ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკოლასი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2020


რწმენის სასახლე

შეწყვიტე სიჩუმე!ქარი გვეძახის ორივეს კარგო,
ნუთუ ამინდი სათანადოდ ვეღარ გვექცევა,
სადღაც ვეძებდი უდაბნოს დღისით ქარავნით მარტო,
მე ყოველ დილით ჩემი ოცნების ზეცა მექცევა.
კვლავ ვცდილობ  ისევ გზას გავუდგე ფიქრებით შენით,
ვეღარ გავუძლებ უშენობით პაუზას მოკლეს,
თუკი ოდესმე შენს გვერდით მაინც გარდავიცვალე,
ამაყად ვიტყვი წლებმა კი არა გრძნობებმა მომკლეს.
ღამე უბანში სადღაც დარბის შავი გორილა,
მე კი პრინცესა უნდა ვნახო მთვარეზე შორით,
ისევ ვოცნებობ,ისევ მიზიდავს ,მარტო ორი რამ,
ჩემს ახლოს იყო შენ და ტალღებს ვაპობდეთ მორით.
უცხოპლანეტელს ავუშენებ რწმენის სასახლეს,
განთიადივით სასურველი როცა ვიქნები,
მე ჩემი ძველი სამყაროდან გამომასახლეს,
და მეც მზის სხივად შენს ფანჯარასთან გარდავიქმნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები