 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 11 ნოემბერი, 2019 |
სანამ ნათლია მოკვდებოდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე თვალდახუჭული ჩამიყვანა სადარბაზოსთან. მეუბნებოდა სიუპრიზიაო და მეც გავრბოდი სიხარულით, მოლოდინებით, რადგან არასდროს განმეცადა სიურპრიზის გემო. რადგან არასდროს განმიცდია მოლოდინები. როცა თვალები გავახილე და ჩემს წინ მდგარი ველოსიპედი დავინახე დამეყვირა, თავისით, ასე. აქეთ-იქით ვურბენდი და სიხარულით ვერ მოვისაზრე მასზე დაჯდომა. მერე კი გულში ჩავიკარი ნათლიაჩემი. დილიდან საღამომდე დავაქროლებდი ველოსიპედს უბნის ქუჩებში. არ ვიღლებოდი. ბავშვბმა აბა რა იციან დაღლის ან ოფლის და მეც ათასჯერ შემოვუქროლებდი კორპუსებს, ბაღებს და არ ვფიქრობდი არაფერზე, გარდა ჩემი ველოსიპედის. მერე ვერაფრით ვერ ვუძლებდით, ვალებს, სიცივეს. ვეღარაფერი მოვიფიქრეთ, ( და თქვენც ხომ ხვდებით) გვერდზე უბანში მიაბარა მამამ მეჯართეს. ჩემი ბავშვობაც მიაყოლა, რაღაცა დოზით. და როცა ისევ განათდა სახლი, ანუ ჩაჭრილი დენი ისევ ჩართო, თელასიდან მოსულმა წვერებიანმა კაცმა და ტელევიზორი აშხრიალდა, ეზოდან ლუკამ დამიძახა - დაბლა ჩავედი. ვიდექით იქვე სადარბაზოსთან, ლუკას ცალ ხელში ეჭირა ბურთი და თამაშობდა - ახეთქებდა ხანდახან ასფალტს, როცა ჩემხელა, ანდაც ჩემზე მოზრდილი ბიჭი დავინახე ქუჩის გადაღმა მიაქროლებდა ველოსიპედს დიდი სიჩქარით. და ვუყურებდი ჯართში ჩაბარებული ჩემი ბავშვობის ქროლვას ნაწვიმარ ქუჩებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგია, ,კარგად შესრულებულია, თუმცა დროა, მომავალზე ვიფიქროთ. კარგია, ,კარგად შესრულებულია, თუმცა დროა, მომავალზე ვიფიქროთ.
1. ძალიან მომწონს 5+
ძალიან მომწონს 5+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|