 | ავტორი: ირინკა ჟანრი: პოეზია 10 ნოემბერი, 2019 |
დაქვრივებულაო ამღას აშექალი, ცალად შარჩენია სოფელს. ცოდვა იქნებაო მარტო მთაში ქალი ნისლისა და ღამის სწორფერ. შავში დამალავსო ცეცხლისფერ ნაწნავებს, მზისა, შეიშნობსო შავსაც. ბარე გადაილის ზვავად ბევრი წელი, მინამ გაუხუნებს თავშალს. ამაყი არისო ხევსურის დიაცი, ამაყად დაუხვდა სიკვდილს: უმძრახ უმასპინძლა, უმძრახად იცდიდა, მემრე გადაცილა ბილიკს... ქალ მაინც ჰყოლოდა, ბედშავს იცოდებენ, გულს გადუყრიდაო სევდას. არცა ვაჟი ჰყავსო, ღმერთს ვერ მოუცლია, გამოღმას ჭორები სერავს. აფსუს, აქეთობას რარიგად ჰყვარობდნენ, ბეკიას დანიშნულ ქალწულს, როგორც საჩეჩელზე - მატყლს, ისე აჩეჩენ ხევებში ჩაწოლილ წარსულს. დაქვრივებულაო ამღას აშექალი, ქარი ხმებს ბექობებს მოჰფენს. თითქოს გუშინ იყო დაწინდული ქალი, მალვით რომ გასტაცეს სწორფერს...
ბეკიამ იკითხოს... ქალშავამ იკითხოს... ეჰ, რა ენაღვლება სოფელს?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რა ლამაზია აშექალივით.
5 რა ლამაზია აშექალივით.
5
11. დიდი მადლობა მეგობრებო, მიხარია რომ გხედავთ აქ, ამ ლექსზე :) დიდი მადლობა მეგობრებო, მიხარია რომ გხედავთ აქ, ამ ლექსზე :)
10. ზუსტად ვიცი რომ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.... შეფასება როგორიც ეკადრება
ზუსტად ვიცი რომ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.... შეფასება როგორიც ეკადრება
9. ისევ წავიკითხე. მომესურვილა.
ისევ წავიკითხე. მომესურვილა.
7. მართლა მშვენიერი ლექსია მართლა მშვენიერი ლექსია
6. ისევ გადავიკითხე და ეს: „როგორც საჩეჩელზე - მატყლს, ისე აჩეჩენ ხევებში ჩაწოლილ წარსულს.“ რა კარგია!
ისევ გადავიკითხე და ეს: „როგორც საჩეჩელზე - მატყლს, ისე აჩეჩენ ხევებში ჩაწოლილ წარსულს.“ რა კარგია!
5. გაგახარებთ ღმერთი. სათავფურცლეა! +5 გაგახარებთ ღმერთი. სათავფურცლეა! +5
4. ჟანრის კლასიკურია :) დავტოვე ხუთი ყოჩაღიანი აქ, უშურველად! ჟანრის კლასიკურია :) დავტოვე ხუთი ყოჩაღიანი აქ, უშურველად!
3. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
2. სახელი „აშექალი“ ძალიან მომწონს. თითქოს, სადღაც წამიკითხავს ეს ლექსი. 5. ჩემი აზრით „შერჩენია“ სჯობს „შარჩენიას“.
სახელი „აშექალი“ ძალიან მომწონს. თითქოს, სადღაც წამიკითხავს ეს ლექსი. 5. ჩემი აზრით „შერჩენია“ სჯობს „შარჩენიას“.
1. კარგი ხარ ქალავ, უემოციოდ ვერ წავიკითხე.
5 კარგი ხარ ქალავ, უემოციოდ ვერ წავიკითხე.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|