 | ავტორი: ნიკოლასი ჟანრი: პოეზია 18 ივლისი, 2019 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
გთხოვ მაპატიო,რომ ვიყოფი უჯრედებს გარეთ, და სიზმრებშია შიში მხოლოდ რასაც განვიცდი, მოვირგებ სახეს,რომ დამითმო უსიტყვოდ მთვარემ, საჰარას პირას მოთმინებით ვდგავარ და ვიცდი. წარმოუდგენელ ამბავთაგან ავირჩევ ერთერთს, და თუ კი გვერგო საოცნებო ამინდი კვირას, მოვალ და გეტყვი გაოცებული ჩემში იმ ერთ დღეს, როგორ მოკალი უიმედობა სამყაროს პირას. შენ კი სიმორცხვით კვლავ მოირგებ ზაფხულის წვიმას, შემოდგომის კი დაისეეხებ ფოთლიან ქარებს, ზამთარში ისევ ველოდები სიცივის იმ წამს, გაზაფხული კი გარდაიცვალა ვაუწყებ ქალებს. ყველაფერს შევკრებ რაც კი იყო ნაცრისფერ ფერში, გვერდში მეგობრად დამიდგება მონეტის მხარე, უშენობისგან ჩემს ოცნებებს ვპოულობ მტვერში, მზეზე ნაფიქრალს მიტოვებულს პოულობს მთვარე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. 18+ რატომაა ეს ლექსი,მაინც ვერ მივხვდი 18+ რატომაა ეს ლექსი,მაინც ვერ მივხვდი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|