ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აიობ
ჟანრი: პროზა
15 აპრილი, 2020


სარკე

ფიცარზე დასხმული გადამდნარი ვერცხლი მიყურებს.
არ ვიცი აქ როგორ აღმოვჩნდით მე და ეს ტიპი.
მღვიმეში, მდუმარებაში, მაგრამ არცისე მარტო.
ჩვენ ორნი უკვე საზოგადოება ვართ.
მაგრამ, რას გაიგებ ტიპია თუ პორტალი.
უცნაურად გამოიყურება.
გავუღიმებ, გამიღიმებს.
შევაგინებ, შემაგინებს.
ბევრჯერ გავაფრთხილე, მაგრამ უშედეგოდ.
ეგ კი არა, თვითონაც მაფრთხილებს.
ვითმინე, ვითმინე და ბოლოს თვალები დავხუჭე,
ძალა მოვიკრიბე, ქვა ავიღე და თავში ჩავარტყი.
მერე მეორედ.
მერე მესამედ.
მერე მეოთხედ.
სულ დაიშალა.
სულ პატარ-პატარა ნაწილებად.
მე გაგაფრთხილემეთქი ვუთხარი.
იმანაც გაიმეორა.
ადრე ორნი ვიყავით,
ახლა მართლა მთელი საზოგადოება გავჩნდით.
ალბათ რომელიმე მითოლოგიის მიხედვით სამყაროც ასე შეიქმნა,
რას გაიგებ.
ათასობით ტიპი მიყურებს.
მე ვდგავარ, ხელში ქვა მიჭირავს და რომელს ვესროლო არ ვიცი.
ავღმართე ხელი და ათასივემ აღმართა.
ვისროლეთ.
ეს ისეთი დუელია, როცა ათასივე იგებთ და ათასივე მარცხდებით.
ჰოდა, სხვა რა მოგახსენოთ, აი ასე გამაბითურეს.
ახლა არა ერთი ათასთან, არამედ ათას ერთი ვართ.
და მე გამოვდექი ეს იღბლიანი ათასმეერთე.
უუსასრულო ზღაპრების ციკლში.
ახლა ვდგავარ და ვუყურებ ჩემს თავს,
როგორი დებილი სიფათით მიყურებს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები