიცვალე, ხოდა ერთ მშვენიერ დილას ჩავდივარ მშვენიერ მაღაზიაში, ვყიდულობ გუშინდელ პურს და გამყიდველის ღიმილს და მხვდება ჩემი სიბრძნის მეგობარი და მესალმება. მოკლედ დიდის ამბით მოვიკითხეთ ერთმანეთი, ბევრი აფორიაქებულ გულზე უტვინობიდან წამოსროლილი კითხვებიც მივაყარ-მოვარახუნეთ და არც მეტი არც ნაკლები ორთავემ არყის სექციისკენ ავიღეთ გეზი. ჩამოვათვალიერეთ, მაგრამ ნუ არც დიდი იმედი გვქონდა რომ სადმე "ქართული ჭაჭა" - ს წარწერას გადავაწყდებოდით, მაგრამ ასე ვთქვათ თვალს წყალი დავალევინეთ. ავიღეთ ჩვეულბრივი "ხლებნაია" დაბეჭდილი საწვიმარის ჟოლუზისქვეშ ადენილი რუსული ალიაქოთი და ერთი საათი არ დაგვჭირდა წირვა გამოვუყვანეთ. ახლა მღრღნის და მღრღნის ეს შობელძაღლი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვეკითხები. უფრო სწორად რაღაც გემრიელად მინდა რომ ვკითხო და სიტყვებს ვერ ვპოულობ, იმ ლარიანის აოხრების შემდეგ თუ ისწავლა ჭკუა და თუ მოუჭირა ფულს ხელი, სკოლის ასაკიდან გამოყოლილი სიბრძე რამდენად გაიჟღენთა მის გონებაში. ოღონდ ამაზე გამეგო პასუხი და დიდი არაფერი მაგრამ ოღონდ გამეგო პასუხი. ხოდა ავდექი და ვკითხე "რაქენი ცოლი მოიყვანე" - მეთქი? უკვე საკმაოდ შეზარხოშებულები ვიყავით ამიტომ ასეთ თემებზე საუბარი საკმაო ფილოსოფიად მიგვეჩნია და გაახურა მარა რა გაახურა, "დღესო ქალს ვერ ნახავ პატიოსანსო, ქუჩაში გახვალ და ყოველ მეორე მანქანაზე ქალი ზისო, რესტორანში შეხვალ და ქალი თუ არ დაგადგა თავზე ლუკმას ვერ გადაყლაპავო, პარტია და ხელისუფლება მაგათ უნდათო, სიმდიდრე და ქონება მაგათ უნდათო, სიგარეტი მაგათ უნდათო, დალევა მაგათ უნდათო, იგი მაგათ უნდათო აგი"... "არ მოგიყვანია ხომ?"- ჩავეკითხე ბოლოს ანერვიულებულსა და ჯეროვნად აღელვებულ ხარბად მოაზროვნე პროვინიელს, "ვერ მოვიყვანეო" - მითხრა, "რატომ" - მეთქი, "პატიოსანს ვერ ნახავს ქალს დღესო" და თავიდან იწყებს ახლა კიდევ იმხელა ტექსტს ხომ არ მოვაყოლიებდი ხოდა რამე სხვას ვკითხავ ვიფიქრე და მეც დავძაბე მარა რა დავძაბე, "რაღაც პარტია რომ ახსენე, ისე რა აზრის ხარ ჩვენს მთავრობაზე" - მეთქიიი და არ მქონდა დამთვარებული გინება გინებაზე მიაყოლა, კახპა ქალი არ გალანძღავდა ისე გადამგდებ ქორვაჭარს, როგორც ამან ამოგვანგლა ჩვენი არსთაგანმგებელნი, მიკვირს ყოველ დროს ყველა ეპოქის შვილნი ლანძღავდნენ და აგინებდნენ უზენაესი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აი რამდენი საუკუნე გავიდა და დღესაც დიდი დავიდარაბისა და ერთი ალიაქოთის თემას წარმოადგენს მთავრობა და მისი წევრები, პირველ რიგში გინებით იწყებენ მათზე საუბარს და მერე განსჯიან რა უნდა გაეკეთებინათ სწორად და რა არა, იმის მაგივრად რომ პროტესტის ნორმალურ ფორმას მიმართონ, ერთი-ერთზე ან საზოგაოებრივ ტრანსპორტში მთავრობის ლანძღვა-გინებით იოხებენ გულს. არ შეიძლება ასე. კომუნისტები ამაში მაინც იყვნენ კარგები, რომ გალანძღვის უფლებას არ მოგცემდნენ ან გოლდსტეინის მთავრობა, დიდი ძმის შიში ადამიანებს სიყვარულის გრძნობას უნერგავდა, ააგდე ქვა და შეუშვირე თავი თუ ასე არ იყოს, ჩვენ გვითხრა რუსთაველმა ცხრა საუკუნის უკან "შიში შეიქმს სიყვარულსაო", მაგრამ ვინაა მაგის წამკითხავი ან გამააზრებელი?!. რაღაცის რომ გეშინია ავტუმატურად იწვევს შენში გრძნობის გაღვივებას, მსგავსად ნუტონის კანონისა "ქმედება უკუქმედების ტოლფასია", ბავშვს რომელსაც მასწავლებლის პირველ კლასში ეშინია, ის დამამთავრებელ კლასს იმ მასწავლებლის სიყვარულითა და მთელი მადლობებით აგრძელებს, პოლიციის შიშით ბავშვები კანფეტს ვერ იპარავდენენ მაცივრიდან. მეც ასე ვიყავი ხან სად მიმალავდნენ და ხან სად, ბოლოს აზრკრიმინალი მიმიჩინეს და მოკლედ საშინლად მეზიზღებოდა პოლიცია. როგორია პოლიციის შიშის გამო რომ არ ჭამო ტკბილეული, მაგრამ მერე აი ის ბავშვები მომავალ პროფესიად პოლიციელობას ირჩევენ, კიდევ უმაგრესი მაგალითი, ექიმობა, დედაჩემი ექთანია და რაც მისი ჩინით სოფელში ქალებს ბავშვები ჰყავს დაშინებული, მე რავიცი. თვითონ მას არ სიამოვნებს, რადგან ფიქრობს მერე შევძულდები ბავშვებსო, მაგრამ არა, პირიქით მგონია, ხოდა აი ასეთი ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ რატომ მეშინია მასწავლებლის, პოლიციის, ექიმის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბოლოს მიდიან დასკვნამდე, რომ არაფერი საშიში არაა მათში, პირიქით ისინი ყველაზე მეტად ეხმარებიან ადამიანებს პრობლემების დაძლევაში და ხდება ისე რომ მეოთხე კლასში "რა მინდა გამოვიდე" თემას არა პრეზიდენტით, არამედ აი იმ სამი ჩამოთვლილი საშიში პროფესიით იწყებენ უმეტესად. აი საიდან სად გადავედი, მთავრობაზე ლაპარაკმა ლიანდაგები შემაცვლევინა. მოკლედ ამოირეცხა გული ერთი სიტყვით. რაც თუ დარდი და ნაღველი ჰქონდა ამ მთავრობის მიერ შექმნილ შეუსაბამო ცხოვრების პირობებზე, სულ ერთიანად ჩამოაგრაგნილა. გავიგე ცოლი არ მოუყვანია, მთავრობაზე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე მწყრალადაა, ეხლა რაღა ვკითხო ვიფიქრე და უცებ გამახსენდა, რომ აი ის ლარიანი რომ მიახარჯა ერთ დღეზე და თან რჩევა დარიგების კორიანტელი, რომ შემომაფრქვია, აი იმ ამბავზე მეკითხა რამე, მაგრამ მანამდე მოგიყვებით რაში მდგომარეობს საქმე. ესეიგი ასეთი ბავშვი იყო, რაღაცას რომ ამთავრებდა, ისე დაამთავრებდა რომ სულ დამთავრებული ექნებოდა. თუ რვეულის ბოლო გვერდი რჩებოდა ცარიელი, ადგებოდა და ამოხევდა, თუ მზესუმზირა უთავდებოდა, ლოდინს და თითო თითო ჭამას ერჩივნა ყველა ერთად ჩაეყარა პირში, აი ხომ არსებობს ბავშვები, რომ ნელა ჭამს შემწვარ კვერცხსა და ძეხვს რომ დიდი დრო გამოუვიდეს და დატკბეს ამქვეყნიურ სიამეთა ნაირფეროვნებით, ეს არა. რომ უთავდებოდა მაშინვე აქრობდა, ვერ იტანდა რაღაც რომ აკლდა, ან სულ არ უნდა ჰქონოდა ან უნდა ჰქონოდა ისეთი რომ არ გათავებულიყო, ამის ძიებაში იყო სულ. ამიტომაც დასანახად ეჯავრებოდა ფული. ერთდღესაც ზაფხულის არდადეგები იწყებოდა და წინა დღით მითხრა "ხვალ ნახე რა ვქნაო" და "რა უნდა ქნა" - მეთქი და "აგერ მიყურეო". ჯერ რომ ცხოვრებაში ოცი თეთრიც არდაეხარჯა ადგა და ლარიანი წამოიღო, სკოლის ბუფეტში უნდა გავანიავოო. იმ დღეს ეს ქვეყანა მისი იყო, მთლად ისეთი ღარიბები კიარიყვნენ მისი მშობლები, რომ ბავშვისთვის მინიმუმ მაშინდელი "პერაშკისა" და რაღაც ასეთი ცხიმიანი ცომეულის ფული არ ჰქონოდათ არა უბრალოდ, როგორც გითხრით ერთფეროვნება არ მოსწონდა ამ ბიჭს, ამიტომ უბრალოდ არ შივდებოდა, კიარ ითმენდა მართლა არ შივდებოდა. ის პერიოდი და დღევანდელი დიდად არ განსხვავდება, ოჯახების მატერიალური ღირებულებების ცვალებადობით, ანუ ეს ბავშვიც სხვა მისი თანაკლასელისა თუ სკოლელის, ოჯახის, ფინანსური შესაძლებლობებით პრაქტიკულად თანასწორი იყო მეტი თუ არა. ხოდა მოდის ერთ დღეს სკოლაში და მეუბნება "დღეს პერაშკზე მე გპატიჟებ და ვაბშე ლიმონათსაც ვიყიდი". დასაჯდომი იქ არიყო და რამე. იმას თუ ბუფეტი ერქვა გვქონდა და ფორმალურად სხვა სკოლის კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურისგან მხოლოდ ნივთებისა და საგნების სახელები გვქონდა ერთნაირი. ასეთი ლაღი ბავშვობა გავატარეთ ათას, ცხრაას ოთხმოცდა ცხრამეტიანელებმა. ხოდა ვდგავართ ახლა სკოლის კედელთან ზურგით და ცალი ფეხი ტერფით გვაქ მიყრდნობილი. მაისის ბწკენარა მზე თვალებს და შუბლს ერთიანად გვიწყვავს, მაგრამ ჯინზე ვიყავით თუ რა იყო არ ვიცი ფეხი არ მოვიცვალეთ იმ ადგილიდან, და აი მაშინ მითხრა "მუყაითიანი რომ ვიყო მილიონერი ვიქნებოდიო". მთელი სერიოზულობით, წარბები შეკრული ჰქონდა თან გემრიალად ილუკმებოდა და მჭერმეტყველი მზერით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანებს აკვირდებოდა. და ბოლოს მოვხსენი გუდას სტვირი და ვკითხე "ერთი რომელი ბანკი გაქ გამოტენილი მილიონებით ან რომელ მიწაში წაგიკრავს ტომრისთვის თავი" - მეთქი, მიხვდა რაც ვიგულისხმე, "რომ ძალიან ვნანობო, მოგატყუებო მაგრამ არ უნდა მომეჭირებინა ისე მაგრად ფულისთვის ხელიო, ალბათ არ უნდა გამეკეთებინაო, რა იდო ამაში ვერ ამეხსნა მაგრამ მაინც მეგონა რომ თუ აგროვებული მექნებოდა, უფრო კაი იყო იმიტომ რომ ვიცოდი სხვები არ აგროვებდნენო", მერე ისეთი პერიოდი ჰქონდა ძლივს გამოიტანეს კაზინოდან, დგება ასეთი დროც ადამიანების ცხოვრებაში, აი ბავშვობაში რაც არ ხარჯა ერთიანად ამოიღო ახალგაზრდობაში, ნიუტონის კანონები მხოლოდ ფიზიკაში კიარგამოიყენება, უკუქმედება ისეთი იყო რომ კინაღამ სანანებლად გაუხადა თავი, მაგრამ მერე რაღაც დაარეგულირასავით და ისწავლა მუყაითობასა და მფლანგველობაში ოქროს შუალედის პოვნა. და ეს არ იყო მთავარი როგორც ამბობდა, უბრალოდ არის რაღაც ეტაპი ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და განსაკუთრებით ბიჭის ცხოვრებაში, რომ უნდა გამოსცადოს, უნდა დააგემოვნოს, დალიოს, იჩხუბოს, დახარჯოს, მოწიოს, გააკეთოს ყველაფერი გააკეთოს ოღონდ რა თქმა უნდა ზღვარს არ უნდა გადავიდეს, თორემ მერე კონტროლი ძალიან ძნელია, და აი როცა მიხვდება უკვე როგორია კარგი და როგორია საუკეთესო და ეცოდინება, გააზრებული ექნება არჩევანის ეტიმოლოგიური მნიშვნელბა, მერე საშიში აღარაა მასთან ურთიერთობა. ფაქტია ადამიანები იცვლებიან, ეს ბავშვური ტექსტები დიდი ხანია გადავიდა მოდიდან, რომ ადამიანი რაც დაიბადა ეგაა მთელი მისი ავლადიდება და მორჩა და ადამიანში არის რაღაც გამჭვირვალე ფარდის მსგავსი სხეული, რომელსაც სული ეწოდება და რომელიც მართავს მთელ ორგანიზმს და აი ის რაც დრო არ უნდა გავიდეს არ იცვლება. მთლად შერეკილის ნათქვამს არ ჰგავს ასე მიჯრით მიწყობილი წინადადება, მაგრამ ისიც არის და ესეც. ანუ ადამიანი ყველანაირად იცვლება, ეცვლება წარმოდგენა, ეცვლება გემოვნება, ყველაფერი ეცვლება გარეგნობაც, მოთხოვნილებებიც, ხმის ტებრიც და ჯანდაბა ასაკიც ეცვლება ადამიანს, ასეთი რამეების კონტროლი არავის შეუძლია, მგონი დიდი სისელელა რომ რაღაცებს ვცდილობთ და ვგეგმავთ, ეს არის დროის ფუჭად ფლანგვა, რადგან მარტივია "როცა ეცდები ისე კარგად არ გამოგდის და როცა გეგმავ არც მაშინ იკლავს დიდად თავს იღბალი", პრობლემაც ეგაა რომ ამ ორს ხშირად ვიყენებთ. ამიტომ ვკვდებით დროის უქონლობისგან და მაინც იმდენი დრო გვაქ, თავზესაყრელი სად წავიდეთ და რომელ წყალში გადავხვეთ მე მოვკვდე თუ ვიცოდეთ, ძალიან იდიოტობებში ვხარჯავთ დროს, რომ მერე იქ ვიმუშაოთ სადაც ადამიანობას დაგვაკარგვინებენ, საშინელებაა როცა უფროსი გიტარებს ტრენინგს თუ როგორ გამოსძალო ხალხს ფული, რაღაც დაზღვევებით, მაქინაციებით, კრედიტებით, ჯერ ნახეთ როგორი სახელი აქვს "სიცოცხლის დაზღვევა", ვის შეეძლო ამის მოგონება თუ არა მრავალგზის უნივერსიტეტ დამთავრებულ პრიმატს, რა არის სიცოცხლის დაზღვევა?, არ გადამრიო, ადამიანი ნიახურო ხომარაა მეორედ მოვიდეს ამქვეყნად იმ ზღაპრის არ იყოს, ხოდა გიხსნის და გეუბნები ასე და ასე და ასე უნდა გაუღიმო, უნდა ეს ქნა ის ქნა და რავიცი, ჩემნაირი ადამიანისგან ნაკლებად გამოვა ეს საქმე, მე არ შემიძლია სხვას ისეთი რამე გავუკეთო, რითაც მეცოდინება რომ მოვატყუებ და მერე რა, და მაინც ფულს ავიღებ ამაში, "ყველა ასე იქცევა, მე არ ვარ პირველი და არც უკანასკნელი", ხოდა არც მატრიოშკას თავკომბალა მინდა რომ ვიყო, რადმინდა რობოტად მუშაობა?! მე გრძნობების მქონდე ინდივიდი ვარ, რომელსაც თავში ტვინი უდევს და არა დედაპლატა. მოკლედ ეს ამბავი რაზე მოვყევი, ბიჭი რომელიც ეხლა ჩემს წინ ზის და რაღაც ამბებს მიყვება, ერთ დროს ეპილეფსიით დაავადებული იყო. როგორც იცით ოთხი წლის განმავლობაში თუ არ გამოვლინდება ადამიანში ეპილეფსიის ნიშნები, მერე ვსიო, იკურნება. და ეს ეტაპიც გაიარა ამ ოქროს ბიჭმა. უფროსკლასელი იყო, ჩემზე ოთხი წლით დიდი, მაგრამ ორი წელი დააგვიანდა სკოლაში შესვლა მისი ავადმყოფობის გამო, ხოდა მე მეოთხეში ვიყავი, ის მეექვსეში იყო, მაგრამ მერვეში უნდა ყოფილიყო. პრობლემა ის იყო რომ ბავშვებს ეშინოდათ მისი, ვინც იცოდა მის შესახებ ყველას ეშინოდა, რომ ერთხელ ნახეს როგორ მოუარა ეპილეფსიამ და რა დღეში ჩავარდა, ძირს დაეცა, ხელ-ფეხს უმოწყალოდ იქნევდა... ბუნებრივია ამის დანახვა ბავშვისთვის კიარა მოზრდილისთვის ძნელი საყურებელია, მეორედ ნახეს, მესამედ და თავიდან თუ ინტერესს იწვევდა, მერე შიშში გადაიზარდა, რადგან ერთი მასწავლებელი, "ალბათ" შეუფერებლად ეუბნებოდა ბავშვებს, როცა ბიჭი ავად ხდებოდა და წესიერად არ უხსნიდა როგორ უნდა ემოქმედათ ასეთ დროს. მერე ისე მოხდა რომ ბავშვებიც ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას, მიზეზი მარტო დროებითი გადაკვდომები არ იყო რა თქმა უნდა, ეპილეფსიას გონებრივი შეზღუდვა და ჩვეულებრივ თანატოლებთან შედარებით, ნაკლებად განვითარება ახასიათებს, ამას კი ვერ იტანს ირგვლივმყოფები. "მაგან არ იცის, ვერ ისწავლის ორჯერ ორი რომ ოთხიაო" და აღარ ეკითხებოდნენ მასწავლებლები, უბრალოდ ეუბნებოდნენ - "ჩუმად იყავი თორემ აგი შეგჭამს იგი შეგჭამსო", ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა, ეს რეალობაა, ასეთი ადამიანები ლარში სამი მოდის ჩვენთან. უკვე ისე ვარ რომ კამათი კიარა დანახვაც არ მინდა მათი, იყო ამას აკეთებდა ხალხი და წინააღმდეგაც არ გამოდიოდა ვინმე. ეს ბიჭიც ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო როგორც სხვების შემთხვევაში და მოკლედ, რომ ვთქვა ნაკლებად ინტერესდებოდა რას იფიქრებდნენ მასზე. აკეთებდა იმას რაც უნდოდა. საერთოდ არ ანაღვლებდა რა მოყვებოდა ამას, არ უხსნიდა ვინმე რა იყო სირცხვილი და მორიდება, უზრდელობა და პატივისცემა, და კიდევ რაღაცებს არ უხსნიდნენ, მაგრამ რომ ვუყურებდი, ვიცოდი რომ ასეთ ადამიანებს სწორ ხალხთან უნდა ემეგობრათ, რომ გადარჩენილიყვნენ. არასდროს არ გამცინებია როცა იქცეოდა, როცა ხელთათმანებს უკუღმა იცვამდა ან მელნით იყო მოთხუპნული, რავიცი, ხალხი დასცინოდა, რას ხედავდნენ სასაცილოს დღემდე არ მესმის და მე ბავშვობიდან მეშინოდა და რაღაც ვერ ვუმუღამებდი ასეთი განვითრების საჰელანტროფუსებს. ვფიქრობდი, "ამათმა რომ მოგიდგეს ყელსაც გამოგჭრიან" - მეთქი, თან სულ არაფრის გამო. ასეთი ხალხია ჩვენს ირგვლის და ღმერთო გვამრავლეო ცოტა მორიდებით უნდა ვთქვათ ხოლმე. ხოდა ერთ დღეს შეამჩნია, რომ მე არ გამცინებია როცა გოგოს პანღური ამოარტყა და რაღაცნაირად შემომხედა, მერე ის დააპანჩურეს და მარცხენა ხელით მარჯვენა საჩვენებელი თითი ეჭირა მახსოვს, წელში მოხრილი იდგა, სახე დამარჭვოდა და მიყურებდა ერთი რას იზამს თუ გაიცინებსო და როცა დაათვალიერა მის ირგვლივ ცირკის მაყურებლები, ისე უბრალოდ გაიღიმა მივხვდი რაც იგულისხმა, აგენისგან რამე არ გამოვაო. ასე დავმეგობრდით, მარტივად, მერე კონტაქტში რომ შევედით უფრო ალაპარაკდა. მე თავისუფალი ადამიანი ვარ, ბავშვობიდან ასე ვთვლი, მე ვიზიარებ სხვის აზრს, მაგრამ არა! თავისუფალი ვარ და მორჩა, და ჩემი თავისუფლების განმსაზღვრელი ერთ-ერთი ინდექსი არის, მივიღო ჩემი იდეისგან განსხვავებული იდეა რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს იგი. აი ეგ არის მნიშვნელოვანი იცოდე სხვისი საუბრის ფასი, რომ შენი დააფასოს ვინმემ და მოგისმინოს. მე არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ ეს ბიჭი ხშირად იტყვის შენ შემცვალეო და ამ ქვეყნისკენ მომატრიალეო, ძაან მაგარი სიტყვებია, ისე მიხარია რომ რავიცი, და კიდევ ის მიხარია მეც რომ არ ვიცინოდი იმდენში და რომ არ ავყევი მათ. მერე გავიდა დრო, იმან დაამთავრა სკოლა, მეც დავამთავრე, შემდეგ ჩააბარა კოლეჯში, მე უნივერსიტეტში და ჩვენი გზებიც გაიყო. ახლა მიყვება როგორ გაუადვილდა კოლეჯში ურთიერთობის აწყობა, რადგან მას ჯოჯოხეთი უკვე გამოვლილი ჰქონდა. ყოველთვის იმისკენ იყო ვისაც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ, დაეხმარო ბრბოსგან გარიყულს ნიშნავს, დაეხმარო საკუთარ თავს მომავალში, ქმედება უკუქმედების ტოლფასია, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს პირველ რიგში. კოლეჯში კედლების შეღებვა ისწავლა და მითხრა რაღაც კვადრატი ეს ღირს და ასე ვირჩენ თავსო მაგრამ შენ თუ დაგჭირდეს რამე რემონტი, ხელოსნების ამბავშვი დამირეკე უარს არვინ გეტყვის, ოქრო ბიჭები გავიცანიო. აი ეგ არის მთელი ჩვენი ცხოვრება, ერთი პატარა მორევი, რომელიც ტრიალებს ტრიალებს და კაცმა არ იცის ვის კარზე როგორ მიუკაკუნებს, აი თქვენი არ იცვლება ადამიანი, სახარება ასეთ რამეს გვეუბნება: "ქვა რომელიც კალატოზებმა დაიწუნეს, კუთხის თავში მოექცაო", ეს ბიჭი ჩემთვის ოქროს ქიმია გუმბათისა, ის მაგალითია იმ მამაკაცის, რომელსაც შრომით წარმატების მიღწევა შეუძლია, შრომითა და სიყვარულით, ადამიანების სიყვარულით. ზოგი რამ მე მკითხა ზოგი მისი მოვიკითხე, ხან ვიცინეთ ხან ვიტირეთ და მთელი დედამიწა გავასწორეთ იმდენი ვილაპარაკეთ. და ასე უბრალოდ ჩაიარა ამ დღემ, ასე უბრალოდ ჩაიარა. ცხორებაში ერთი მთავარი პრინციპი მოქმედებს, ნაკლები ნიშნავს მეტს, სხვას მე არავის არაფერს არ ვუსურვებ არასდროს, და იმ მთავრობის მსგავს უგუნურად მაგინებელთათვის განვმარტავ რომ მეც არ მიმაყოლონ რა აბდლობა დაგიწერიაო. "ნაკლები ქედმაღლობა ნიშნავს, მეტ ადამიანურს ადამიანში!", , ესეც თქვენი ბედიღბლობის ქვაკუთხედი, მორჩა და გათავდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ძალიან დიდი მადლობა ნეფერტარს <3 ძალიან დიდი მადლობა ნეფერტარს <3
5. ძალიან მაგარი ნაწერია. ასეთ რამე არ ველოდი ამ საიტზე. გამიხარდა რომ არსებობთ ავტორო და წერა გადაწყვიტეთ. მამაკაცური ნაწერი სულ სხვა რამეა. მოხიბლული დავრჩი.
5 ქულა. ძალიან მაგარი ნაწერია. ასეთ რამე არ ველოდი ამ საიტზე. გამიხარდა რომ არსებობთ ავტორო და წერა გადაწყვიტეთ. მამაკაცური ნაწერი სულ სხვა რამეა. მოხიბლული დავრჩი.
5 ქულა.
2. რა საინტერესოა, მთელი ფილოსოფიაა.
რა საინტერესოა, მთელი ფილოსოფიაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|