ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2019


უსასრულოდ...

შენ ალბათ ახლა ისევ მარტო სეირნობ ღამით,
მეც ისევ ისე, ინსტიქტურად  გამვლელებს ვითვლი...
იცი?- მგონია შენი გრძნობის შემომრჩა ვალი...
უნდა დავბრუნდე, ვიდრე მჯერა, რომ კვლავაც მიცდი.
შუადღის პირზე გამოფენილ ზამთრის ქარებში
მზეც ალბათ ისევ ეხეთქება შენს პერანგს- ცისფერს...
მახსოვს, ყოველთვის ამ პერანგის ალი  თვალებში
წვებოდა მიზნად და მე მინდა რომ დღესაც იწვეს.
ძნელია ვიცი ეს ქუჩები ისევ თავიდან
გაივსოს ჩვენით და ხელახლა დანაყრდეს ღამე,
ვიცი და მაინც ამ დღეს, ამ წუთს და ამ წამიდან
მე ბედისწერა კვლავ მომაყრდნობს შენს ნაჩვევ კარებს.
ძვირფასო... იგრძნობ... უეჭველად დათბება შენში
უცებ და ცაზეც სხვაგვარ შტრიხებს მოხაზავს ელვა,
თვით ცისარტყელა ჩაამატებს იმ შვიდგვარ ფერში
ჩვენფერს და ახლად დაიწყება ფერადი ღელვა.
მერე კი აღარ დავეტევით ქუჩაში მართლაც,
ვიქნებით ყველგან, ყველა დროში და მზესთან ახლოს...
ჩამოსხდებიან გამვლელები ტყის პირა სახლთან-
აქ ცხოვრობდაო იტვიან და...
თუმც დღესაც სახლობს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები