 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 12 დეკემბერი, 2019 |
მე გამოვჭერი მუყაოსგან საქანელები, ხეები, ქვები, ნამცეცები კი იყო ქვიშა, ქვები, ხეები, ნამცეცები, საქანელები, ჭაობში მიმაქვს, იქ უნდა ვმწყემსო საძოვრებზე. რძე, ყველი, ხაჭო, ვაძლიო ვაჭარს. ყელში წაჭერილ თოკზე ვაბა სველი პერანგი, წყვილი წინდა, ლექსის სქოლიო, წელში მოხრილმა ცხენი ვწკეპლო, ხელი უღრანი, გავუსვა ზურგზე, მტკივან სქოლიოზს და ხელში შემრჩეს მხოლოდ ფიჭა, თხელი ფუტლარი. თითებით ვვარცხნი ცხენის ფაფარს, ქარში მობრანძულს, ქარი ტანს მიჭამს და ისევ ძვლებში ატანს. მე გამოვჭერი მუყაოსგან ჩემი შვილები, მათი ხმები, მათი სიტყვები, ნამცეცები კი იყო ხსოვნა. ამაოდ მოვთქვამ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა შეფასებისთვის! მადლობა შეფასებისთვის!
3. კარგი მერიენი ხარ, კარგი მერიენი ხარ,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|