ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2019


იმედი

ახლაც ისე შორია მარტის პირველ რიცხვამდე...
ეს ამხელა ზამთარი მარტომ როგორ მოვირგო?..
შენს ადგილას რომ ვიყო მიგასწრებდი მისვლამდე...
მიგასწრებდი მისვლამდე, შენს ადგილას რომ ვიყო!
გახსოვს, ერთხელ გითხარი რომ წვიმები არ მიყვარს?
ჰო... წვიმების რიგები ჩამოდგება აწი+და(ნ)
ალბათ სევდა შემიპყრობს, ანდაც შიში ამიტანს...
შენს ადგილას რომ ვიყო გავჩნდებოდი წამიდან.
იცი?- ღამე ისეთი მზერით მიმზერს ფანჯრიდან,
თითქოს ადრეც ყოფილა მსგავსი ცეცხლის შეტევა,
შენს ადგილას რომ ვიყო დაგიწყებდი თავიდან,
დაგიწყებდი თავიდან "უბინაოს"- შეჩვევას.
უცებ საათს შევხედე... როგორ წყვილად მიჰყვება
ეს ისრებიც ერთმანეთს და მე ისე შემშურდა...
ქარი შეუსვენებელ ირონიად იღვრება...
ქარი ირონიული თითქოს მაინც შეძრწუნდა!
------------------
ახლაც ისე შორია მარტის პირველ რიცხვამდე...
ეს ამხელა ზამთარი მარტომ როგორ მოვირგო?..
შენს ადგილას რომ ვიყო მიგასწრებდი მისვლამდე...
მიგასწრებდი მისვლამდე, შენს ადგილას რომ ვიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები