 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2019 |
სხვანაირ მზეს მივეჩვიე, რომელიც თოვლში, კვერცხის გულივით, დნება. მცხობელი ვარ, ტკბილეულს ვამზადებ მათთვის, ვისაც ცხოვრებისგან ძალა ეცლება და ბედნიერების შეგრძნებას კარგავს. თითქოს გაცივდნენ, რეცეპტორებმა მუშაობა შეწყვიტეს, ისინი კი ვერც მიხვდნენ, როდის გაუვიდა გემო მზის ამოსვლას და ლაყე კვერცხივით მყრალ დღეებს იტანენ. მე კი, სხვანაირ მზეს მივეჩვიე, ათქვეფილ ცილაში ჩაგდებული ყვითელი გულივით ნაზს. მინდა ყველაფერს გემო გავუსინჯო, და მძაღე დღეებსაც მოვაყარო ცოტაოდენი შაქრის პუდრა. ყველაფერი ცხვება, ღრუბლებიდან გამოწურული ლიმონი, ორთქლდება და ოხშივარი ასდის ნესტიან მიწას. აი, მრგვალი, მბრუნავი სამზარეულოც. ვინ არ არის კონდიტერი?! ჩვენს ქუჩაზე მობინადრე მესაფლავე? მისი საქმიანობა გამუდმებით მაგონებს შოკოლადის ტორტის ულუფებად დაყოფას. ხელში ოდნავ მძიმე ნიჩაბი უჭირავს და მიწაში ათავისუფლებს ადგილს, პატარა ინგრედიენტისთვის, ეს ხომ იგივეა? მისი მოწყენა კი მაკვირვებს. ნუთუ მისი ცხოვრება, მთავარი არ არის?! ის ხომ მათ აცხობს ღუმელში, ვისაც ბედნიერება ვერ გავასინჯე. აი, მიირთვით, მწერლისგან გამომცხვარი ხრაშუნა ტექსტი, გემო არა აქვს, მხოლოდ სიტყვებს უნდა დაატანოთ გონება, ისიც ერთვარი რეცეპტორია, გრძნობთ სიტყვების გემოს? მე ცხობა უნდა გავაგრძელო, როგორც უბრალო კონდიტერმა, სიტყვების ბევრი არაფერი გამეგება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მადლობა თქვენ! მადლობა თქვენ!
18. რაღაც ძალიან ნაცნობი ხელია :)
გემრიელად მივირთვი, გმადლობ!
5 რაღაც ძალიან ნაცნობი ხელია :)
გემრიელად მივირთვი, გმადლობ!
5
17. ვერ გიპასუხეთ დროულად, ტელეფონიდან ვერ ვტოვებ კომენტარს. შეცდომა ჩავასწორე.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ჩემთვისაც ამ მხრივ იყო საინტერესო ამ გვერდზე გამოქვეყნება და იმედი მაქვს, თავს არ მოგაბეზრებთ. ვერ გიპასუხეთ დროულად, ტელეფონიდან ვერ ვტოვებ კომენტარს. შეცდომა ჩავასწორე.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ჩემთვისაც ამ მხრივ იყო საინტერესო ამ გვერდზე გამოქვეყნება და იმედი მაქვს, თავს არ მოგაბეზრებთ.
16. რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ შემოსვლა მეზოზინებოდა, კარგი ავტორები ერთხელაც გაიკრიფნენ და დარჩა ცოტა და ის ცოტაც ზარმაცულად დარჩა. მიხარია რომ ახალ-ახალ სახეებს, საინტერესო ხედვებით და ნაწერებით ვხედავ აქ, მიყვარს აქაურობა და მენანება სიხალვათისთვის. სულ ვადევნებ თვალს რასაც აქვეყნებ და მომწონს უმეტესად. ეს არაა მათ შორის საუკეთესო, თუმცა განსხვავებას რაღაც სტანდარტულიდან რომ გაგრნობინებს კიტხვისას, უკვე კარგია. წარმატებები.
რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ შემოსვლა მეზოზინებოდა, კარგი ავტორები ერთხელაც გაიკრიფნენ და დარჩა ცოტა და ის ცოტაც ზარმაცულად დარჩა. მიხარია რომ ახალ-ახალ სახეებს, საინტერესო ხედვებით და ნაწერებით ვხედავ აქ, მიყვარს აქაურობა და მენანება სიხალვათისთვის. სულ ვადევნებ თვალს რასაც აქვეყნებ და მომწონს უმეტესად. ეს არაა მათ შორის საუკეთესო, თუმცა განსხვავებას რაღაც სტანდარტულიდან რომ გაგრნობინებს კიტხვისას, უკვე კარგია. წარმატებები.
15. ,,გამუდმებით შოკოლადის ტორტს მაგონებს მისი საქმიანობა'' - ამ ეპიზოდზე რისი თქმა შეუძლია ავტორს დაკვირვების შემდეგ? :|
მომწონს ხედვა და ხელწერა +3 ,,გამუდმებით შოკოლადის ტორტს მაგონებს მისი საქმიანობა`` - ამ ეპიზოდზე რისი თქმა შეუძლია ავტორს დაკვირვების შემდეგ? :|
მომწონს ხედვა და ხელწერა +3
14. დამ დამ. +5 იშვიათი ავრორი. დამ დამ. +5 იშვიათი ავრორი.
12. 4 ქულა . ბოლო უგემური იყო , აი დასაწყისი ძალიან მომეწონა . კარგად წერ 4 ქულა . ბოლო უგემური იყო , აი დასაწყისი ძალიან მომეწონა . კარგად წერ
10. ვიღებ შენს შეფასებებს და შენიშვნებსაც, იმის თქმა მინდოდა, რომ ვინმე ცნობილი ავტორი არ ვარ.
ვიღებ შენს შეფასებებს და შენიშვნებსაც, იმის თქმა მინდოდა, რომ ვინმე ცნობილი ავტორი არ ვარ.
9. ვიღებ შენს შეფასებებს და შენიშვნებსაც, იმის თქმა მინდოდა, რომ ვინმე ცნობილი ავტორი არ ვარ.
ვიღებ შენს შეფასებებს და შენიშვნებსაც, იმის თქმა მინდოდა, რომ ვინმე ცნობილი ავტორი არ ვარ.
8. არ მილაპარაკია მე შენს ვინაობაზე ტექსტზე მეტი! არ მილაპარაკია მე შენს ვინაობაზე ტექსტზე მეტი!
7. აქაური ლეგენდა არ ვარ. ნიკის უკან არ ვიმალები, ეს ტექსტები სხვაგანაც იძებნება ავტორით, მაგრამ ჩემი ვინაობა იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, რასაც ვწერ. აქაური ლეგენდა არ ვარ. ნიკის უკან არ ვიმალები, ეს ტექსტები სხვაგანაც იძებნება ავტორით, მაგრამ ჩემი ვინაობა იმაზე მნიშვნელოვანი არ არის, რასაც ვწერ.
6. ცოტა უცნაურია, არსაიდან ჩნდება ასე მაგარი ავტორი, მოაქ სიახლე! მესაფლავეზეც კი ახალს ამბობს! ჰო, მეტი რა ქნას?! არც ისაა გამორიცხული ამ "სისწერვის" მიღმა ვინმე აქაური ლეგენდა იმალებოდეს, თუმცა ასეა თუ ისე, საიტის წევრებს ვურჩევ შემოვიდნენ აქ და იკითხონ! +5 მართლა კარგად წერ! ვინც არ უნდა იყო :) ცოტა უცნაურია, არსაიდან ჩნდება ასე მაგარი ავტორი, მოაქ სიახლე! მესაფლავეზეც კი ახალს ამბობს! ჰო, მეტი რა ქნას?! არც ისაა გამორიცხული ამ "სისწერვის" მიღმა ვინმე აქაური ლეგენდა იმალებოდეს, თუმცა ასეა თუ ისე, საიტის წევრებს ვურჩევ შემოვიდნენ აქ და იკითხონ! +5 მართლა კარგად წერ! ვინც არ უნდა იყო :)
5. „კონდიტერზე“ რატომღაც „პარფიუმერი“ გამახსენდა.
„კონდიტერზე“ რატომღაც „პარფიუმერი“ გამახსენდა.
4. ასეთი კომენტარები არ მიყვარს და არ ვუპასუხებ. ასეთი კომენტარები არ მიყვარს და არ ვუპასუხებ.
3. ნუ შეურაცხყოფთ ჩემს ინრელექსტს მერიენ, რა საჭიროა გონება დაამატეთო, თქვენ კერძი მოგვეცით და ჭამა ჩვენზეა :) ნუ შეურაცხყოფთ ჩემს ინრელექსტს მერიენ, რა საჭიროა გონება დაამატეთო, თქვენ კერძი მოგვეცით და ჭამა ჩვენზეა :)
1. გასინჯეთ, სანამ ცხელია! გასინჯეთ, სანამ ცხელია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|