 | ავტორი: რენუარი ჟანრი: თარგმანი 3 იანვარი, 2020 |
ლურჯი პერანგი, ცისფერი მზერა, და რაც ნაღდია არ მითქვამს ჯერაც, ის მეკითხება ამბავს ქარიშხლის, ავანთებ ცეცხლსო, ლოგინს გაგიშლი.
ძვირფასო, ხედავ? ვიღაც მაღლიდან, დღეს, თეთრ ყვავილებს თავზე გვაყრის და, მიდი, გაშალე, გათბეს ღუმელიც, უშენოდაც მაქვს გულში ღრუბელი.
***(Голубая кофта. Синие глаза)
Голубая кофта. Синие глаза. Никакой я правды милой не сказал. Милая спросила: «Крутит ли метель? Затопить бы печку, постелить постель». Я ответил милой: «Нынче с высоты Кто-то осыпает белые цветы. Затопи ты печку, постели постель, У меня на сердце без тебя метель».
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. მომეწონა, თარგმანშიც ძლიერი ბრძანდებით! მომეწონა, თარგმანშიც ძლიერი ბრძანდებით!
9. ლამაზი ლექსი და კიდევ უფრო ლამაზი თარგმანი 5 ლამაზი ლექსი და კიდევ უფრო ლამაზი თარგმანი 5
8. კარგი თარგმანია. კარგი თარგმანია.
7. ზოგადად პოეზიის თარგმნისას ყოველთვის გიწევს დათმობაზე წასვლა. ორი რამ გაქვს დასათმობი - ფორმა ან შინაარსი. ყოველთვის როცა ფორმას თმობ პოეზია გარდაიქმნება პროზად, ამიტომ ჩემგან დიდი + რომ შინაარსის დათმობა გადაწყვიტე ზოგადად პოეზიის თარგმნისას ყოველთვის გიწევს დათმობაზე წასვლა. ორი რამ გაქვს დასათმობი - ფორმა ან შინაარსი. ყოველთვის როცა ფორმას თმობ პოეზია გარდაიქმნება პროზად, ამიტომ ჩემგან დიდი + რომ შინაარსის დათმობა გადაწყვიტე
6. დიახ, ასეა, მაგრამ ქალს ამას პირდაპირ არ და ვერ ეტყოდა. მაშინ იქნებოდა „И без тебя метель“. თუმცა, შესაძლებელია, დაფარულად გამოთქვამს ამ აზრს.
დიახ, ასეა, მაგრამ ქალს ამას პირდაპირ არ და ვერ ეტყოდა. მაშინ იქნებოდა „И без тебя метель“. თუმცა, შესაძლებელია, დაფარულად გამოთქვამს ამ აზრს.
5. და ამასთან მხოლოდ ერთობა, ეგეთია და რა ქნას:) და ამასთან მხოლოდ ერთობა, ეგეთია და რა ქნას:)
4. გილოცავთ შობას:) რაც შეეხება შენიშვნას, შინაარსი ორიგინალს სწორედ ეს აქვს:) დასაწყისში მიანიშნებს სიმართლეს ვმალავო:) ანუ სხვა უყვარს...სხვისგანაა გულმოღრუბლული. გილოცავთ შობას:) რაც შეეხება შენიშვნას, შინაარსი ორიგინალს სწორედ ეს აქვს:) დასაწყისში მიანიშნებს სიმართლეს ვმალავო:) ანუ სხვა უყვარს...სხვისგანაა გულმოღრუბლული.
3. ჰო, მეც მივაქციე ამ „უშენოდაც“ ყურადღება, ცვლის შინაარსს.
ჰო, მეც მივაქციე ამ „უშენოდაც“ ყურადღება, ცვლის შინაარსს.
2. "უშენოდ-აც" ? ნეტა, ავტორიც ამას გულისხმობს ? :)
"უშენოდ-აც" ? ნეტა, ავტორიც ამას გულისხმობს ? :)
1. ყოველთვის საინტერესოა ერთი ლექსის სხვადასხვა თარგმანი, თითოეული მთარგმნელი ხომ თავისებურად უდგება, აღიქვამს და თარგმნის დედანს.
ყოველთვის საინტერესოა ერთი ლექსის სხვადასხვა თარგმანი, თითოეული მთარგმნელი ხომ თავისებურად უდგება, აღიქვამს და თარგმნის დედანს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|