იყო და არა იყო რა, ვიყავი, თან არ ვიყავი, ღიმისგან გარიყული და სევდისგან გაურიყავი, ვისაც გავშორდი, დაბრუნდა, ვისაც ვედევნე, გაიქცა, მავიწყდებოდა ზოგჯერ, რომ აქ მიწა არის და იქ ცა. შემოვათრევდი სხეულში ღვთიურ და ციურ მუსიკას, ვხვრეპდი ყავას და იძვროდა ოთახი ჩემი პულსისგან, ვერგებოდი და დავდევდი ცხოვრების მსქროლავ მანქანას, როცა ვასწრებდი, ვაქცევდი ამ გზას მოსაცდელ ბაქანად. მინდოდა, ხან არ მინდოდა ბედი სამდღიან პეპლების, დრო ვხარჯე გამოქცევით და დრო ვხარჯე გამოდევნებით. თუ ერთ დღეს ხალხთან ვყალბობდი, ვეღარ ვყალბობდი ფურცელთან და ეს ფურცელი ხალხს ჩემთან შუამდგომლობას უწევდა, იყო და არა იყო რა, ვიყავი, თან არ ვიყავი. ღიმისგან გარიყული და სევდისგან გაურიყავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. გამახსენდა: "ზღაპარი იყო, ნამდვილად, ვინ მოიგონა, ვინ იცის... არის ასეთი ლეგენდა, რატომ დაგერქვა თბილისი..." სიტყვები შესაძლოა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მელოდია ეგაა. გამახსენდა: "ზღაპარი იყო, ნამდვილად, ვინ მოიგონა, ვინ იცის... არის ასეთი ლეგენდა, რატომ დაგერქვა თბილისი..." სიტყვები შესაძლოა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მელოდია ეგაა.
9. მშვენიერია, რომელიღაც ნაცნობი სიმღერის მელოდიას ატარებს. მშვენიერია, რომელიღაც ნაცნობი სიმღერის მელოდიას ატარებს.
7. ლამაზია ლექსია ლამაზია ლექსია
6. სერგეი ესენინი გამახსენა. სერგეი ესენინი გამახსენა.
5. მომწონს ლექსში ლამაზად ჩართული „იყო და არა იყო რა“. 5
მომწონს ლექსში ლამაზად ჩართული „იყო და არა იყო რა“. 5
4. ძალიან მომეწონა. :)
\"იძვროდა ოთახი ჩემი პულსისგან,\" - ეს გამოვირჩიე ჩემთვის. :) 5.
ძალიან მომეწონა. :)
\"იძვროდა ოთახი ჩემი პულსისგან,\" - ეს გამოვირჩიე ჩემთვის. :) 5.
3. კარგია
ავტორი: მირიან გიორგაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 სექტემბერი, 2019
კარგია
ავტორი: მირიან გიორგაძე ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
9 სექტემბერი, 2019
2. მინდოდა, ხან არ მინდოდა მეცოცხლა პეპლის ვნებებით.
მე ჩემებურ-მეტიჩრულად. :)
ძალიან მომეწონა +5 მინდოდა, ხან არ მინდოდა მეცოცხლა პეპლის ვნებებით.
მე ჩემებურ-მეტიჩრულად. :)
ძალიან მომეწონა +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|