არა, კი არ გამქრალხარ, მხოლოდ გულის კუთხეში, დამნაშავე ბავშვივით, დროებით მოგათავსე... არა, კი არ დამღალე, ან მსურს რამე შევცვალო... უბრალოდ ამ წუთებში ამ დეკემბრის გასასვლელს მინდა ფიქრი შევშალო, მინდა ფიქრმა შემშალოს ხელახლად და თავიდან ისევ რომ ამერიოს დაწყობილი აზრები ისევე რომ ამებნას... და ვიფიქრო გარედან რა აზრი აქვს აბა აზრს, ბევრჯერ თუ არ დაიბნა? ან თუნდაც ეს წესები, ან კანონთა მისია ჰო, ჰო რის მაქნისია თუ ხშირად არ დაირღვა?.. ხოდა მინდა ახლიდან გავგიჟდე და გავივსო ახალბედა სურვილით, ახალბედა დარდებით... ყოველ ფეხის ნაბიჯზე მინდა ვნება დავიცხო და ამჯერად ჯანსაღად დავარღვიო საზღვრები! ............. მინდა ერთად გავგიჟდეთ!..