ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2019


უნდა შეგეძლოს



უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის ამოჩრა
იღლიაში იმ  სპორტის თხელი გაზეთის მსგავსად,
ხანდახან დიდი მოლოდინით რომ ყიდულობდი
შესამოწმებლად ანგარიშის, ნაღდი კუშების,
წინა დღით რომ გადააჯგუფე ვიღაცის რჩევით,
ან საკუთარი ლოგიკითვე უკარი კინწი
-არ გაგიმართლა და დაჭმუჭნე.
უნდე შეგეძლოს საკუთარი თავის ჩაჩურთვა
უბეში რუხი კოლოფივით, მოხერხებულად,
რომელშიც მწყობრად ალაგია ღერები სადა,
ტუჩებში მყარად მოქცევამდე ცეცხლის ლოდინით,
მეზობელმა რომ ვერ შეგნიშნოს თორემ დაგასმენს,
მერე მოგიწევს იმდენივე ტყუილი - არა
წინადადებებს შთამბეჭდავად რომ წაუმძღვარო,
რამდენი ღერიც დაგრჩენია უშნო კოლოფში,
რომ გაიმართლო თავი შენი ასაკის გამო
და შენარჩუნდე წესიერ ბავშვად.
უნდა შეგეძლოს საკუთარი თავი გამოჭრა,
თარგის მიხედვით პერიოდის შესაბამისად,
ცნობისმოყვარე ჩასუნთქვებით ზომო ნაბიჯი
და ზრდამდე ასე მიაღწიო. შენზე ზრუნავენ.
არ დაივიწყო შენზე ასე შიშით ზრუნავენ
- გზას რომ არ აცდე, ან ისე არ წაიფორხილო,
საპატიმროში ამოჰყო თავი.
მერე იქიდან დაამშვიდო ვისაც ახსოვხარ,
ვისაც თითქოსდა ცხოვრებაში არ გაუმართლე,
ვისაც ისედაც იმედები ვერ გაუმართლე,
და საერთოდაც ცხოვრებასვე ისე ჩამორჩი,
როგორც ქარავანს სნეული ჯორი.
დროებითია ყველა ფიქრი ჩამორჩენაზე,
არ გაუცხოვდე, შენი გზაა დაუფარავი,
უანდერძო და უმოზაიკო.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები