| ავტორი: ბელა-ჩელა ჟანრი: პოეზია 12 თებერვალი, 2009 |
ვცდილობ, ვისწავლო დავიწყება ტკივილის სწრაფად, რადგან გზადაგზა გახარების ვკარგავდი უნარს, ვერ ვაღიარე, საყვარელო, სამყურა ვარდად, მაგრამ ამაზე სულაც არ ვწუხვარ. ნეტავ რა არის, ჩემთა თვალთა ნავსაყუდლიდან, ციცინათელას ციმციმით რომ სადღაც გაფრინდა?! მე რაც კი მითქვამს, ამომითქვამს იგი გულიდან, სხვისთვის არასდროს მიმზერია მტრული საფრიდან. მტოვებს ყოველი, რაც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი, თავშესაფარი -- სიამაყე, დაცხრილეს წლებმა, ვგრძნობ უკანასკნელ სიმაგრემდე, გულის გულამდი, მიმყვება თითქოს არყოფნის სევდა. შორეულ სივრცეს უკვე ვუმზერ უცხო იმედით, ყოფნის სურვილი მიასილა ტალღამ ჯებირებს, მე ცხოვრებიდან მოთმინებით ტკივილს ვიღებდი და ამით მიდგას სული ჯერ კიდევ... და იმ იმედით, რომ სიყვარულს აქვს თეთრი ფრთები, მივა ყველასთან, გავიგონებ წეროთა რიალს... ...გაზაფხულია, ადიდებულ გრძნობის მდინარეს, ეტყობა, ჩემი ტკივილიც მიაქვს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. ქალბატონო ბელა,თქვენი ლექსები ყველანი გამორჩეულები არიან! :) მენატრება თქვენი მოსმენა :-* ქალბატონო ბელა,თქვენი ლექსები ყველანი გამორჩეულები არიან! :) მენატრება თქვენი მოსმენა :-*
16. მე ცხოვრებიდან მოთმინებით ტკივილს ვიღებდი და ამით მიდგას სული ჯერ კიდევ...
და:
...გაზაფხულია, ადიდებულ გრძნობის მდინარეს, ეტყობა, ჩემი ტკივილიც მიაქვს.
ძალიან ღრმა და მოულოდნელი აზრობრივ-ემოციური კავშირია მიგნებული... მე ცხოვრებიდან მოთმინებით ტკივილს ვიღებდი და ამით მიდგას სული ჯერ კიდევ...
და:
...გაზაფხულია, ადიდებულ გრძნობის მდინარეს, ეტყობა, ჩემი ტკივილიც მიაქვს.
ძალიან ღრმა და მოულოდნელი აზრობრივ-ემოციური კავშირია მიგნებული...
14. გულწრფელობა... გაიხარეთ! გულწრფელობა... გაიხარეთ!
12. ვცდილობ, ვისწავლო დავიწყება ტკივილის სწრაფად, რადგან გზადაგზა გახარების ვკარგავდი უნარს, ვერ ვაღიარე, საყვარელო, სამყურა ვარდად, მაგრამ ამაზე სულაც არ ვწუხვარ. ნეტავ რა არის, ჩემთა თვალთა ნავსაყუდლიდან, ციცინათელას ციმციმით რომ სადღაც გაფრინდა?! ვცდილობ, ვისწავლო დავიწყება ტკივილის სწრაფად, რადგან გზადაგზა გახარების ვკარგავდი უნარს, ვერ ვაღიარე, საყვარელო, სამყურა ვარდად, მაგრამ ამაზე სულაც არ ვწუხვარ. ნეტავ რა არის, ჩემთა თვალთა ნავსაყუდლიდან, ციცინათელას ციმციმით რომ სადღაც გაფრინდა?!
11. ბოლოს ოდნავ ბანალურია ბოლოს ოდნავ ბანალურია
10. ჩვენც ვისწავლოთ! ჩვენც ვისწავლოთ!
9. კარგია!
ეს ფრაზები განსაკუთრებით:
რადგან გზადაგზა გახარების ვკარგავდი უნარს...
მე ცხოვრებიდან მოთმინებით ტკივილს ვიღებდი და ამით მიდგას სული ჯერ კიდევ...
კარგია!
ეს ფრაზები განსაკუთრებით:
რადგან გზადაგზა გახარების ვკარგავდი უნარს...
მე ცხოვრებიდან მოთმინებით ტკივილს ვიღებდი და ამით მიდგას სული ჯერ კიდევ...
7. მშვენიერია! მშვენიერია!
6. მე რაც კი მითქვამს, ამომითქვამს იგი გულიდან
მეც ეგრე ვარ :) და წარმატებები შენ :) მე რაც კი მითქვამს, ამომითქვამს იგი გულიდან
მეც ეგრე ვარ :) და წარმატებები შენ :)
5. დამაკლდა რაღაც, შინაგანი სიმართლე თუ გრძნობა... 4 დამაკლდა რაღაც, შინაგანი სიმართლე თუ გრძნობა... 4
3. შესანიშნავია, გისურვებ წარმატებებს! :)5 შესანიშნავია, გისურვებ წარმატებებს! :)5
2. საოცარიააა!!! მე მართლა გულრწფელად ვამბობ: - მიხარია შენი გამოჩენა საიტსა ამასა ზედა!!! არაჩვეულებრივი ლექსია!!! გილოცავ!!! საოცარიააა!!! მე მართლა გულრწფელად ვამბობ: - მიხარია შენი გამოჩენა საიტსა ამასა ზედა!!! არაჩვეულებრივი ლექსია!!! გილოცავ!!!
1. ბრწყინვალეა. ჩემი გულწრფელი მოწონება. წარმატებები შენ. ბრწყინვალეა. ჩემი გულწრფელი მოწონება. წარმატებები შენ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|