ეს ქოცია და ის კი ნაცია, გადაირია მთელი ნაცია?! მაგრამ ჩვენი ძმა პაოლო ერთი უბრალო კაცია.
გავიდა ერთხელ მიტინგზე, არც აცხელა, არც აცია;
ყურის დაგდება უნდოდა, მაგრამ ხალხს გაუტაცნია.
რა ქნას ბატონმა პაოლომ? ერთი უბრალო კაცია. გამორჩეულად არასდროს არც ახურავს, არც აცვია;
და მოუწია მიტინგზე პოლიტიკური აქცია; სიტყვით გამოსვლაც მოსთხოვეს შეიქნა გაწა - მაწია. . .
დაფიქრდა ჩვენი პაოლო, არცთუ სულელი კაცია; დასძახა: მარჯვედ იდექით! ნუ კი იქნებით ცაცია!
გულზე მჯიღიც კი დაირტყა - - სამშობლომ გმირად აქცია.
და მერე? მერე ის მოხდა: ღამემ დღე გადააქცია. . . მაგრამ პაოლო ჯერ ისევ იდეებს გაუტაცია. . .
ბევრი იფიქრა, არც ძილი, ჩაიც კი მთლად გააცია. . .
მოადგნენ, დაინტერესდნენ: ვინ არის? ვისი კაცია? დგას და თავსაც კი იმართლებს, სიტყვები არ გააცია;
მხოლოდ სიტყვა ვთქვი, რა მერე? დამადგა დელეგაცია; მე ხომ დიდება არ მინდა, არც ტაში, არც ოვაცია!
დატოვეს გაოცებული, არც დარჩა რამ რეაქცია. . .
და ახლა ისევ მარტოა, სადღაც შორს დარჩა აქცია. რა ქნას? რა უყოს? ასეა: ერთი უბრალო კაცია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საქართველოს აბსურდული ყოფა :)))
საქართველოს აბსურდული ყოფა :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|