ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2019


.......

მე ოდესმე მძინავს კიარა საკითხავი ისაა შენ თუ გღვიძავს ოდესმე.

მას შემდეგ ასეა , როცა ერთხელ მზის სხივმა ფოთლებში გაიარა და თვალში გამირჭო სინათლე.

შენში არსებულ მიმალულ განცდებში ძრომიალს ვერ გადავეჩვიე და შენც უფრო მეტად იყუჟები რაც მეტად ვცდილობ სანთელი მოგიტანო თვალებთან.

სისხლისგან და სიტყვებისგან ვიცლები.

ნეშომპალური არსებობა აყროლებს ქუჩას და ფანჯრებს ისევ ვხურავ.

არსებობის შეგრძნება მხოლოდ თითებს შემორჩა, რომელიც ისეთი გაფარჩხულია გაკვირვებისგან. ფეხის თითები კი შიშის შიშისგან ისევ მოიკრუნჩხა.

ჩაბღაუჭებული არსებობა არ მინდათქო და სახურავის კიდეში მანძილების ზომვით ვერთობი.

ფორმები ისევ ისეთი მახინჯი სიზუსტით ჯდებიან ერთმანეთში და მხოლოდ მათ შორის არსებულ სიცარიელეში შემიძლია სუნთქვა.

როგორ ვარ კიარა, რა უნდა გითხრა როცა ყურებში ხელები შეგიყვია.

ჩემი სიტყვები კანში თუ შეგერჭობა სიხარულისგან გადავიხარხარებ გპირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები