პა, დე, დე. პა, დე დე. ერთ, ორ, სამ, ერთ, ორ, სამ, მიარხევს ტბა გედებს, ტბის ძირში მზე მოსჩანს. მზე დილას ადედებს, ვარდისფრად,იისფრად, ოქროსფრად ...დრო დედებს სევდისფრად შემოსავს.. მთვარეზე ალაგებს, თან, ნელნელ უმატებს წლებს, როგორც სიძველით, გაცვეთილ პუანტებს. პა დე დე, პა დე დე. ერთ ორ სამ! ერთ ორ სამ! არ ჩანან დენდები... შორად , სჩანს მზის ჩასვლა. მაცეკვე, კვლავ, დედი. მაცეკვე, , გეთაყვა. სანამდე დავბერდი, სანამდე დედა გყავს. სანამ დღემითვლილი გავყვები უცნობ გზას. სანამდე ,სიკვდილი მიკეთებს რევერანსს. პა დე დე, პა დე დე... ერთ, ორ, სამ, ერთ, ორ, სამ... ბინდდება, კრთებიან ლანდები გედების, ცეკვავენ,ცეკვავენ, ცეკვავენ ღამის ვალსს ... პა. დე დე, პა დე დე ერთ ორ სამ ერთ ორ სამ... ,
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომაგონა როგორ მთხოვდა დედაჩემი მაცეკვეო :(( დაჭერილია ზუსტად მომაგონა როგორ მთხოვდა დედაჩემი მაცეკვეო :(( დაჭერილია ზუსტად
9. "მაცეკვე, კვლავ, დედი. მაცეკვე, , გეთაყვა. სანამდე დავბერდი, სანამდე დედა გყავს." რა ლამაზი ლექსია
"მაცეკვე, კვლავ, დედი. მაცეკვე, , გეთაყვა. სანამდე დავბერდი, სანამდე დედა გყავს." რა ლამაზი ლექსია
7. ვალსის მუსიკა და რიტმი ლექსად.
თემატიკა ჩემთვის მგრძნობიარე უბნებზე დიდი კვალის დამტოვებელია.
მომწონს ეს ლექსი, ძალიან. ვალსის მუსიკა და რიტმი ლექსად.
თემატიკა ჩემთვის მგრძნობიარე უბნებზე დიდი კვალის დამტოვებელია.
მომწონს ეს ლექსი, ძალიან.
5. ძალიან მომეწონა, ჩემს გულის სიმებს შეეხო მელოდია, შინაარსი და გრაფიკაც. ძალიან მომეწონა, ჩემს გულის სიმებს შეეხო მელოდია, შინაარსი და გრაფიკაც.
4. კარგი მელოდიაა, რიტმიც. კარგი მელოდიაა, რიტმიც.
3. გმადლობთ, ჩემო ძვირფასებო. (გულის სმაილიკი) :)) გმადლობთ, ჩემო ძვირფასებო. (გულის სმაილიკი) :))
2. როგორი რიტმულია, ცეკვავს რითმებიც ++ როგორი რიტმულია, ცეკვავს რითმებიც ++
1. მიყვარს თქვენი შემოქმედება, თქვენი ხელწერა გაქვთ. 5 მიყვარს თქვენი შემოქმედება, თქვენი ხელწერა გაქვთ. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|