| ავტორი: გოგლიკო ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2019 |
მოგესალმები, გიძღვნი სალამს უცხო მხარიდან, შენ კი ძველებურ ფირფიტების აგრძელებ ცვეთას. აგრძელებ ძარცვას ჩემი სულის, თუმცა ავიტან... მივდივარ სულის საპოვნელად მედინას, მექას ! ჭექავს ზეცა და ფეხს მისველებს შენი ცრემლები. ურწმუნოდ შუბლი, მუცლის არე, მხრები, შენდობა. ვგრძნობ, ცოცხალი ხარ, თუმცა თვალწინ დნები, მეცლები - ხელიდან, წარმოსახული სირთულე ხარ, მთა ხარ ფერდობად - წარმოდგენილი პეიზაჟის მთვარე ხარ, ფუნჯი, მე კი ტილოვარ, მეფინები, სხეულს მიმოსავ. და ღმერთი როცა გახსნის ხალხით შეგროვილ ხურჯინს, გადმოიღვრები, ეზიარები, შესვამ ღვინოს და ... არარეალურ საზღვრებისას გაარღვევ მავთულს - ხლართებს, თან გმართებს ღმერთის ვალი სიხოცხლის სახით. მე კი დაგეძებ ტაძრებში მწარე ლოცვებით გართულს, მოცარტით, ვივალდ, საშოპენო ოპერით ბახით. გიძღვნი სალამს და ალეიქუმს ვაყოლებ, იმედს - ვიტოვებ თუმცა ვხვდები გეძებ სულ სხვა ადგილას. მედინა, მექა მოვიარე, ჰირა\' ას მთა იქვე... და უშენობა ვერც ერთმა ვერ გამიადვილა !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეს უკეთესი მცდელობაა, ვიდრე წინა ლექსები იყო.
ეს უკეთესი მცდელობაა, ვიდრე წინა ლექსები იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|