 | ავტორი: მინიმე ჟანრი: პოეზია 7 იანვარი, 2020 |
ნუ მეტყვი იმას, რომ კორპუსის სახურავები საშიშია,
და რომ შეიძლება ფეხი დაგიცდეს, როცა
კიდესთან ხელებს გაშლი და დაიყვირებ.
როცა კიდესთან ჩამოჯდები
და მანქანების მოძრაობას დაუწყებ ცქერას.
ნუ მეტყვი იმას, რომ ამ ცრემლებზე უკეთესი
სიცილებია, – ისედაც ვიცი,
რადგან ორივე განმიცდია
(იყო მომენტი)
და მეზიზღება გახსენება,
დროსთან თამაში.
ნუ ამაფარებ პირზე ხელებს, როცა
შუა ქუჩაში ვიღრიალებ, რომ მეზიზღება
ეს სამყარო ყველა მიზეზით
და არ მჭირდება
რამე მძაფრი შთაბეჭდილება,
რომ ეს დავმალო.
ნუ მეტყვი იმას, რომ შუაღამისას სიარული არ ვარგა,
ნუ მეტყვი იმას, რომ მაღალი შენონები საშიშია,
ნუ მეტყვი იმას, რომ სხვანაირად უნდა ვიცხოვრო,
ისედად ვიცი და ერთადერთი
რაც მჭირდება, არის
ღმერთი, რომელთან მისვლაც
დავიგვიანე დიდი ხანია.
ნუ მეტყვი იმას, რომ კორპუსის სახურავები საშიშია,
და რომ შეიძლება ფეხი დაგიცდეს.
მე ყველაფერი გამოვცადე
და კარგად ვიცი,
რა ძნელია სიკვდილი მაშინ,
როცა სიცოცხლე გიჩანს
თვალებში.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ნაწვიმარზე მოერიდე მაინც!
ნაწვიმარზე მოერიდე მაინც!
1. არა, ფეხი არ დაგიცდებათ და, საერთოდ, არავის დაუცდება. ღმერთთან მისვლაც არასოდეს არის გვიანი. სანამ ადამიანი ცოცხალია, ის გზაშია და არის იმედი! აი, რა კარგად თავდება ლექსი „როცა სიცოცხლე გიჩანს თვალებში“! 5
არა, ფეხი არ დაგიცდებათ და, საერთოდ, არავის დაუცდება. ღმერთთან მისვლაც არასოდეს არის გვიანი. სანამ ადამიანი ცოცხალია, ის გზაშია და არის იმედი! აი, რა კარგად თავდება ლექსი „როცა სიცოცხლე გიჩანს თვალებში“! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|