ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზიანე
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2019


  ჩამოტვირთვა

აღარავისი უკვე არ მქვია

შენ ვერ გაიგე რა მკლავდა გუშინ,
და არც ის იცი დღეს რა მატირებს,
მოუღერია უგვანო მუშტი
შავი მდინარის უჟმურ ნაპირებს.
როგორ ვერ მიხვდი?! მთელი სამყარო
შენი ხმა იყო, ჩემი ვედრება,
ვიყავი თიხა, მიწა აყალო,
რომელსაც ახლა მტვერი ეყრება.
სილა და ჟანგი ერთად აზილა
ქარმა და სულში ჩამომაფრქვია,
და მარტოობა ისე გაზრდილა,
აღარავისი უკვე არ მქვია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები