 | ავტორი: დევი ჟანრი: თარგმანი 12 აგვისტო, 2019 |
Я вас любил: любовь еще, быть может, В душе моей угасла не совсем; Но пусть она вас больше не тревожит; Я не хочу печалить вас ничем. Я вас любил безмолвно, безнадежно, То робостью, то ревностью томим; Я вас любил так искренно, так нежно, Как дай вам бог любимой быть другим.
А.Пушкин.
მე თქვენ მიყვარდით...ამ სიყვარულის, სულში, ჯერ კიდევ კიაფობს ალი, მაგრამ არ მინდა, რომ თქვენი გული წუხდეს და სევდის დაიტყოს კვალი. მე თქვენ მიყვარდით, უტყვი წამებით, უიმედოდ და ეჭვებით სავსეს, თან ისე ნაზად და მოკრძალებით, ღმერთმა ქნას სხვასაც უყვარდეთ ასე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მადლობა კომენტარისთვის, მე თქვენი მეორე ვერსია უფრო მომეწონა. :) მადლობა კომენტარისთვის, მე თქვენი მეორე ვერსია უფრო მომეწონა. :)
3. მზია, :) დადეთ ნებისმიერზე, და მთარგმნელთა კლუბში შეიხედეთ, სწორედ ამ ლექსის, სხვადასხვა ავტორის, თარგმანს ითხოვს ბატონი ალექსანდრე, მზია, :) დადეთ ნებისმიერზე, და მთარგმნელთა კლუბში შეიხედეთ, სწორედ ამ ლექსის, სხვადასხვა ავტორის, თარგმანს ითხოვს ბატონი ალექსანდრე,
2. დევო, არ იფიქროთ, რომ ყველგან დავდებ ჩემს თარგმანებს. არა! ორ ძალიან ცნობილ ლექსზე დავდე და საკმარისია.
დევო, არ იფიქროთ, რომ ყველგან დავდებ ჩემს თარგმანებს. არა! ორ ძალიან ცნობილ ლექსზე დავდე და საკმარისია.
1. კიდევ ერთი საინტერესო თარგმანი შეიქმნა. თავისუფლად იკითხება, ბუნებრივად. ო, ეს ლექსი ვინ აღარ თარგმნა. :))) მე გივი შახნაზარის თარგმანს მივიჩნევ სრულყოფილად. ზუსტია, ლამაზი და კეთილხმოვანი. ჩემს თარგმანებსაც დავდებ. ვთვლი, რომ შეიძლება მათი გაუმჯობესება.
ვარიანტი 1
მე თქვენ მიყვარდით, და დღესაც, განა, ჩემს სულში ჩაქრა ეს გრძნობა წმინდა. ნუ შეგაწუხებთ თქვენ ჩემი განცდა, ვიხილო სევდა თქვენში არ მინდა. მე თქვენ მიყვარდით სულ უიმედოდ, არ მასვენებდნენ ეჭვები არსად. მიყვარდით ისე წრფელად და ამოდ, ღმერთმა ქნას, ასე უყვარდეთ სხვასაც.
ვარიანტი 2
მე თქვენ მიყვარდით, და ალბათ, არის ჩემს სულში გრძნობა, ჯერ არ ჩამქრალა, თქვენ ნუ შეგაკრთობთ ეს მწველი ალი, მსურს მხოლოდ თქვენი სევდის განქარვა. მე თქვენ მიყვარდით სრულიად უტყვად, ეჭვებით ტანჯულს, თან მოკრძალებით, მე თქვენ მიყვარდით ნაზად და სუფთად, დე, სხვას უყვარდეთ ასეთი ძალით.
თარგმანები შესრულებულია მთარგმნელთა კლუბში 2013 წლის 26 აგვისტოს. შეტანილია მცირე ცვლილებები.
კიდევ ერთი საინტერესო თარგმანი შეიქმნა. თავისუფლად იკითხება, ბუნებრივად. ო, ეს ლექსი ვინ აღარ თარგმნა. :))) მე გივი შახნაზარის თარგმანს მივიჩნევ სრულყოფილად. ზუსტია, ლამაზი და კეთილხმოვანი. ჩემს თარგმანებსაც დავდებ. ვთვლი, რომ შეიძლება მათი გაუმჯობესება.
ვარიანტი 1
მე თქვენ მიყვარდით, და დღესაც, განა, ჩემს სულში ჩაქრა ეს გრძნობა წმინდა. ნუ შეგაწუხებთ თქვენ ჩემი განცდა, ვიხილო სევდა თქვენში არ მინდა. მე თქვენ მიყვარდით სულ უიმედოდ, არ მასვენებდნენ ეჭვები არსად. მიყვარდით ისე წრფელად და ამოდ, ღმერთმა ქნას, ასე უყვარდეთ სხვასაც.
ვარიანტი 2
მე თქვენ მიყვარდით, და ალბათ, არის ჩემს სულში გრძნობა, ჯერ არ ჩამქრალა, თქვენ ნუ შეგაკრთობთ ეს მწველი ალი, მსურს მხოლოდ თქვენი სევდის განქარვა. მე თქვენ მიყვარდით სრულიად უტყვად, ეჭვებით ტანჯულს, თან მოკრძალებით, მე თქვენ მიყვარდით ნაზად და სუფთად, დე, სხვას უყვარდეთ ასეთი ძალით.
თარგმანები შესრულებულია მთარგმნელთა კლუბში 2013 წლის 26 აგვისტოს. შეტანილია მცირე ცვლილებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|