ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2019


ქარი ქროდა

ასდიოდა მიწას თბილი სურნელი...
მთელი ღამე რა ლამაზად თოვდა...
ქარი თითქოს შემომიჩნდა, სულელი...
და სიყვარულს მერამდენედ მთხოვდა...


იყო თოვა, გრძნობა ხეებს არხევდა...
ქათქათებდნენ თოვლისაგან ფერები...
ყინვა დილას თეთრ საბანში ახვევდა...
და წარსულში გამქრალიყვნენ დღეები.


მთვრალი მთვარე, მიცინოდა მაღლიდან...
უძინარი გაღვიძებას ლამობდა...
მე მეგონა:ისიც მალე გამცვლიდა...
თურმე მთვარეც, სიმარტოვით წამობდა..
.
მხოლოდ ღამემ შემიყვარა, უსიტყვოდ...
მოგონების მოლოდინით რომ ენთო...
ცივ ქარიშხალს ვუყვებოდი უბიწოდ:
უშენობა რა ძნელია...ო! ღმერთო!..


ვერ წავედი, რომ მეგონა შევძლებდი...
გარეთ დილა...გათოშილი იწვა...
ამ ნამქერში ფეხშიშველა გეძებდი...
შენი სუნი ასდიოდა მიწას...


არ მინდოდა, მაშინ, წასვლა უშენოდ...
გულს გითმობდი, სიყვარულით გამთბარს...
იქნებ ეხლა, მთვარეს მაინც ვუშველო...
თორემ, ვეღარ მაპატიებს ზამთარს.



ნუგზარი  ბაკურაძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს