(ის შევა ქოხში, სადაც ერთი მყიფე სარკეა, ქოხში რეალურს ემიჯნება ძველი იგავი: უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო, როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი)
შემდეგ ლექსებიც გარემოსფერ ნიღბებს ირგებენ, ჰო, პოეზიაც აღარ დარჩა ნაღდი, არიეს, სთვლემდა პოეტი წინა ღამის ნამორიგევი, რომ ვერ დაუსხლტა ენის კაუჭს, ენის ბარიერს. ვერ აითვისა უცხო სიტყვის ზუსტი აქცენტი და წყლიან თვალებს მთვარეების ბილბორდებს აკრავს, მსუყე ჯამაგირს რომ ჰყოფნოდა შეეძლო მაგრამ... ბინა, სიმშვიდე, სამსახური არ აქვს არცერთი.
(უყურებს სარკეს ის აჩვენებს თითქოს ბოლო დღის ამბებს, ამინდებს, ისტორიას, ტკივილს გახედნილს, უყურებს სარკეს და ამშვიდებს პოეტს მხოლოდღა, რომ გრამითაც არ ეშინია მასში ჩახედვის.)
ადრე დაიწყო უსასრულო სევდის კანტანტა, დღეს მის თვალებში ძველ იმედებს ვინღა იპოვნის?! მას ხომ უბრალოდ ცელქი გოგო შეუყვარდა და გულუბრყვილობით დაიკიდა ფეხზე დიპლომი... და შერჩა მხოლოდ ერთი ცალი სულის მაიკა და მოგზაურობს პლანეტაზე ფიქრის ჩემოდნით და ფიქრობს ყველა სულელია ვინც კი my god-ს, ვერ გამოხატავს მშობლიური - ღმერთო ჩემოთი. მაგრამ ხანდახან ხმაურს იწყებს მისი ამბოხიც, ვერ ეგუება ამდენ ნათევს, ნათმენს, ნაჭვარტლევს, ის ეძებს იმედს ლექსის მიღმა, მიღმა ამ ქოხის... სადაც დატოვა "შორეული ცის სილაჟვარდე".
(ეს ქოხი ადრე დიდი იყო, თვალებჩაცვენილ და გამწარებულ ღმერთს იტევდა, ზრდიდა, მალავდა, მაგრამ იმდენად დაიღალა ქოხი ჯვარცმებით, კი არ განევრცო, შემცირდა და დაპატარავდა.)
სარკე კი ჰყვება გასულ ამბებს, სარკე მხნედ არი ირგვლივ მრავალი სიკვდილია, ცრემლი, ასე რომ - თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც, ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს.
იწყება თოვლი, მობუზულან გარეთ ხუნდები, დაჰყურებს მიწის უძრაობას შურით მდარე ცა, იგი გამოვა ამ ქოხიდან თუმც შებრუნდება, შებრუნდება და . . . . სარკეს დალეწავს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. სარკეს...........ს.............ს.... სარკეს...........ს.............ს....
19. ლექსში ყველაზე ჯადოსნური ალუზიები და რეალობის პოეტური ასახვაა. თუ სარკე დალეწავს ეგ თვითონ მელექსის გრძნობას გამოხატავს და ნებისმიერი ჩარევა, ჩასწორება ცენზურა - უბრალოდ კომუნისტური მიდგომაა.
რაც შეეხება "თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც, // ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს" - ვფიქრობ, პოეტს უნდოდა ამით გამოეხატა, რომ ადამიანს, რომელსაც ირგვლივ ამდენი სიკვდილი ახვევია, ერთადერთ იმედად იმქვეყნიერების იმედი ასულდგმულებს.
5-აინს დავწერდი, რომ შემეძლოს :) ლექსში ყველაზე ჯადოსნური ალუზიები და რეალობის პოეტური ასახვაა. თუ სარკე დალეწავს ეგ თვითონ მელექსის გრძნობას გამოხატავს და ნებისმიერი ჩარევა, ჩასწორება ცენზურა - უბრალოდ კომუნისტური მიდგომაა.
რაც შეეხება "თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც, // ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს" - ვფიქრობ, პოეტს უნდოდა ამით გამოეხატა, რომ ადამიანს, რომელსაც ირგვლივ ამდენი სიკვდილი ახვევია, ერთადერთ იმედად იმქვეყნიერების იმედი ასულდგმულებს.
5-აინს დავწერდი, რომ შემეძლოს :)
18. ის შევა ქოხში, სადაც ერთი მყიფე სარკეა, ქოხში რეალურს ემიჯნება ძველი იგავი: უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო, როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი. ..... ადრე დაიწყო უსასრულო სევდის კანტანტა, დღეს მის თვალებში ძველ იმედებს ვინღა იპოვნის?! მას ხომ უბრალოდ ცელქი გოგო შეუყვარდა და გულუბრყვილობით დაიკიდა ფეხზე დიპლომი... ..... ეს ქოხი ადრე დიდი იყო, თვალებჩაცვენილ და გამწარებულ ღმერთს იტევდა, ზრდიდა, მალავდა, მაგრამ იმდენად დაიღალა ქოხი ჯვარცმებით, კი არ განევრცო, შემცირდა და დაპატარავდა. ..... იგი გამოვა ამ ქოხიდან თუმც შებრუნდება, შებრუნდება და . . . . სარკე დალეწავს!
თუ სარკეს დალეწავს, როი? სარკე დიდ პოეტს ვერაფერს დაუშავებს... აი, პოეტს კი - ძალუძს ამ სარკის განადგურება!
5555555555555555
ის შევა ქოხში, სადაც ერთი მყიფე სარკეა, ქოხში რეალურს ემიჯნება ძველი იგავი: უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო, როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი. ..... ადრე დაიწყო უსასრულო სევდის კანტანტა, დღეს მის თვალებში ძველ იმედებს ვინღა იპოვნის?! მას ხომ უბრალოდ ცელქი გოგო შეუყვარდა და გულუბრყვილობით დაიკიდა ფეხზე დიპლომი... ..... ეს ქოხი ადრე დიდი იყო, თვალებჩაცვენილ და გამწარებულ ღმერთს იტევდა, ზრდიდა, მალავდა, მაგრამ იმდენად დაიღალა ქოხი ჯვარცმებით, კი არ განევრცო, შემცირდა და დაპატარავდა. ..... იგი გამოვა ამ ქოხიდან თუმც შებრუნდება, შებრუნდება და . . . . სარკე დალეწავს!
თუ სარკეს დალეწავს, როი? სარკე დიდ პოეტს ვერაფერს დაუშავებს... აი, პოეტს კი - ძალუძს ამ სარკის განადგურება!
5555555555555555
17. თითქოს უადგილო - "თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც, ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს" თითქოს უადგილო - "თუ კი არსებობს ამ სოფელში ერთი ცხედარიც, ეჭვგარეშეა იმ სოფელმაც რომ იარსებოს"
16. როგორ იქცეს არაპოეტური და არაესთეტიური რუტინა პოეზიად. 5 როგორ იქცეს არაპოეტური და არაესთეტიური რუტინა პოეზიად. 5
14. კარგი ამბავია ! გადასარევი კარგი ამბავია ! გადასარევი
13. საუცხოო! ჩემი ფავორიტი პოეტი++ საუცხოო! ჩემი ფავორიტი პოეტი++
12. როგორ პოეტურ სიტყვად აქციე "ბილბორდი".
ო' ჰენრისეული ფინალი იყო :)
როგორ პოეტურ სიტყვად აქციე "ბილბორდი".
ო` ჰენრისეული ფინალი იყო :)
10. ჩვენი დალეწვის ამბის მომტანს ათასს დავლეწავთ, სარკეს კი არა, დროს რა ვუყოთ, მკვლელს და გარეწარს?!
ჩვენი დალეწვის ამბის მომტანს ათასს დავლეწავთ, სარკეს კი არა, დროს რა ვუყოთ, მკვლელს და გარეწარს?!
9. მგონი თუ სწორად მახსოვს , შესწორებულია ლექსი . პირველად როცა დაიდო , მოვასწარი წაკითხვა . 5 მგონი თუ სწორად მახსოვს , შესწორებულია ლექსი . პირველად როცა დაიდო , მოვასწარი წაკითხვა . 5
5. ამ საიტის მარგალიტია ეს კაცი.
++
უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო, როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი ამ საიტის მარგალიტია ეს კაცი.
++
უნდა ჩახედო სარკეს გულში, რომ გაარკვიო, როგორ იყავი, სად იყავი ან ვინ იყავი
3. როგორც ყოველთვის. 5 როგორც ყოველთვის. 5
2. შეუფასებელიც არ დამიტოვებია რაღა თქმა უნდა +5
შეუფასებელიც არ დამიტოვებია რაღა თქმა უნდა +5
1. რატომღაც Samuel Becket-ის "En attendant Godot,"იგივე "Waiting for Godot" გამახსენდა ახლა,რაღაც მსგავსი თემატიკა დავინახე ალბათ.
რატომღაც Samuel Becket-ის "En attendant Godot,"იგივე "Waiting for Godot" გამახსენდა ახლა,რაღაც მსგავსი თემატიკა დავინახე ალბათ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|