ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 დეკემბერი, 2019


კაფკა-პროცესი, როგორც გაღვიძების რომანი. (კ. ს გამოღვიძების ანალიზი)

როგორც ვიცით ,,პროცესი“ გაღვიძებით იწყება, რუტინის დარღვევით, ცნობიერის ახლიდან ჩატვირთვით. რომანის პირველ თავში იმ ყველაფრის გახსენება ხდება რაც დავიწყებული ქონდა კ-ს. ის ეძებს პირადობას, რაც მისი პიროვნულობის ძებნაში გამოიხატება, იპოვის ველოსიპედის მართვის მოწმობას და აღარც ახსოვდა, რომ ოდესმე ეს აღებული ჰქონდა, ახლიდან აღმოაჩენს თავის თანამშრობლებს. რომანის პირველი თავი სრულდება დაძინებით, გამორთვით. კაფკასთვის მნიშვნელოვანია რა ხდება გაღვიძების შემდეგ, ანუ არსებობისას, ანუ ცნობიერებისას, კაფკას ამ ინტერესმა მიბიძგა სრულიად საწინააღმდეგოს ძიებისკენ, როგორიცაა სიტუაციები და რომანები სადაც ყველაფერი დაძინების შემდეგ, დავიწყების შემდეგ, წაშლის და სიკვდილის შემდეგ იწყება, სადაც პირიქით მყოფობიდან არმყოფობაში გვიწევს გადასვლა რამე რომ გავიგოთ.
იმდენად მკაფიოთაა გამოყოფილი გაღვიძების ეპიზოდი, რომ აშკარაა და უეჭველია ეს ავტორის მინიშნება უნდა იყოს მკითხველისთვის, თითქოს ის გამოღვიძებას გვთხოვს რათა უკვე ,,ჩატვირთულებს“ გაგვიძღვეს პროცესის სამყაროში, უკეთესად რომ შევიცნოთ და აღვიქვათ ის. შევეცდები ვილაპარაკო, დაძინებისა და დავიწყების ნაწარმოეზე და ასე გავიკვლიო გზა გაღვიძების რომანის შეცნობისკენ. ჯეიმს ჯოისის მოთხრობათა კრებული ,,დუბლინელები“ არის ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთაგანი რომელსაც დაძინების რომანად აღვიქვამ. კრებულის პირველ მოთხრობაში ,,დები“ ავტორი კლავს მღვდელს რომელსაც ჯეიმსი ერქვა სანამ მოკვდება მღვდელი ცდილობს ბავშობის ადგილებში დაბრუნდეს, რათა გაიხსენოს ის წლები. ეს მღვდელი იყო სულიერი და გონებრივი ლიდერი პატარა ყმაწვილი ბიჭისა, იმდენად მკაფიოა ეს მიმართება, რომ ვირგილიუსი და დანტე თავისთავად გიხტება თავში ძალისხმევის გარეშე. წარმოიდგინეთ, ავტორი არქმევს პერსონაჟს თავის სახელს და შემდეგ პირველივე გვერდზე კლავს მას და აიძულებს გაიხსენოს ბავშობა. ანუ დანარჩენი ყველა მოთხრობა მკვდარი ავტორის დაწერილი გამოდის, და რა ხდება ბოლო მოთხრობაში ,,მკვდრები“? მთავარი პერსონაჟი იყურება ფანჯრიდან და ხედავს როგორ ედება მის თვალწინ არსებულ სამყაროს თოვლის თეთრი საბურველი, ანუ როგორ მიეცემა ის დავიწყებას (როგორც ვიცი ხშირად ლიტერატურაში ეს მეტაფორა სწორედ ამ იდეის გამოსახატად გამოიყენება), მანამდე ის, როგორც დანტე, გადაივლის მდინარეს რომელიც შეგვიძლია დავიწყების მდინარედ მივიჩნოთ როგორიცაა ნაწარმოებში ,,ღვთაებრივი კომედია“. დუბლინელები იწყება ეპიზოდით როდესაც ეს პატარა ,,დანტე“ გარედან იყურება ფანჯარაში რათა მკვდარი მასწავლებელი დაინახოს, და მთვარდება ფანჯრის შიგნიდან გარეთ ყურებით, რაც გვაფიქრებინებს რომ კრებული სარკისებულია. ანუ ავტორს სჭირდება რომ მოკვდეს, სჭირდება რომ გაიხსენოს, რათა გაგვიძღვეს ჯოჯოხეთში, როგორც ვირგილიუსი დანტეს, რისი გავლითაც სამოთხეში გადავალთ,  მაგრამ ჯოჯოხეთს რომ თავი დააღწიო და სამოთხეში გადახვიდე გჭირდება დავიწყება, ყველაფრის დავიწყება, ,,დავიწყების მდინარის“ გავლა. და რა ხდება პროცესში, ვის ქვია ფრანცი? პირველ საქმის აღმსრულებელს, ვინკ კ-ს მიუჩინეს საყარაულოდ, ვინც კ-ს განუცხადა რომ ბრალდეული იყო. ანუ ვინ იქნება ჩვენი მსაჯული? თავად კაფკა, რომელიც მეორე ,,ყარაულის“ თქმით წესდებას არ მიყვება და თბილად გვექცევა, ვფიქრობ ავტორი გვეუბნება რომ გაცილებით მეტ ,,სასჯელს“ ვიმსახურებთ და გაცილებით დიდ სამსჯავროს ვიდრე პროცესია, მაგრამ თავისივე ნებით გვეპყრობა თბილად. ვფიქრობ ავტორმა უბრალოდ დაგვინდო და შედარებით ,,რბილი“ პროცესი დაგვიტოვა.  რას გვთხოვს კაფკა რომანის დასაწყისში? გვთხოვს რომ გავიღვიძოთ, გვთხოვს რომ გავიხსენოთ ჩვენი იდენტობა და თუ ღვთაებრივ კომედიაშიც და დუბლინელებშიც და ზოგადად ქრისტიანობაში ჯოჯოხეთი ყველაფრის ხსომად და სამოთხე ყველაფრის დავიწყებად ითვლება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ კაფკას სურს ჯოჯოხეთში გაგვიძღვეს. გამოდის რომ კ ვართ ჩვენ ყველა და ავტორმა კი გამოგვიცხადა რომ ჩვენი პროცესი დაიწყო და თავად გაგვიძღვება მასში ანუ ჯოჯოხეთში და ჩვენ რას ვაკეთებთ იმის შემდეგ როცა ავტორს, ანუ ფრანცს შევხვდებით? ვაშლს ვჭამთ, თითქოს ავტორმა წაგვართვა ჩვენი სამოთხე, წაგვართვა ჩვენი ძილი რათა შეგვაცნობინოს ჭეშმარიტება ,,ბოროტი და კეთილი“, ეს იქიდანაც ჩანს რომ კ-ს ანუ ჩვენ, მაინცდამაინც კვირა დღეს მოპარავს, კვირას რომელიც უფალს უნდა მიუძღვნას. პირდაპირ შემიძლია ვთქვა  და გავიმეორო, რომ კაფკა გვართმევს ღმერთს და გვტოვებს დაუცველებს საკუთარი იდენტობის და პროცესის წინაშე. აქ ჩვენ ვიქნებით ჩვენივე თავების მხსნელები, რადგან ჩვენ ვართ იოზეფ კ.-ები რაც ფონეტიკურადაც ძალიან გავს იესო ქ-ს.
თუმცა ძიებისას ასევე ჩამომიყალიბდა მეორე ხედვაც რაც შეიძლება სრულებით საპირისპიროა ზემოთ წარმოთქმულთან, მაგრამ არ გამორიცხავს. მინდა იესოს გაღვიძება განვიხილო. უფლის გაღვიძის ორი სცენა მახსენდება სახარებიდან: ერთი როდესაც უფალი მოციქულებმა ღრმა ძილისგან გააღვიძეს და მეორე მის მკვდრეთით აღდგომა. პირველი გაღვიძების შემდეგ რა ქნა უფალმა? შერისხა ქარები და დაწყნარდნენ ისინი, ამის შემდეგ ის პეტრემ ღმერთათ ცნო და ეთაყვანა, თითქოს ჩვენც ჩვენი შესაძლებლობების გამოსახატათ გაღვიძება გვჭირდება და კაფკაც სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს გაღვიძებისკენ. მეორე გაღვიძების შემდეგ კი რაც მოხდა ყველამ ვიცით, უფალმა გაგვიხსნა სამოთხის კარი და შესაძლებელი გახადა ჩვენთვის ღმერთამდე ასლა, აქაც გვჭირდება გავიღვიძოთ რათა ჩავწვდეთ კაფკას ნააზრევს, რათა გაგვეხსნას კარი მისი დახურული საგანძურისკენ, როგორც ზემოთ ვთქვი, მისი დანახული „ჭეშმარიტებისკენ“.
ასევე მახსენდება ადამის ძილი და გაღვიძება. როცა ადამმა დაიძინა უფალმა ევა შეუქმნა მისი ნეკნიდან.  ანუ ძილში დაკარგა ნეკნი, მისი ხორციელი ნაწილი და გაღვიძებისას კი დახვდა ქალი, რომელმაც შემდეგ აცდუნა და ვაშლის ჭამისკენ უბიძგა. ასევე კ-მ გაღვიძებისას დაკარგა საუზმე, რამაც აიძულა ეჭამა ვაშლი.
თუმცა სუბიექტურად უფრო პირველ და მესამე ვარიანტის გაერთიანებას ვემხრობი და უფრო მომწონს. რადგან შემდეგ კიდევ ბევრი ,,ნამიოკია“ იმისა რომ ნამდვილ ადამიანურ სამყაროში მოგვიწევს გადასვლა, რაც ეტაპობრივად ხდება. გავიხსენოთ რას თხოვს მცველი კს ზედამხედველთან შეხვედრამდე, რომ ჩაიცვას უკეთესად, ეს ძალიან გავს ადამის და ევას შემოსვავ უფლის მიერ რადგან ახალ სამყაროში შესასვლელად მხოლოდ გღვიძება და ვაშლის ჭამა არ იყო საკმარისი. ასევე კაფკა გვეუბნება რომ პროცესისთვის (ჯოჯოხეთისთვის), ჯერ მაინც არ ვართ მზად, ვინაიდან კანცელარიის შენობაში, რომელიც ძალიან გავს საზვერეებს, სული გვეხუთება. მგონია რომ ტექსტში კიდევ ბევრი გაღვიძების მომენტი გველოდება და ჯერ საკმარისად არ გვღვიძავს, აღტაცებული ვარ და ერთი სული მაქვს როდის ჩავამთავრებ პროცესს, როდდის გავიღვიძებ საბოლოოდ და როდის დავიბრუნებ ჩემს იდენტობას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები