სამშობლოს მოღალატეა ყველა, ვინც თანახმაა საქართველო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შევიდეს ნატოში
ნატო გვეუბნება, დათმეთ ცხინვალი და სოხუმი, და ნატოში ისე შემოდითო. კი მაგრამ, ცხინვალი და სოხუმი თუ დავთმეთ, ნატოში რაღა ჯანდაბა გვინდა.
და რისთვის? რომ საქართველო შევიდეს ნატოში, ანუ, ფაქტიურად, იმისთვის, რომ ნატო, ოსმალოს ჯარების სახით, შემოვიდეს აჭარაში და მთელ დანარჩენ საქართველოში?!
რას იზამს რუსეთი? ელემენტარულს. აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონში ჩატარდება რეფერენდუმები რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ და ორივეს მიიღებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.
დღეს არსებული ადმისტრაციული საზღვრები გადაიქცევა სახელმწიფო საზღვრად.
არავითარი ნატო ამას არავითარ წინააღმდეგობას არ და ვერ გაუწევს.
ბოლოს და ბოლოს, ნატო მაინც დაიშლება, ხოლო ცხინვალი და სოხუმი დაკარგული დარჩება სამუდამოდ?!
და ამას თურქეთის მიერ, როგორც მინიმუმი, აჭარის ოკუპაცია და შემდგომი ანექსია შეიძლება დაემატოს?!
ხალხო, აზრზე ხართ?!
დააკვირდით, აჭარის მტერი ზვიადისტებიც ზუსტად ამას ითხოვდნენ ჯერ კიდევ 1989 წელს, ნატოს, ანუ ოსმალოს ჯარების შემოყვანას. დიდი წინაპრის, ნოე ჟორდანიას, ნოე ჟორდანიას, ნოე ჟორდანიას გზას იმეორებდნენ, 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-ოსმალეთის ხელშეკრულებით რომ აღიარა აჭარის, აგრეთვე ახალქალაქის და ახალციხის კუთვნილება ოსმალეთზე.
ბრძენო ქართველო ხალხო, გონს მოდი. რუსეთმა უკვე აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ნუ უსმენ ”ეროვნულ” აფერისტებს. ნატოში შესვლით წერტილი დაესმება საქართველოში აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების თეორიულ შესაძლებლობასაც კი, - ეს თეორიული შესაძლებლობა ის არის, რომ რუსეთს შეუძლია უკან გამოითხოვოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება, როგორც პასუხი საქართველოს მხრიდან რუსეთის ფიზიკური განადგურების საქმეში მონაწილეობაზე (საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება სწორედ ეს არის) უარის თქმისთვის. თუმცა რუსეთს შეუძლია რეფერენდუმებიც ჩაატარებინოს აფხაზებს და ოსებს, რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნით, და რეფერენდუმების შედეგების საფუძველზე მიიღოს თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში. არავითარი ნატო არ და ვერ დაუწყებს ომს რუსეთს, მით უმეტესს, საქართველოს გამო.
აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება იყო რუსეთის პასუხი საქართველოს ”შეტენვაზე” ნატოში, რუსეთზე დამიზნებული ატომური იარაღის განლაგებით საქართველოში. რუსეთი ამას სასიკვდილო საფრთხედ აღიქვამს. რომ არა საქართველოს ნატოში ძალით ”შეტენვის” ეს მცდელობები (სუიციდური მაზოხისტური ე.წ. ევროატლანტიკური ”სწრაფვა”), აფხაზეთი და სამაჩაბლო არ დაიკარგებოდა. დააკვირდით, ყაზახეთმა არ დაკარგა მიწები (ჩრდილოეთი ყაზახეთი), თუმცა ამ მიწების მითვისების შესაძლებლობა რუსეთს ჰქონდა. თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ნატოში ”შეტენვას”, მალე საქართველოს მიწებიდან არაფერი არ დარჩება ”შესატენი”. საქართველო როგორც ქვეყანა გაქრება. იქნება რუსეთ-თურქეთის პირდაპირი საზღვარი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დააკვირდით, ყაზახეთმა არ დაკარგა მიწები (ჩრდილოეთი ყაზახეთი), თუმცა ამ მიწების მითვისების შესაძლებლობა რუსეთს ჰქონდა. მაგრამ არ მიითვისა, ყაზახეთის მხრიდან არ-მტრობის პასუხად.
კახაბერ როდინაძე ადვოკატი ბათუმი, აჭარა 11.09.2019
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გეთანხმები,პირველად ცხოვრებაში.
ეს მონური მიდგომაა,რომ დანარჩენი გადავარჩინოთო. ამ დროს, 1991 წელს (რეფერენდუმით განმტკიცებული) აღდგენილი დამოუკიდებლობის მიხედვით, დე იურედ, საქარტველოს შემადგენ;ლობაში შედიოდა სოჭი, საინგილო, ლორე,დვალეთი, ტაო კლარჯეთი. (რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის დღემდე მიტაცებული ტერიტორიები). ამიტომაც მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიელება კრიმინალებს აფარებულმა მასონურმა ძალებმა. მაგრამ,საქართველოს აღდგენა მაინც მოხდება იმ ფარგლებში მალე.ეს, გარდაუვალია. გეთანხმები,პირველად ცხოვრებაში.
ეს მონური მიდგომაა,რომ დანარჩენი გადავარჩინოთო. ამ დროს, 1991 წელს (რეფერენდუმით განმტკიცებული) აღდგენილი დამოუკიდებლობის მიხედვით, დე იურედ, საქარტველოს შემადგენ;ლობაში შედიოდა სოჭი, საინგილო, ლორე,დვალეთი, ტაო კლარჯეთი. (რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის დღემდე მიტაცებული ტერიტორიები). ამიტომაც მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიელება კრიმინალებს აფარებულმა მასონურმა ძალებმა. მაგრამ,საქართველოს აღდგენა მაინც მოხდება იმ ფარგლებში მალე.ეს, გარდაუვალია.
3. მაპატიეთ, ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით! მაპატიეთ, ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით!
2. და რა უნდა ვქნათ? ისიც დავკარგოთ, რაც გვაქვს? დაუძლურებულია და დაჩაჩანაკებულია ქვეყანა და ერი. მოღალატეებს ისევ არ სძინავთ. იმას მაინც გავუფრთხილდეთ და შევუნახოთ შვილებს (ისიც სხვას გავაფრთხილებინოთ), რაც გვაქვს. არავინ გვიშლის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. როცა დავიბრუნებთ, იმასაც ჩაგვითვლიან საქართველოდ, არ იდარდოთ... პირადად მე, არ მჭირდება დაჩმორებულ-დაპყრობილმა რუსეთის დროშის ფრიალით ფეხი შევადგა აფხაზეთში და სამაჩაბლოში სამადლოდ! და რა უნდა ვქნათ? ისიც დავკარგოთ, რაც გვაქვს? დაუძლურებულია და დაჩაჩანაკებულია ქვეყანა და ერი. მოღალატეებს ისევ არ სძინავთ. იმას მაინც გავუფრთხილდეთ და შევუნახოთ შვილებს (ისიც სხვას გავაფრთხილებინოთ), რაც გვაქვს. არავინ გვიშლის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. როცა დავიბრუნებთ, იმასაც ჩაგვითვლიან საქართველოდ, არ იდარდოთ... პირადად მე, არ მჭირდება დაჩმორებულ-დაპყრობილმა რუსეთის დროშის ფრიალით ფეხი შევადგა აფხაზეთში და სამაჩაბლოში სამადლოდ!
1. გერმანია ორად იყო ოფიციალურად გახლეჩილი როდესაც ნატოში შევიდა, მერე?? მე სულ არ მადარდებს ეს საკითხი მაგრამ თქვენი არგუმენტები ძალიანაა შორს რეალობისგან, ნუ ჩემი რეალობისგან.. მადლობა გერმანია ორად იყო ოფიციალურად გახლეჩილი როდესაც ნატოში შევიდა, მერე?? მე სულ არ მადარდებს ეს საკითხი მაგრამ თქვენი არგუმენტები ძალიანაა შორს რეალობისგან, ნუ ჩემი რეალობისგან.. მადლობა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|