 | ავტორი: აიობ ჟანრი: პოეზია 14 იანვარი, 2020 |
შენ ანგელოზის თვალებით მიმზერ. თეთრი სივრცეების უსაზღვრო სევდა გაუჩნდათ ღმერთებს. და საკმეველის ფერადი ბოლი ნისლებს შეერწყა. მარადისობამ მოსპო იგი. სხეულებრივი წაართვა მისი არსებობა მთებს და ფრინველებს ღმერთებს და კაცებს, ზღვებსა და თევზებს და სფინქსი ეძებს თეთრ უდაბნოში დაკარგულ ნუგეშს. ნუ გეშინია, მე შენ წინ ვდგავარ ხელებგაშლილი, შევებრძოლები ზღვებს და ქარიშხლებს. შენ ანგელოზის თვალებით მიმზერ, მე არ გაგიშვებ. მე არაფერი დამრჩა ნამდვილი, ცეცხლის ალებში - ყველაფერი ხომ მტვერია და არის ნაცარი. მეც ლავის ენა მელამუნება. უდაბნოს მტვერმა გაფანტა ცაში უსაზღვრო სივრცის თეთრი სევდები. ეზოში, ტაძრის გუმბათის ჩრდილზე გახევებული ვდგავარ და ვყვირი. შენ ცრემლიანი თვალებით მიმზერ და მე ვსველდები. აქედან მრავალ შორეულ მილზე ლექსებს აკვნესებს სფინქსის საყვირი ჰო, დღეს ღმერთებმაც დაიწყეს წერა, ამოიწვერა მზე ისევ ისე, როგორც მრავალი ათას წლის წინათ, რადგან გრძელდება ისევ დროება, მტვერდადებული მარადისობით. ქარის ღმუილის ისმის მუდარა, როგორც სუდარა გადაეფარა ვადაგასული სიტყვა ოლიმპოს. და დაელეკა ისევ ცას ღვარი. სულს არ სწყურია უსაზღვროება. და შენ ვერ მეტყვი რომ პოლიუსზე თეთრი პალმები ნიშნავს სიმშვიდეს. რომ ცის საშოდან იბადება კაცში კოსმოსი. მარადიული წესრიგი დასაბამია ქაოსის მხოლოდ და დამტვრეული ისრებივით ყრია ეს სტრიქონები. ყველა სტიქიონს თავის ღმერთი ჰყავს. შენ თან ღმერთი ხარ, თან სტიქიონი. შენ თან ლექსი ხარ, თან მუზაც შენ ხარ. ესენინივით სარკის წინ დგახარ და ხვდები სარკე როგორ იმსხვრევა. და ხვდები რომ ამ ნამსხვრევებში ერთი აღარ ხარ ხვდები იმასაც, რომ მრავალი ხარ და რომ ღმერთს - ერთი არ ერითმება. რომ შემთხვევითი არაფერია რომ კოსმოსიდან ქაოსამდე არის ნაბიჯი. რომ შენ გაგიჟდი რომ ეს სიგიჟე ღვთაებრივია რომ ესენინიც გაგიჯდა ერთ დროს რომ ღმერთებიც კი ლოცულობენ რომ თავად ლოცვაც მუხლებს იყრის და რის წინაშე? შეშლილი სახით გაჰკივი ლექსებს ხარხარებს განზე გამდგარი ცოფი შენ კი ძაღლივით დუჟი გდის პირზე და ანგელოზის თვალებით მიმზერ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. 4-ით შემიფასებია. სხვებიც წაკითხული მაქვს თქვენი და მომწონს. წარმატებები.
4-ით შემიფასებია. სხვებიც წაკითხული მაქვს თქვენი და მომწონს. წარმატებები.
11. კარგი ავტორი ჩანს. კომპოზიციაც გაუაზრებია. ხედვაც ფართო აქვს, კონტექსტიც. გრადაციაც რა კარგად გაუკეთებია. სრულყოფილებამდე ბევრი აკლია, მაგრამ ჩემ მიერ აქ დე წაკითხულის საერთო ფონზე - რომ იტყვიან, შაჰია! დავტოვე მე აქ +3 კარგი ავტორი ჩანს. კომპოზიციაც გაუაზრებია. ხედვაც ფართო აქვს, კონტექსტიც. გრადაციაც რა კარგად გაუკეთებია. სრულყოფილებამდე ბევრი აკლია, მაგრამ ჩემ მიერ აქ დე წაკითხულის საერთო ფონზე - რომ იტყვიან, შაჰია! დავტოვე მე აქ +3
9. განზოგადებულად კარგია მადლიერება! ჰოპ.... განზოგადებულად კარგია მადლიერება! ჰოპ....
8. ეს მადლიერება ქალბატონ მზიას ეკუთვნოდა, თუმცა თქვენც გიბოძებთ არაა პრობლემა :დ და რაც შეეხება სიგიჟის საკითხს, კარგია თუ ცუდია მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ღვთაებრივია. ეს მადლიერება ქალბატონ მზიას ეკუთვნოდა, თუმცა თქვენც გიბოძებთ არაა პრობლემა :დ და რაც შეეხება სიგიჟის საკითხს, კარგია თუ ცუდია მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ღვთაებრივია.
6. მადლიერებაც კარგი რამეა :დ
მადლიერებაც კარგი რამეა :დ
5. საჭირო ინფორმაცია მომაწოდეთ, დიდად მადლობელი ვარ :D <3 საჭირო ინფორმაცია მომაწოდეთ, დიდად მადლობელი ვარ :D <3
4. ჰოპ...სიგიჟე კარგი რამეაა ჰოპ...სიგიჟე კარგი რამეაა
3. იმ დედამიწაზე, რომელიც კოსმოსში მდებარეობს, კოსმოსის ნაწილია და რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. ქულების რაოდენობაც თქვენი ლექსის წაკითხვის შემდეგ განვსაზღვრე.
იმ დედამიწაზე, რომელიც კოსმოსში მდებარეობს, კოსმოსის ნაწილია და რომელზეც ჩვენ ვცხოვრობთ. ქულების რაოდენობაც თქვენი ლექსის წაკითხვის შემდეგ განვსაზღვრე.
2. რომელ დედამიწაზე და ქულებზე მესაუბრებით ქალბატონო მზია? რომელ დედამიწაზე და ქულებზე მესაუბრებით ქალბატონო მზია?
1. კოსმიური სიგიჟე არ ვიცი, მაგრამ დედამიწაზე რთული მდგომარეობაა. გარკვეულ ქულებსაც მოგანიჭებთ.
კოსმიური სიგიჟე არ ვიცი, მაგრამ დედამიწაზე რთული მდგომარეობაა. გარკვეულ ქულებსაც მოგანიჭებთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|