ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2019


ოთხმოცდაათიანური

ნინო დარბაისელი

ოთხმოცდაათიანური
- - - -

ხელები მაღლა!
განძრევა და ზედ ტყვიის დახლა
ერთია ახლა,
რა დროსია კვნესა ან დაღლა.

ხელები მაღლა!
არ გაბედო გახედვა, დახრა!
ყველას სახრავი 
სიბნელემ და შიმშილმა დახრა.

- ხელები მაღლა!
ადვილია დღეს სისხლის დაღვრა
და აი, დარდი,
ვინმეს გული თუ ეთანაღრა!

ხელები მაღლა!
დღეს ვის უკვირს პატივის აყრა,
ან საშოვარზე
დაგეშილი ვინ დაანაყრა!

- ხელები მაღლა!
თოფიანების დრო არის ახლა.
გეყოფა ყეფა, -
“ყოფა ასე  ვინც გაგვიძაღლა!”

არავინ გახლავს,
ცეცხლმა ქუჩაში გამოგასახლა.
თუ არც ფული გაქვს,
აღარც იმედი,
ხელები ხომ გაქვს?
ჰოდა, დროზე,
ხელები მაღლა!

ხელები მაღლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები