როგორც მოგეხსენებათ, ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. თუმცა, ადამიანმა უარყო გაღმრთობის გზა და გაცხოველება არჩია. ამიტომაც მოუვლინა ღმერთმა წარღვნა ადამიანებს ნოეს დროს, ამიტომაც გაანადგურა სოდომი და გომორი, ამიტომაც დაუშვა უამრავი ქალაქის, ქვეყნის თუ ერის განადგურება. ადამიანებმა ჭეშმარიტი ღმერთი უარყვეს რადგან არ აწყობდათ ისეთი ღმერთი, რომელიც სიწმინდისკენ მოუწოდება მათ და მოიგონეს ისეთი ღმერთები, რომლებთანაც კონფორტულად იქნებოდნენ. ღმერთი ადამიანად მოვიდა და განუცხადა ჭეშმარიტება ქვეყანას, თუმცა თავისსავე ერმა იგი ჯვარს აცვა, რასაც შემდგომში მოჰყვა იერუსალიმის განადგურება. დაემხო ასევე კონსტანტინოპოლი, რომელიც ქრისტიანობის სავანე უნდა ყოფილიყო, თუმცაღა მან უღალატა ქრისტიანობას. ყველაფერი ეს კი ზუსტად ცხოველური მიდრეკილებების გამო მოხდა. სამყაროს ისტორია ხომ ომების ისტორიაა. ბრძოლა მიწებისთვის, ძალაუფლებისთვის, სიმდიდრისთვის, ფუფუნებისთვის. თუმცა ადამიანმა ცხოველსაც კი გადააჭარბა, რადგან ცხოველში არ არის შური და ღალატი, ხოლო კაცობრიობის ისტორია კაენის მიერ აბელის მკვლელობით იწყება. ასევე რომის იმპერიაც ხომ რომულუსის მიერ თავის ძმის რემუსის მკვლელობით დაარსდა, რადგან რომულუსს ერთპიროვნულად ემართა ქალაქი. ღალატი და ძმათა კვლა, ხომ მთელი რომის იმპერიის ისტორიის განმავლობაში გაგრძლდა. ეს ყველაფერი ერთობლვად, სამწუხაროდ ჩვენს ბედკრულ საქართველოს და ქართველ ერსაც ჭირს. და ზუსტად ამაზე გიამბობთ ამ ამბავს.
2020
2020 წლის თებერვალი იდგა. თბილისის ცენტრის ერთერთ სახლში, ორი მეგობარი ირაკლი და გიორგი შეკრებილიყვნენ და სუფრა გაეშალათ. ირაკლი, სახლის მასპინძელი, 25 წლის ცოლ-შვილიანი მამაკაცი გახლდათ. მას მეორე ბინა ქონდა გაქირავებული, ხოლო მეუღლე ერთერთ მაღაზიაში მუშაობდა კონსულტანტად და ასე ირჩენდნენ თავს. გიორგი კი 26 წლის უცოლო ახალგაზრდა იყო. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სადაც მან ირაკლი გაიცნო და ძალიან დაუმეგობრდა, ხან სად მუშაობდა ხან სად, რა თქმა უნდა არა თავისი პროფესიით, მაგრამ საბოლოდ არც ერთი სამსახური არ გამოადგა ხანგძლივად. ირაკლი და გიორგი მეგობრობის გარდა ერთ საქმეში იყვნენ. ისინი ეროვნულ-ქრისტიანულად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად ცდილობდნენ ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას, რადგან ძალიან უყვარდათ სამშობლო და ღვთის მორწმუნენი გახლდნენ. ისინი კარგად აცნობიერბდნენ რომ ქვეყანა ამ ლიბერალურ-პარტიული სისტემით უფსკრულში მიექანებოდა. თუმცაღა ჩვენს უკუღმართ დროებაში, როგორც ყველა ქართული საქმის უმეტესობაში, დიდი არაფერი არ გამოდიოდა. გიორგის ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. ეს სუფრა კი გამოსამშვიდობებელი სუფრა იყო. გიორგი, დიდად იმედგაცრუებული და ხელჩაქნეული, საყვარელ სამშობლოს ტოვებდა. დაიწყეს მეგობრმბმა სევდანარევი მოლხენა. ამასობაში ირაკლისთან, მისი მეზობელი ლევანი შემოვიდა ხოლო მეგობრბმა იგი სუფრაზე მიიპატიჟეს. საქართველოს სადღგრძელო წარმთქვეს სუფრაზე და დალევის შემდეგ გიორგიმ სევდიანად ამოიოხრა: - ეჰ, ნეტავ კიდევ როდის მეღირსება ჩემი საქართველოს ნახვა... - რა ხდება მიდიხარ? - შეეკითხა ლევნმა. - ხო, მიდის მიდის, ეჰჰ... - უთხრა ამ დროს ირაკლიმ. - რატომ მიდიხარ, რა ხდება? ხომ მშვიდობაა? - კითხა ლევანმა გიორგის. - რატომ მივდივარ? რატომ მივდივარ და იმიტომ რომ აქ პატიოსან ადამიანებს არ ახარებენ. იმიტომ რომ ქვეყანა განადგურების პირასაა, ვიბრძვით, მაგრამ ხალხს არ უნდა ბრძოლა და მესიას ელოდება. იმიტომ რომ ამ საქმეში ჩვენმა ძმაკაცმა გვიღალატა, ფულზე გაგვყიდა. იმიტომ რომ ვისთანაც ერთადაც უნდა ვიბრძოდეთ შურს ჩვენი და ყველას პირველობა უნდა. იმიტომ რომ ავადმყოფი დედა მყავს და ვერაფრით ვერ ვეხმარები, სადაც არ უნდა მივიდე სამუშაოზე არ მახარებენ, რადგან არ უნდათ ქართულად მოაზროვნე ხალხი. იმიტომ რომ შეყვარებულმა მიმატოვა და ვიღაც მერსედესიანს გაეკიდა, მე ტაქსშიც ვერ ვსვავდი და მეტროთი ძლივს ვატარებდი. იმიტომ რომ ყველა თავის თავის ზრუნვაზეა გადასული და ქვეყანა არ ადარდებთ, იმიტომ რომ აქ ქვეყნისთვის ჭეშმარიტად მებრძოლებს გიჟებად და ჩამორჩენილებად ნათლავენ, ხოლო უაზრო პერფონმასებით მებრძოლებს პატრიოტებად. იმიტომ რომ ჩემი ერთი ძმაკაცი ნარკოტიკებისგან მოკვდა, ხოლო მეორემ თამაშის გამო თავი მოიკლა, იმიტომ რომ უკვე ღვთის რწმენასაც ვკარგავ, ეჰჰ... - ამოიოხრა გიორგიმ. - კარგი გაჩერდი მაგას ნუ იტყვი რწმენა დავკარგეო რა ძმურად, - უთხრა გიორგიმ ირაკლის. - ისე თქვენც მაგრები ხართ რა, ვისთვის და რისთვის წვალობთ, ვერ ხედავთ რა ხალხია? დაანებეთ რა თავი ან თქვენ თავებს მიხედეთ ან მართლაც წადით აქედან როგოც შენ მიდიხარ, ხომ ხედავ მართველმმაც გამოგვიცხადა წადით მაინც არაფერი გვეშველებაო. მთავარია აქ ვიქნებით თუ იქ, ჩვენ ვიცხოვროთ კაცურად და შვილები ქართულად გავზარდოთ. ამ ქვეყანას აღარაფერი არ ეშველება. - თქვა ლევანმა. ამ დროს ოთახში ირაკლის ცოლმა გამოიარა და ირაკლის მიაძახა: - მართალს გეუბნება! თან აი ხომ ხედავ გიორგიც მიდის! გეუბნები ჩვენც წავიდეთ, ბავშვი ამ ჭაობში უნდა გავზარდოთ? რით ვერ უნდა შეიგნო რომ ეს ქვეყანა დაღუპულია, შე უბედურო?! - შედი ეხლა ოთახში და გვაცალე ლაპარაკი! - შესძახა ირაკლიმ ცოლს. - რა გეშველება... - მიაძახა მეუღლემ ირაკლის და გავიდა. - ეჰჰ, ჩვენ ყოველთვის ასე კი არ ვიყავით, - ამოიხრა ირაკლიმ, სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი. მე დღესაც მიყვარს, მაგრამ ის შეიცვალა. ვერ აუტანია რომ ხელმოკლედ ვცხოვრობთ, ხოლო მე ვერ ვახერხებ მისთვის ახალი აიფონის და ბოლო მოდის ტანსაცმლის ყიდვას. იმას ხომ საერთოდ ვერ გებულობს რატომ ვიბრძვი ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენი საზოგადოება ძალიან მატერიალისტური გახდა. ამიტომაც არის უსიყვარულობა. ადამიანებს ადამინების სიყვარულის მაგივრად მათი გამოყენება სურთ, ხოლო სიყვარულით კი მატერია შეიყვარეს. არადა სიყვარული ხომ გამოყენება კი არა თავგანწირვაა! სამშობლოს სიყვარულიც ხომ თავგაწირვაში გამოიხატება! ასეა ზოგადად სიყვარული. მე კი ღმერთმა იცის, რომ როგორც სამშობლოს, ისე ჩემი ოჯახის, გამო თავს უყოყმანოდ გავწირავ. მაგრამ დღეს ყველა თავგანწირვას კი არა მატერიას ითხოვს სამწუხაროდ... - ეგრეა ჩემო ირაკლი, ეგრე... - უთხრა ნაღვლიანად გიორგიმ. - რაც შეეხება რასაც შენ იძახი ლევან, - განაგრძო ირაკლიმ, ეგ მასე არ არის. ჯერ ერთი ქვეყანა თუ დაიღუპა ეს ყველას შეეხება და ჩვენი შვილები გვინდა ეს თუ არა, გადაგვარდებიან ან დაიღუპებიან, გინდ აქ გინდ საზღვარგარეთ. და მეორეც, შეიძლება ამ ქვეყნის გადარჩენა, თუ ჩვენი უკუღმართ დღეში მყოფობის მიზეზებს კარგად დავინახავთ და ის ხალხი ვინც ამას ვაცნობიერებთ ერთმანეთს ვიპოვნით და ერთად დავდგებით ქვეყნის გადასარჩენათ, თუმცაღა რა თქმა უნდა ამის ნაკლები შანსია, მაგრამ ფიქრობდნენ კი სამასი არგველები, რომ გამარჯვების შანსი არ ქონდათ როდესაც წაგებისთვის განწირულ ომში შევარდნენ, იმ გიჟური იმედით რომ აღა მაჰმად ხანს მოკლავდნენ. მიუხედავად იმისა რომ დაიღუპნენ ცოტაღა დააკლდათ მიზნისთვის. ფიქრობდნენ კი განწირულობაზე ჩვენი წინაპრები როდესაც ურიცხვ მტერს თავს აკლავდნენ და ხშირად სასწაულებრივად იმარჯვებდნენ? როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობს: ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება, - კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მიზეზები გავიაზროთო და რა არის ეგ მიზეზები აბა მითხარი? - შეეკითხა ლევანი ირაკლის. - მიზეზები ბევრია: უსიყვარულობა, გარყვნილება, ზიზღი, შური, პირველობის სურვილი, მატერიალიზმი, თუმცა ამ ყველაფრის თავი და თავი რა თქმა უნდა უღმერთობაა. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ქრისტიანები გვქვია სინამდვილეში, ფარისევლებივით ვცხოვრობთ. თუმცა ეს ყველაფერი ადრე ჩვენში არ იყო, არც მატერიალისტები ვყოფილვართ და არც ასე ვიყავით ღმერთს დაშორებული. პირიქით ყოველთვის ვეწამებოდით მისთვის. თუმცა ეშმაკმა ჩვენი სუსტი წერტილი მოძებნა და იქედან დაიწყო ჩვენი დაღუპვა. ეს იყო მეთხუთმეტე საუკუნეში და იქედან მოყოლებული ჩვენ დავეცით კაენის ცოდვით რაც დღემდე მოგვდევს, ერთმანეთის შური, ღალატი და პირველობისკენ სწრაფვა. - და რა დაიწყო მეთხუტმეტე სუკუნეში? - შეეკითხა ლევანი. - ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ბაგრატიონებმა, რომლებიც ქვეყნის ერთიანობის და სიძლიერის გარანტნი იყვნენ საუკუნეების განმავლობაში და მედროვე ფეოდალებმა, ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს, ქვეყანა დაანაწევრეს და მუდმივ სამოქალაქო ომებში ჩაფლეს. კონსტანტინოპოლის დაცემამ, ჩვენ ოსმალეთსა და ირანს შორის საჯიჯგნად დაგვტოვა. შესაბამისად მათაც ისარგებლეს და შუაზე გაგვიყვეს. დასავლეთ საქართველომ ოსმალური და აღმოსავლეთმა ირანული ცხოვრების წესის შეთვისება დაიწო. აქედან იდგამს ფეხს ჩვენში მატერიალიზმი. ამას მოყვა დიდი სირცხვილი: ტყვეთა ყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ბევრი სარწმუნოებისთვის წამებული გვაყვდა, მაინც გახშირდა ქრისტიანობის ღალატი. - კი მაგრამ, ხომ გვყავდა ერკლე მეფე, გიორგი სააკაძე... უთხრა ლევანმა. - პირველ რიგში ამნაირ ადამიანებს ებრძოდნენ შურიანები. საბოლო ჯამში ამდენმა ომებმა და ერთმანეთის გაუტანლობამ ისე დაგვაჩაჩანაკა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ მიგვითვისა. ის შეეცადა ჩვენ საბოლოო შეწოვას და გადაგვარებას, თუმცა ღმერთმა ილია ჭავჭავაძე გამოგვიგზავნა, რომელმაც გადაგვარჩინა. მაგრამ აქ ისევ იფეთქა შურმა და პირველობისაკენ სწრფვამ. ილია ქართველებმა მოკლეს ხოლო ერი უცხოეთიდან შეომოსული იდეოლოგიების ტყვედ შეიქმნა. მენშევიკებმა და ბოლშევიკბმა, რომლებსაც ერთი და იგივე ანტი-ქართული იდეოლოგია ჰქონდათ, ქვეყანა ერთმანეთის დაჭმას გადააყოლეს და რუსეთს ჩაგვაბარეს. დასვლეთმაც მიგვტოვა ამ წითელი მონსტრის ანაბარა. დღესაც იგივე ხდება და ხალხი ვერ ხდება, რომ ორი ერთი და იგივე იდეოლოგიის და ბატონის მქონე პარტია თავიანთ შიდა დაპირისპირებას აყოლებს ქვეყანას. - მერე რაღა იყო, აქამდე როგორ მოვედით? - კვლავ შეეკითხა ლევანი? - შემდგომ შეიქმნა 70 წლიანი უღმერთობის, ხანა რამაც ჩვენში მატერიალიზმი უფრო გაამძლავრა. ხოლო როდესაც ისევ დამოუკიდებლობისკენ და ღვთისკენ შემობრუნებისკენ მოგვიხმო განგებამ, ჩვენ ისევ ერთმანეთი დავჭამეთ, ეროვნული მთავრობა ჩამოვაგდეთ და უცხოეთიდან მართული მთავრობები მოვიყვანეთ. 30 წელია ერთმანეთის სისხლით და ხორცით ვძღებით. ეს არის ჩვენი მთავარი მიზეზი უღმერთობისა. და გამოსავალი რაშია? გამოსავალი ერთმანეთის სიყვარულშია, გამოსავალი იმაშია რომ იმ ხალმა მაინც ვისაც მართლა გვიყვარს საქართველო შური და პირველობისკენ სწრაფვა დავივიწყოთ, გვერთაინდეთ, გავაერთიანოთ რესურსები, ვიბრძოლოთ და ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერი განადგურდება. - დაამთავრა ირაკლიმ. - ეჰ კაი რა, ხო იცი სამას არაგველს იმ ომის მოგების უფრო მეტი შანსი ქონდა ვიდრე ეგ მოხდება რაც შენ თქვი, - უთხრა ლევანმა. - თუ ყველამ მასე ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა არ გვექნება შანსი! - უპასუხა გიორგიმ მეგობრებმა მოლხენა გააგრძელეს, მალე ერთმანეთს გამოემშვიდობნენ და დაიშალნენ. გიორგი ორ დღეში ევროპაში გაფრინდა. იქ სამუშაოს პირდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ არაფერი არ გამოვიდა. გიორგის არ უნდოდა უფულოდ სახლში დაბრუნება. ის საბოლოოდ გადაეშვა უიმედობაში და დაეცა. მან ევროპაში თავისი ძველი ნაცნობი ნახა, რომელიც სხვებთად ერთად ქურდობით ირჩენდა თავს. გიორგიც მათ შეურთდა და რამოდენიმე თვე ასე ცხოვრობდა. თუმცა ერთ დღესაც ბინის გაქურდვის დროს, სახლში მოულოდნელად პატრონი, მოხუცი ქალბატონი დაბრუნდა და ყვირილი დაიწყო. გიორგიმ მას პირზე ხელი ააფარა, ხოლო მოხუცებული ცუდათ გახდა და გარდაიცვალა. გიორგი დაიჭირეს და თხუთმეტ წლიანი სასჯელი მიუსაჯეს, ხოლო საბოლოო ჯამში ათ წლიწადში გაათავისუფლეს და სამშობლოში გაადეპორტეს.
2030
2030 წლის ივნისი იდგა. სასჯელ მოხდილი გიორგი თბილისში გამოადეპორტეს. მისი მშობლები გარდაცვლილიყვნენ, ხოლო ნათესავების უმეტესობას ქვეყანა დაეტოვებინა. მას აეროპორტში ირაკლი დახვდა. თვითონ აეროპორტი ცისარტყელას ფერებით იყო მორთული. გიორგიმ აეროპორტში ქართველები თითქმის ვერ დაინახა. ძველი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და ირაკლის მანქანისკენ გასწიეს, ჩჯდნენ და გზას გაუდგნენ. გზაზე გიორგიმ ირაკლის უთხრა: - მე ხომ იცი მოსაყოლი არაფერი არ მაქვს, შენი და ქვეყნის ამბები მომიყევი ჩემო ძმაო. - რა გითხრა აბა, რით გაგახარო? - დაიწყო ირაკლიმ და ამ დროს თბილისის მაგივრად კახეთისკენ გადაუხვია. - კახეთისკენ რა გვინდა? - შეეკითხა გიორგი. - მე თბილისში აღარ ვცხოვრობ, სოფელში გადავედი, - გააგრძელა ირაკლიმ, 2024 წელს როდესაც ლიბერალები ოფიციალურად მოვიდნენ ხელისუფლებაში, (თუმცაღა მანამდეც იყვნენ და მაშინ უბრალოდ გაოფიციალურდა), ეროვნულად მოაზროვნე ის ადამიანები ვინც პროცესებში ჩართული ვიყავით, ყველა რუსეთის აგენტებად გამოგვაცხადეს და რეპრესიები დაიწყეს. ზოგი დაიჭირეს, ზოგი დევნეს და გააქციეს, ზოგი მოკლეს, ზოგსაც ქონება ჩამოგვართვეს, მაგალითად მე ჩემი მეორე ბინა რომელიც გაქირავებული მქონდა წამართვეს, არ გეკუთვნის უკანონოდ გაქვსო. შემდეგ ცოლიც გამშორდა. მე ჩემი ბინა გავაქირავე და სოფელში გადმოვედი. 2024-ში ახალი 1937 წელი მოაწყვეს და ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები საბოლოოდ გაანეიტრალეს. ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ 2020 წელს ვერ შევძელით ერთად დადგომა და ხალხის მობილიზება. სპექტაკლების დგმით ხალხი საბოლოოდ გააგიჟეს და ხელი ააღებინეს ყველაფერზე. ბევრი 24 წლამდე წავიდა ქვეყნიდან, იმის მერე კიდევ უფრო მეტი. - ეხლა როგორი ცხოვრება მიდის? - შეეკითხა გიორგი. - ვერ ნახე აეროპორტში? - შეკითხვითვე უპასუხა ირაკლიმ, სადმე ნახე ქართველი? საქართველოში ქართველები უკვე უმცირესობაში აღმოვჩნდით. ივნისის თვე ლგბტ თვედ გამოაცხადეს, მთელი ქალაქი მათ ფერებშია მორთული. ბავშვები სპეციალურად გაყავთ მათ ღონისძიებებზე და ვითომ თანასწორობას ასწავლიან. ქალაქში კი ცენტრალური უბნები განავითარეს და იქ მცხოვრებთა ცხოვრების დონემ საკმაოდ აიწია, თუმცა იქ ძირითადად უცხოელები და ელიტები ცხოვრობენ. საწყალი ხალხი ძირითადად გარეუბნებში გარეკეს და კაპიკებზე ამუშავებენ. თუმცა უცხოელებიც არანაკლებ არიან გარეუბნებში და საკუთარი გეტოებიც კი შექმნეს, სადაც პოლიციელებსაც კი ეშინიათ გავლა. ქართველი ახალგაზრდობა კი თითქმის გადაგვარდა. გოგოები გულაობენ ძირითადად უცხოელებთან. ბიჭები ნარკოტიკებში და თამაშში არიან ჩაფლულნი. დღე არ გავა ვინმემ თამაშის გამო თავი რო არ მოიკლას და ნარკოტიკით მკვდარი რომ არ იპოვონ ვინმე. ყველა ნარკოტიკის ლეგალიზაცია მოხდა. რეგიონები კი საკმაოდ დაიცალა. სამაგიეროდ უცხოელებს მიყიდეს მიწები და მასიურად დაასახლეს. ეკლესიას საშინლად დევნიან. ხალხში ურწმუნოებამ დაისადგურა. ძირითადად მოხუცები თუღა დადიან ტაძრებში. ეკლესიებს ზარების რეკვაც კი აუკრძლეს სხვა კონფესიებს გრძნობების შეურაწყოფის მოტივით, თუმცა სხვა რელიგიების ნაგებობებიდან მეგაფონით ასმენინებენ მთელს ქალაქს მათ ლოცვას. - კი ვიცოდი, რომ ცუდად იყო საქმე მაგრამ ასე? - ამოიოხრა გიორგიმ - კი ასეა. - უპასუხა ირაკლიმ და გააგრძელა, ის ალბათ გეცოდინება, სამცხე-ჯავახეთს და ქვემო ქართლს რომ ჯერ ავტონომიები მიანეჭეს ხოლო შემდეგ აჭარასთან ერთად, რომელშიც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ქვეყნიდან გასვლის რეფერენდუმების ჩატარების უფლება მისცეს და 2028 წელს სამივე რეგიონმა საქართველოს შემადგენლობა უმტკივნეულოდ დატოვა. გამოგვიცხადეს აქ დემოკრატიაა და მათ ქონდათ ამის უფლებაო, არანაირ ოკუპაციას ადგილი არ ქონიაო. სამაგიეროდ დღემდე გაყვირიან რუსეთი ოკუპანტიაო და ხალხს ისევ რუსეთით აშინებენ. ისიც გეცოდენება რომ ამ ჩვენი ბეჩავობით რუსეთმაც ისარგებლა, ხელახლა შემოიყვანა ჯარი და ზუგდიდი და გორი წაგვართვა. დასავლეთმა დასახმარებლად ისევ აუარებელი შეშფოთება და პამპერსები გამოგვიგზავნა. სამაგიეროდ გვპირდებიან ბოლომდე გაატარეთ დემოკრატიული რეფორმები და აგერ დღე-დღეზე ნატოსა და ევრო-კავშირში შეგიყვანთო. ხო მართლა მაპი კიდე არ მოუციათ მაგრამ მაპზე უკეთესზე უკეთესი მოგვცეს. ეჰჰ დანარჩენს შენ თვითონ ნახავ. - ეჰ ჩემო ირაკლი, არ იცი, როგორ ვიტანჯებოდი და ვისჯებოდი ჩემი დანაშაულისთვის. ყოველდღე, ყოველ წუთს და წამს, საშინლად ვნანობდი, რომ ჩემი ქვეყანა დავტოვე. ღმერთმა იცის მე იმ ქალის მოკვლა არ მინდოდა შემთხვევით მოხდა ყველაფერი, თუმცა მე იქმადე არ უნდა მივსულიყავი. მე სამშობლოს და ღმერთს ვუღალატე. ყველას ვინც 2020 წელს დავტოვეთ ქვეყანა და ქვეყნისათვის არ ვიბრძოლეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვადევს ქვეყნის დაღუპვაზე, რადგან მაშინ წყდებოდა ქვეყნის ბედი. ისტორიას ცალკეული პიროვნებები ქმნიან და არა ხალხი. იქნებ მე რომ დავჩენილიყავი და შენთან ერთად მებრძოლა, რამე გამოგსვლოდა, როგორც თავის დროზე ზვიად და მერაბს? მაგრამ მე გავტყდი და დავეცი. ღმერთო მაპატიე რომ მიგატოვე, მაპატიე რომ ჩემი სამშობლო მივატოვე! - დაიყვირა გიორგიმ და მწარედ ატირდა. მთელი გზა ირაკლი გიორგის აწყნარებდა და ანუგეშებდა. როდესაც სოფელში ჩავიდნენ, ირაკლიმ გიორგის მცირე სუფრა გაუშალამ კახური ღვინო გამოუტანა და უთხრა; - ეს ღვინო შენთვის შევინახე, ვიცოდი რომ წელს გიშვებდნენ, თორემ უკვე კახეთში ღვინოც კი ჭირს. ღვინის ინდუსტრია გაანადგურეს და ხალხს ვაზი ააჩეხინეს. გამოგვიცხადეს, თავისუფალი ბაზარია და კონკურენციას ვერ გაუძლოო. ეჰჰ... - ირაკლი ნუთუ არ არის ერთი მილიონედი შანსი მაინც რომ ხალხი შევკრბოთ და ამ უკანასკნელად გავიბრძოლოთ? მე ამათ თავს შევაკლავ. - ეჰ სამწუხაროდ ის ქართველობა რომელსაც ეროვნული სული შემორჩენია, აქა-ია არიან გაფანტული და დღეს მათი შეკრება შეუძლებელია, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ისე არის განვითარებული აბსოლიტურად ყველაფერს აკონტროლებენ და ამას ჩანასხშივე მოკლავენ. რაიმე სასწაული უნდა მოხდეს რომ ამის მცირე შანსი მაინც გაჩნდეს. - უპასუხა ირკლიმ. ძველმა მეგობრებმა სუფრა რომ მოითავეს დასასვენებლად გაემართნენ.
ზაფხულის ძალზედ ჩახუთული ღამე იდგა. შავ ღრუბლებს მოეცვა მთელი აღმოსავლეთ საქართველო. უკუნითი სიბნელე სუფევდა გაუნათებელ ადგილებში. საოცარი სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, ქარიშხლის წინა სიმშვიდე. და უეცრედ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. ქარშხალხს კოკისპირული წვიმა მოყვა. ელვა ისე ანათბდა როგორც მზის სხივი. ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა მთელი ქვეყანა. ისეთი ხმა იყო თითქოს დაბომბვა დაწყებულიყო. გაიღვიძეს ირაკლიმ და გიორგიმაც. უეცრად სახლმა საშინელი ზანზარი დაიწყო, ისეთი რომ ბიჭები ლოგინებიდან გადმოყარა. სახლში დაიმსხვრა უამრავი ნივთი. ხოლო თვითონ სოფელში რამოდენიმე ძველი სახლი დაინგრა. საშინელი მიწისძვრა იყო. თუმცა მიწისძვრის ეპიცენტრი იქ არ ყოფილა და მხოლოდ ნახევრი ძალით აზანზარებდა სოფელს. ეპიცენტრი კი თბილისში იყო... თბილისში! და იქმნა სამართალი ღვთისა, და თბილისი აღიგვა პირისაგან მიწისა, ვითარცა სოდომი. მხოლოდ წმინდა ტაძრები გადარჩენილიყვნენ ამ უბედურებას. შეუწყვეტელი წვიმისა და ჭექაქუხილის ფონზე, განწირულის კივილი ისმოდა აქა-იქ... ხოლო გიორგის მიეტავა მისი ცოდვები. ის და ირაკლი საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერებად შეიქმნენ.
თორნიკე ბედიანაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა
3. სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა
2. ქურდი (თან + სხვაც) ეროვნული მოძრაობის ლიდერი?
ქურდი (თან + სხვაც) ეროვნული მოძრაობის ლიდერი?
1. ღმერთმა არ ქნას, რომ თბილისს ეს დაემართოს ოდესმე!
ღმერთმა არ ქნას, რომ თბილისს ეს დაემართოს ოდესმე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|