ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ნოემბერი, 2019


"მუხრანობიდან"

***
უამინდობამ გაართულა ნათლის დანახვა,
ტაძრიდან მაინც ცამდე აღწევს მზერა მლოცველის...
შეციებული და წელსუსტი,
მაინც ამაყად,
დგას საქართველო
ემიგრანტის შესამოსელით.

***
ზოგი პლანეტის მმართველობას იბრალებს ახლა,
ზოგიც უცხო გზებს და სივრცეებს ეთაყვანება,
მე და შენ ღმერთმა ეს ქვეყანა გვაჩუქა სახლად -
ხის ფესვებიდან კენწერომდე შესაყვარებლად.

***
ომის წლისთავზე
ქართულ დროშას თვალზე იფარებს
და ცრემლებს იწმენდს,
სამშობლოზე დარდით შემოსილს...
ლოცვით დარაჯობს თავგანწირულ გმირთა საფლავებს
გადარჩენილი ჯარისკაცი საქართველოსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები