ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2019


დაუჯდომელი (ეტიუდი)

დაუჯდომელი (ეტიუდი)

როგორ მშურს სარკის, სადაც შენ ხარ მარტო აკრული ვით უჩინარი და მოსჩანს მხოლოდ ყელი მხრებით გამაგრებული! მხრები დაშვებული ოდნავ და არჩამოშლილი სიამაყე სახით პირისპირ... მშურს მისი ანგელოზის, რომელსაც სძინავს ნატიფ და ნოტიო მხარზე. იმ შავ ანგელოზის, რომელიც მოუსვენარია და იმ განვლილ წლებს ითვლის კრიალოსნით...
მშურს ჩხრიალის ხმა, რომელიც კრიალოსნისაა და მას თეთრი ანგელოზი უმღერის ტკბილად!
მერამდენე ასი წელია მარტოობის?!
ვინ დათვალა იმ წლების გზა და პირი იბრუნა ცისკენ?
სად ისმის სიმღერა,რომელიც მგალობლისაა და არა შავ ანგელოზის...
სად მიდის ქარი, ვის მიჰყვება ან ვის გაასწრებს?
საიდან მოდიან მერცხლები ან მტრედები რათა დაისვნონ შენ მხრებზე უსიმღეროდ!
სმენად იქცე თუ ცქერად სარკის წინ, მარტო ტუჩმოკუმვით...
და ჩაგესმის სულის ღიღინი!
არც დღეა და არც ღამე, სარკესთან.
მასთან მხოლოდ ფიქრებია შავ-თეთრი!
არც მზეა და არც მთვარე, სარკესთან...
მასთან მხოლოდ ვარსკვლავებია ხან ციმციმა ხან ჩამქრალი!
არც შვილია და არც მშობელი, სარკესთან...
მასთან მხოლოდ შენ ხარ მხრებით ოდნავ დაშვებული და არჩამოშლილი სიამაყით სახით პირისპირ, დაუჯდომელი!

გიგო რიონელი
წილხვედრობამდე ერთი დღით ადრე
11 მაისი 2019 წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები