შენ - ჩემი არ ხარ, მაგრამ იცოდე: მთის შველს გადარებს ჩემივე გული, გაცნობის დღიდან მოყვასს გიწოდებს და ვიდრე ფეთქავს, არის ერთგული.
ლამაზმანების დასში სწერიხარ, როგორც ღიმილი, გშვენის სიმორცხვე, ქმრის მკლავზე წევხარ, ბედნიერი ხარ, დამილოცნია შენი სიცოცხლე.
უხმოდ მივყვები ძნელად სავალ გზებს, თუმც კვლავ ღია მაქვს გულის კარები, ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე, მეც მიზიდავენ ლამაზმანები.
მე შენი ქმარი არ ვარ, თოლიგე, მაგრამ ორთავეს მოყვასი გვქვია, ყოველ ნახვისას ხარობს ეს გული, როგორც შენს ბაღში - ლურჯთვალა ია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ წაკითხვისთვის... გმადლობთ წაკითხვისთვის...
2. ბოდიში ავტორთან , მაგრამ მე ვერ მოვიწონე . თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ ცუდია . ბოდიში ავტორთან , მაგრამ მე ვერ მოვიწონე . თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ ცუდია .
1. ჩემგან 5, რაღაცნაირად სუფთა და ლამაზია
ჩემგან 5, რაღაცნაირად სუფთა და ლამაზია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|