მინდოდა მინდოდა მამაჩემი სამხედრო ყოფილიყო, ხშირად გვეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მინდოდა მამაჩემი სამხედრო ყოფილიყო, მინდოდა ბევრი მეგობარი, სხვადასხვა სკოლაში. მინდოდა მამაჩემი მინისტრი ყოფილიყო, მაგრამ ყველა მინისტრი, ბოლოს სადღაც შორს გაიქცა, მინდოდა მამაჩემი პოლიციელი ყოფილიყო, მაგრამ ყველა სამართალდამცავი ან სხვისი ან საკუთარი იარაღიდან კვდება. მინდოდა მამაჩემი პოეტი ყოფილიყო, აეღო სხვადასხვა პრემია, მაგრამ პოეზიაც პოზაა და კიდევ კარგი არ გახდა პოეტი. მინდოდა მამაჩემი მეეზოვე ყოფილიყო, ადრე გასულიყო სახლიდან და თავისუფლება მეგრძნო, (სულ უცნაურად ჩაცმული მივიპარებოდი სკოლაში). მინდოდა მამაჩემი ყაჩაღი ყოფილიყო, ყველა ბავშვის სათამაშო ჩემთვის მოეტანა, მაგრამ კიდევ კარგი, ყველა ყაჩაღი ან პოლიციელის, ან კოლეგის იარაღით კვდება. (თუ პოლიციელი თავისი იარაღით არ მოკვდა, რა თქმა უნდა). მინდოდა მამაჩემი ტაქსის მძღოლი ყოფილიყო, ყველგან უფასოდ წამიყვანდა, მაგრამ ორი დიპლომი არ აღმოაჩნდა. მინდოდა მამაჩემი პრეზიდენტი მაინც ყოფილიყო, გვექნებოდა დიდი სახლი, რიყის და ნარიყალას ხედით, თბილისობას უფასო მწვადები, მაგრამ პრეზიდენტებიც გაიქცნენ და კიდევ კარგი... მინდოდა მამაჩემი მილიარდერი ყოფილიყო, მაგრამ ვერაფრით მოიპარა პირველი მილიონი, მინდოდა მამაჩემი განსაკუთრებული ყოფილიყო, განსაკუთრებულ ადგილას, მაგრამ კიდევ კარგი, ის ისეთია როგორიცაა, ახლა ვხვდები, მინდოდა უბრალოდ მამაჩემი ყოფილიყო, და ყველაზე კარგად ამ პროფესიას მოერგო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. პირველ რიგში, მადლობა ნინო :* ძვირფასია ყველა თქვენგანის აზრი ჩემთვის, მითუმეტეს ჩემი საყვარელი რენუარის. აი, მამაჩემს რომ იცნობდე, მიხვდებოდი არანაირად არ ერგება მამაჩემს ეს “შეიძლებოდა”. არ არსებობდა უფრო :)))) პირველ რიგში, მადლობა ნინო :* ძვირფასია ყველა თქვენგანის აზრი ჩემთვის, მითუმეტეს ჩემი საყვარელი რენუარის. აი, მამაჩემს რომ იცნობდე, მიხვდებოდი არანაირად არ ერგება მამაჩემს ეს “შეიძლებოდა”. არ არსებობდა უფრო :))))
8. კარგია. თუმცა მე ვფიქრობ, \"მინდოდას\" ნაცვლას \"შეიძლებოდა\" რომ ყოფილიყო, აჯობებდა. შენ უკეთ იცი, მაგრამ ახლა ამ სიტყვით წაიკითხე. :* კარგია. თუმცა მე ვფიქრობ, \"მინდოდას\" ნაცვლას \"შეიძლებოდა\" რომ ყოფილიყო, აჯობებდა. შენ უკეთ იცი, მაგრამ ახლა ამ სიტყვით წაიკითხე. :*
7. ლიკუნა, ჩემგან-5! დარბაზში დიდი ტაში ქუხდა. ლიკუნა, ჩემგან-5! დარბაზში დიდი ტაში ქუხდა.
6. ბოლოს , რა კარგიააა!... <3 <3
მამისგულა, მართლა ისვიათები არიან კარგი მამები. ბოლოს , რა კარგიააა!... <3 <3
მამისგულა, მართლა ისვიათები არიან კარგი მამები.
4. I ადგილი- ხათო თვაური II ადგილი- ბადრი სულაძე III ადგილი- გიო ზედვაკელი I ადგილი- ხათო თვაური II ადგილი- ბადრი სულაძე III ადგილი- გიო ზედვაკელი
3. ლიკა, ხომ ვერ მეტყვით, პოეზიაში ვინ გავიდა პირველ–მეორე ადგილზე? ვერსად ამოვიკითხე. დანარჩენი ვიცი. წინასწარ გმადლობთ!
ლიკა, ხომ ვერ მეტყვით, პოეზიაში ვინ გავიდა პირველ–მეორე ადგილზე? ვერსად ამოვიკითხე. დანარჩენი ვიცი. წინასწარ გმადლობთ!
2. ძალიან კარგი იყო ლიკა :) ნავსი გატეხილი გვაქვს :))) ძალიან კარგი იყო ლიკა :) ნავსი გატეხილი გვაქვს :)))
1. ათეულო სდექ :)
ლიკუ, +5 ხოიცი მე მამა არ მყავს :დდდ ათეულო სდექ :)
ლიკუ, +5 ხოიცი მე მამა არ მყავს :დდდ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|