ამ ცხოვრებას ხომ ღრუბლები თითქმის ყოველდღე გვიბნელებს, ლამაზ დღეების სიმცირე გულს საწამლავით გვისველებს ვინც გაგახარებს ისა გკლავს, გულსაც სწორედ ეს ეტკინა კეისარსაც ხომ ჭრილობა, მხოლოდ ბრუტუსის ეწყინა
აქ გაზაფხულის მერცხალი განგმირა მეხის დაცემამ ქრისტეს ღმერთი ხომ გაწირა მისი მოწაფის გაცემამ სამყარო არის ქაოსში სიგიჟე ყველას ეწვია დირე დაცემულ თვალბში, გონიათ მხოლოდ ბეწვია
აქ აღგზნებული სიბეცე ბობქრობს ხალხის გულებში, ტყვია-წამალი ბევრია ენების თოფთა ლულებში უგუნურებამ დაამცრო თვით უმანკოთა გონება, სიკეთის ნაცვლად გაუხდათ ბოროტისაკენ სწორება
დღეს მიემსგავსა ქვეყანა ჰადესის შავ-ბნელ სამყაროს და ამიტომაც ბახუსი ცდილობს სინათლეს გაგვყაროს მწუხარე სახის რაინდი სახრჩობელაზე დაკიდეს და ვაჟკაცობა იაფად, სულ დოლარებში გაყიდეს
თითქოს არ არის იმედი სამყარო უცქერს აღსასრულს და უაზრობას ჩაწერენ მსოფლიოს წიგნის დასასრულს, მაგრამ ჩემს გულში გიჟური, იმედი მაინც ანათებს ბოლო სიტყვა ხომ ღმერთზეა, ის ხომ ყველაფერს განაგებს!