3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, აკაკი შანიძის, შალვა ნუცუბიძისა და სხვა მამულიშვილების თაოსნობით საქართველოში პირველი ქართული უნივერსიტეტი დაარსდა. პირველ რექტორად ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით პეტრე მელიქიშვილი იქნა არჩეული. უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი ეროვნული მოძრაობის ხანაში - 1988 წელს მიენიჭა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ქართული საქმის სამსახურში იდგა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში რუსთის ბოლშევიკური მეთერთმეტე წითელი არმია შემოიჭრა. ივანე ჯავახიშვილმა თავის სტუდენტებს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდა. ბრძოლები კოჯორ-ტაბახმელასთან გაიმართა, დაღუპულთა შორის 20 წლის მარო მაყაშვილიც იყო.
1978 წელს ქართულ ენას საფრთხე დაემუქრა, სახელმწიფო ენად ,,რუსულის“ გამოცხადებას აპირებდა საბჭოთა კავშირის მთავრობა, რასაც საპროტესო აქციები მოჰყვა. აქციებს სათავეში თსუ-ს სტუდენტები ედგა, საბოლოოდ მათი ძალისხმევით 14 აპრილი ,,ქართული ენის დღედ“ გამოცხადდა.
1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. 1988 წელს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ინიციატივითა და რესპუბლიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.
1989 წლის 18 მარტს - აფხაზეთის სოფელ ლიხნში ეგრეთ წოდებული ,,აფხაზთა კრება“ გაიმართა, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოყოფას მოითხოვდნენ. 4 აპრილიდან უნივერსიტეტის სტუდენტობამ საპროტესტო აქციები დაიწყო, ხუთ დღეში საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა მშვიდობიანი მიტინგი დაარბიეს.
1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. სტუდენტების ბრძოლამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო და საქართველო თავისუფალი გახდა საბჭოთა იმპერიის სამოცდაათწლიანი მარწუხებისგან.
ოთარ რურუა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ოთარ რურუა
2. უკვე ათვისებულია სარითმო წყვილი „ეთქვა–ფეთქვა“ :)))
უკვე ათვისებულია სარითმო წყვილი „ეთქვა–ფეთქვა“ :)))
|