ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
18 იანვარი, 2020


საღამო საბავშვო ბიბლიოთეკაში

ეს ამბავი პატარა, კოხტა ქალაქის საბავშვო ბიბლიოთეკაში მოხდა. ერთ საღამოს მაგიდას პატარა ბიჭი მისჯდომოდა და დიდი ინტერესით კითხულობდა ლამაზად დასურათებულ წიგნს, რომელსაც „ბურატინოს თავგადასავალი „ ერქვა და მოგვითხრობდა ხისგან გამოთლილ ბიჭუნაზე.
კითხვისას აკუნა (ასე ერქვა მკითხველს) ასოებს თითს აყოლებდა, სიამოვნებისაგან თვალები უციმციმებდა და შიგადაშიგ ჩაიხითხითებდა ხოლმე.
ერთ-ერთ ნახატს, რომელზეც ბურატინო იყო გამოსახული აკუნამ ხელი გადაუსვა, თითქოს მოეფერაო და ჰოი, საოცრებავ ბურტინომ თავი მოაბრუნა და ბიჭუნას თვალი ჩაუკრა. აკუნამ თვალები მოჭუტა, ვინაიდან თვალის ჩაკვრა არ იცოდა. ბურატინომ გდაიკისკისა, ისკუპა და პირდაპირ აკუნას ხელის გულზე დასკუპდა.
- გამარჯობა აკო.
- გგგამარჯობბბა - ენა დაება სიხრულისა და გაკვირვებისაგან ბიჭუნას.
- იცი მე ვინ ვარ?
- ვიცი, შენ ბურატინო ხარ.
- დიახ, ბურატინო ვარ. ყველაზე ჭკვიანი, ღონიერი და მოხერხებული.
- მართალია, - უპასუხა აკუნამ, - შენ ძალიან კარგი ხარ და მე ძალიან მიყვარხარ.
- მე ყველაზე, ყველაზე ძლიერი ვარ, - არ ცხრებოდა ბურატინო და ტრაბახს არ ამთავრებდა.
ამ დროს ბიბლიოთეკის ერთ-ერთი თარო შეირხა და წიგნი გადმოვარდა, რომლიდანაც ასევე პაწაწინა ბიჭუნა ამოხტა. აკუნას მაგიდაზე აცოცდა და ბურტინოს წინ გაიჯგიმა.
- შენ ხარ ყველაზე ძლიერი შე გრძელცხვირა? - იკითხა ციცქნა ბიჭმა, რომელსაც ხახვის თავი ჰქონდა.
- ჩიპოლინო......- აღტაცებით წამოიყვირა აკუნამ. - ჩიპოლინო შენ საიდან მოხვედი?
- საიდან და წიგნიდან, თუკი საჭირო გახდა მთელ არმიასაც მოვიყვან, რათა ამ ტრაბახა ხის ნაფოტს ჭკუა ვასწავლო.
- მე ვრ ხის ნაფოტი? მე ვარ გრძელცხვირა? ვის უბედავ! ფუ, ფუ რა ხახვის სუნი დააყენე. - ბურატინომ მუჭები შეკრა და ჩიპოლინოსკენ გაიწია საჩხუბრად. წარბებშეკრული ჩიპოლინოც ნელ-ნელა მიიწევდა აბობოქრებული ხის ბიჭუნასაკენ და თან იმეორებდა,
- ახლა ვნახავთ ვინ არის ყველაზე ყოჩაღი და მოხერხებული.
წიგნებით სავსე თარო კვლავ შეირხა, რომელიღაც წიგნიდან პატარა გოგონა გადმოსრიალდა და დიდი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.აკუნამ იატაკს დახედა, გოგონა თითქმის არ ჩანდა.
- აკუნა, აკუნა გეხვეწები ამომიყვანე მაგიდზე, თორემ მაგათი ამაბავი რომ ვიცი, დახოცავენ ერთმანეთს.
გაოგნებული ბიჭი დაიხარა, პატარა გოგონა ხელში აიყვანა და მაგიდაზე დასვა. გოგონას წითელი ქუდი ეხურა, ლამაზი წინსაფარი ეკეთა დ ხელში მოწნული კალათი ეჭირა.
-შენ წითელქუდა ხარ?
- ჰო, რა იყო, რა გაკვირვებული მიყურებ, - დაიმორცხვა წითელქუდამ და ქუდი შეისწორა.
ამ დროს ბიჭები ერთმანეთს ეძგერნენ და რაც ძალი და ღონე ჰქონდათ იქნევდნენ მუშტებს.
- ბურატინო, ჩიპოლინო არ გრცხვენიათ? რას აკეთებთ, გუშინ ხომ შეგარიგეთ. ჩამოართვით ახლავე ერთმანეთს ხელი,- მკაცრად მიმართა გოგონამ. ბურატინომ ნეკა თითი გაუწოდა ჩიპოლინოს. ჩიპოლინომ უხალისოდ ჩამოართვა ნეკი და წაიბურტყუნა: ნეკი ნეკისა, ჰო, კარგი, კარგი ეს ბოლო ჩხუბი იყო.
გოგონა აკუნას მიუბრუნდა,
-აი ასე, ყოველ ღამე ჩხუბობენ. მე და პეპი თუ გავაშველებთ, თორემ დანარჩენები იძინებენ. ხანდახან მალვინაც გვეხმარება.
წითელქუდამ გაიღიმა, შემდეგ ბიჭებს მიმართა,
- ხომ იცით, რომ ორივენი ძლიერები და თანაც ყველაზე ყოჩაღები ხართ. ახლა სწრაფად წავიდეთ, ძილის დროა, მალე დაღამდება.
პატარები წიგნის თაროებისაკენ გაეშურნენ.
- აკო, მოგვეხმარე რა, წიგნის თაროზე გადაგვსვი, - პატარა მკითხველმა ზღაპრების საყვარელი გმირები სათითაოდ გადასვა თაროზე და წიგნი, რომელსაც მანამდე კითხულობდა ადგილზე დააბრუნა.
- მშვიდობით მეგობარო, შენ თუ მოინდომებ კიდევ შევხვდებით, - შესძახეს პატარებმა და თავთავიანთ წიგნებში მიიმალნენ.
აკუნა მაგიდას დაუბრუნდა, მოულოდნელად იქვე პატარა, ბრჭყვიალა ნივთი დაინახა. ეს რაღაც, პატარა ოქროს გასაღები იყო, ზღაპრების გმირების საჩუქარი.
ახლა აკუნა დიდი ბიჭია, მაგრამ ის ოქროს გასაღები დღესაც კისერზე უკიდია და როდესაც ხელს მოუსვამს, თითქოს პატარა გმირების ხმები ჩაესმის ყურში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები