ეს ჩემი ქოხმახი, ოჯახის სადგომი, ეს ჩემი კედლები, ღარიბი, მდაბიო, გზადაგზა ტიალი რამდენს ხანს მადროვა, ახლა კი სიჩუმეს არაფრით მპატიობს.
ეს ჩემი ოფლისგან ნაზარდი ვენახი , ეს ჩემი სიმაგრის პატარა სათოფე, წამოდი, შიშველი მზე უნდა განახო, იქ სადაც ბებერი მუხები ლოთობენ.
დილის ჟამს ზეციდან ცვარს გამონაყოლი _ ეს ჩემი ქალია, ამ მთების ქალღმერთი, პირსახით უფრთებო ანგელოზს მაგონებს, აქ მინდა, ამ ქალთან ოდესმე დავბერდე
და ჩემი ბალღების შვილებსაც ვასწავლო ამ მთების წიაღში რომ ღმერთი ეძიონ, ცხოვრების დიდებულ და რთულად გასავლელ გზებს ბოლო ვუნახო და ვერ დავეწიო
ვერც ერთ იმ ქარავანს, რომელიც სამოთხეს გვერდს უვლის და იქვე უფსკრულში ეშვება. და ყველა მარცხის წილ ფეხზე რომ წამოდგე და ამ მთის წყაროდან წყალი სვა პეშვებით
ეს ღვთისგან ნაშუქი მზე უნდა გიყვარდეს და ამ მთის კალთებზე ულაყით ჯირითი, გახსოვდეს, მანძილი ზეციდან მიწამდე ათასჯერ მეტია მანძილზე პირიქით.
ეს ჩემი ქოხია, ეს ჩემი ქალი და ბალღები, მზესავით ოქროფერთმიანნი, და როგორც სჩვევია იწყება თავიდან, ღვინდება ზამთარი, ზამთარი გვიანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან მომეწონა 5
ძალიან მომეწონა 5
10. მშვენიერია. მშვენიერია.
9. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო.
8. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო.
7. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო. შესაძლოა, ქ_ნო ლუბა. მადლობა, მეგობრებო.
6. კარგი ლექსია, შინაარსით და ფორმით წელგამართული! 5 კარგი ლექსია, შინაარსით და ფორმით წელგამართული! 5
5. "სახლი მინდოდა მქონოდა" გამახსენა :) გზადაგზა ერთად იწერება.
"სახლი მინდოდა მქონოდა" გამახსენა :) გზადაგზა ერთად იწერება.
3. როგორი პასტორალური განწყობა შემიქმნა უცებ.
ლამაზი იყო- კადრებიც, სურვილიც, ლექსიც.
როგორი პასტორალური განწყობა შემიქმნა უცებ.
ლამაზი იყო- კადრებიც, სურვილიც, ლექსიც.
1. +5 სათავფურცლე ლექსია. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს "გზა და გზა ტიალი" ცოტა გაუგებარია ""გზა-გზა ხეტიალი" ხომ არ აჯობებდა,რას ფიქრობთ? +5 სათავფურცლე ლექსია. ერთი პატარა შენიშვნა მაქვს "გზა და გზა ტიალი" ცოტა გაუგებარია ""გზა-გზა ხეტიალი" ხომ არ აჯობებდა,რას ფიქრობთ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|